The Best of the Pink Floyd
The Best of the Pink Floyd, აგრეთვე გამოცემული დისკის Masters of Rock სახით — 1970 წელს გამოსული ნაკლებად ცნობილი, დაბალბიუჯეტიანი კრებული, რომელიც შეიცავს ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის 1967-1968 წლებში ჩაწერილ სიმღერებს. ალბომის პირველი ვერსია გამოვიდა 1970 წელს, ნიდერლანდებში, მოგვიანებით კი უნგრეთში. 1974 წელს შეიმუშავეს მისი ახალი დიზაინი. ამ სახით იგი გამოიცა გერმანიაში, იტალიაში და ნიდერლანდებში. გარეკანზე გამოყენებულია სურათი ალბომიდან Meddle, რომელზეც გილმორის სახის მაგივრად გამოტანილია სიდ ბარეტის ფოტოსურათი.
The Best of the Pink Floyd / Masters of Rock | ||||
---|---|---|---|---|
საუკეთესო ჰიტების ალბომი — | ||||
გამოცემის თარიღი | 1970 | |||
ჩაიწერა | 1967–1968 | |||
ჟანრი | როკ-მუსიკა | |||
ხანგრძლივობა | 29:40 | |||
ლეიბლი | Columbia (EMI) | |||
პროდიუსერი | ნორმან სმითი, ჯო ბოიდი | |||
პინკ ფლოიდი — ქრონოლოგია | ||||
| ||||
ალტერნატიული გარეკანი | ||||
Masters of Rock - ალბომის გარეკანი | ||||
პინკ ფლოიდის კომპილაციური ალბომების — ქრონოლოგია | ||||
|
მიმოხილვების ქულები | |
---|---|
წყარო | რეიტინგი |
Allmusic | [1] |
The Best of გამოვიდა მხოლოდ მონო გრამფირფიტის სახით და ამრიგად, მხოლოდ მასზე იყო შესაძლებელი Apples and Oranges-ის მონო ვერსიის მოსმენა. ეს აგრეთვე იყო ერთადერთი გრამფირფიტა, რომელზეც ჩაწერილი იყო It Would Be So Nice, შეცვლილი რადიოეთერისთვის. მასში ნახსენები Daily Standard, გამოცემა Evening Standard-ის მაგივრად.
ამჟამად Masters of Rock არ გამოიცემა, თუმცა არსებობს მისი ბევრი მეკობრული ვერსია.[2][3][4][5]
სიმღერების სია
რედაქტირებაყველა სიმღერა არის ორიგინალური სინგლებიდან, გარდა აღნიშნულისა.
მხარე 1
რედაქტირება- Chapter 24 (ალბომიდან The Piper at the Gates of Dawn) – 3:36
- Matilda Mother (შეცდომით მითითებულია, როგორც Mathilda Mother; ალბომიდან The Piper at the Gates of Dawn) – 3:03
- Arnold Layne – 2:51
- Candy and a Currant Bun – 2:38
- The Scarecrow – 2:07
მხარე 2
რედაქტირება- Apples and Oranges (სტერეო მიქსი) – 3:01
- It Would Be So Nice (ალტერნატიული დაბოლოება) (რიჩარდ რაიტი) – 3:39
- Paint Box (სტერეო მიქსი) (რაიტი) – 3:27
- Julia Dream (როჯერ უოტერსი) – 2:28
- See Emily Play – 2:50
პერსონალი
რედაქტირება- სიდ ბარეტი – გიტარა, ვოკალი
- დევიდ გილმორი – გიტარა, ვოკალი (Julia Dream და It Would Be So Nice, არ არის მითითებული)
- ნიკ მეისონი – დასარტყმელი საკრავები, პერკუსია
- როჯერ უოტერსი – ბას გიტარა, ვოკალი
- რიჩარდ რაიტი – კლავიშებიანი საკრავები, ფორტეპიანო, ორგანი, ვოკალი (ასევე შეცდომით მითითებულია, რომ უკრავს ბას გიტარაზე)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ რულმანი, უილიამ. (2011 [last update])Masters of Rock - Pink Floyd | AllMusic. allmusic.com. ციტირების თარიღი: 6 ივლისი 2011.
- ↑ Illustrated guide to the unofficial albums, counterfeits and fakes (in Italian)
- ↑ Fake The Best of the Pink Floyd (1) (in Italian)
- ↑ Fake The Best of the Pink Floyd (2) (in Italian)
- ↑ Illustrated guide to fake Pink Floyd picture discs (in English)