მოწითალო-მურა ტრიქოლომა

(გადამისამართდა გვერდიდან Tricholoma ustale)

მოწითალო-მურა ტრიქოლომა (ლათ. Tricholoma ustale) — ტრიქოლომას გვარის სოკო ტრიქოლომასებრთა ოჯახისა, რომლის გავრცელების არეალი მოიცავს აზიას, ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკას.

მოწითალო-მურა ტრიქოლომა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
განყოფილება:  ბაზიდიუმიანი სოკოები
კლასი:  აგარიკომიცეტები
ოჯახი:  ტრიქოლომასებრნი
გვარი:  ტრიქოლომა
სახეობა:  მოწითალო-მურა ტრიქოლომა
ლათინური სახელი
Tricholoma ustale (Fr.) P.Kumm. (1871)[1]

ერთი წყარო მას შხამიან ან არსაჭმელ სოკოდ მიიჩნევს, ხოლო მეორე წყარო — საჭმელად ვარგისად.

სოკო პირველად აღწერა შვედმა მიკოლოგმა ელიას მაგნუს ფრისმა 1818 წელს როგორც Agaricus ustalis.[2] მიმდინარე ბინომინალური სახელწოდება მიანიჭა გერმანელმა მიკოლოგმა პაულ კუმერმა 1871 წელს.[3]

სამეცნიერო სინონიმები:

  • Agaricus ustalis Fr. (1818
  • Gyrophila ustalis (Fr.) Quél. (1886)
  • Agaricus fulvellus Fr. (1838)
  • Tricholoma fulvellum (Fr.) Gillet (1874)
  • Tricholoma ustale var. rufoaurantiacum Bon (1984)

ქუდის დიამეტრი – 3-8 სმ, განიერზარისებრია, შემდგომში — ამობურცული, ლორწოვანი ზედაპირით, სადა, მოწითალო ან წაბლისფერ-მურა. სიბერეში ან გაშრობის შემდეგ ნაყოფსხეული შავდება.[4]

ჰიმენოფორი — ფირფიტებიანი, ფირფიტები შეზრდილია ან ამოკვეთილი, მოთეთრო, ახასიათებს მურა ლაქები, მომწიფებისას მუქდება.

ფეხის სიგრძე — 4-6 სმ, სისქე — 1-1,5 სმ, ცილინდრულია, ზოგჯერ ძირში დაწვრილებული, მთლიანი, მოთეთრო, შეზრდილია სიგრძივი მოწითალო-მურა ბეწვებით.

რბილობი — თეთრია, დაზიანებისას ოდნავ ყავსიფერდება. ახასიათებს ფქვილის სუნი და მომწარო გემო.

სპორები – 5-7x3-5 მკმ, კვერცხისებრი, სადა, უფერული.

გავრცელება და ეკოლოგია

რედაქტირება

იზრდება ნიადაგზე, ფოთლოვან და შერეულ ტყეებში, ასევე პარკებში, მხოლოდ მუხის ქვეშ.

გავრცელების არეალი მოიცავს აზიას, ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკას.

სეზონი — ზაფხულ-შემოდგომით.

მსგავსი სახეობები

რედაქტირება

გამოყენება

რედაქტირება

წყაროთა ერთი ნაწილი მას შხამიან ან არასაჭმელ სოკოდ მიიჩნევს, ხოლო წყაროთა მეორე ნაწილი კი — საჭმელად.

იაპონიაში სადაც მისგან მოწამვლის შემთხვევები საკმაოდ გავრცელებულია,[5] იაპონელმა მეცნიერებმა მასში ტოქსიკური ნივთიერება აღმოაჩინეს, რომელიც იწვევს საჭმლის მომნელებელი სისტემის მოშლას, ღებინებასა და დიარეას.[6]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 102, ISBN 99940-856-1-1.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Tricholoma ustale (Fr.) P. Kumm., Der Führer in die Pilzkunde: 130, 1871. MycoBank. International Mycological Association. ციტირების თარიღი: 2013-03-23.
  2. (1999) Flora Agaricina Neerlandica: Critical Monographs on Families of Agarics and Boleti Occurring in the Netherlands. Taylor & Francis, გვ. 126. ISBN 9054104937. 
  3. Kummer P. (1871). Der Führer in die Pilzkunde (German). Zerbst, Germany: C. Luppe, გვ. 130. 
  4. Grzybowisko. Gąska bukowa. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-28. ციტირების თარიღი: 2013-03-26.
  5. Benjamin, Denis R. (1995). Mushrooms: Poisons and Panaceas—A Handbook for Naturalists, Mycologists and Physicians. New York, New York: WH Freeman and Company, გვ. 154. ISBN 0-7167-2600-9. 
  6. Sano Y, Sayama K, Arimoto Y, Inakuma T, Kobayashi K, Koshino H, Kawagishi H (2002). „Ustalic acid as a toxin and related compounds from the mushroom Tricholoma ustale“. Chem. Commun. (13): 1384–85. doi:10.1039/B202607D. PMID 12125567.