Quebec Magnetic — ამერიკული მძიმე მეტალ ჯგუფ მეტალიკის 2012 წლის 11 დეკემბერს გამოსული საკონცერტო ვიდეო ალბომი. ვიდეოში ნაჩვენებია კვებეკში, პეპსის კოლიზეუმში, ჩატარებული ორი შოუ 2009 წელს, მათი World Magnetic ტურნეს ფარგლებში.[1][2] ეს ალბომი მეტალიკის საკუთარ ლებლზე, Blackened Recordings, გამოსული პირველი ალბომია.[3]
ალბომის გამოსვლა გამოცხადდა 2012 წლის 20 სექტემბერს; მეტალიკის გულშემატკივრები ინტერნეტის საშუალებით ირჩევდნენ ორ შოუს, რომლებიც მთლიანად იქნებოდა წარმოდგენილი ალბომში, ხოლო დანარჩენი სიმღერები — როგორც „დამატებითი“.[1] უკვე 22 ოქტომბერს ალბომის სიმღერების სია, გამოშვების თარიღი და გარეკანის გაფორმება ცნობილი გახდა.[2] 19 ნოემბერს გამოვიდა ალბომის 33 წამიანი ტრეილერი.[4]
დაახლოებით 14 000 ეგზემპლარი გაიყიდა ალბომის გამოშვებიდან პირველივე კვირაში, ხოლო თავად ალბომმა მეორე ადგილი დაიკავა ბილბორდის საუკეთესო მუსიკალური ვიდეოების ჩარტში.[5]
|
|
1. | „The Ecstasy of Gold“ | ენიო მორიკონე | 1:36 |
2. | „That Was Just Your Life“ | ჯეიმზ ჰეტფილდი, ლარს ულრიხი, კირკ ჰემეტი, რობერტ ტრუჰილო | 7:08 |
3. | „The End of the Line“ | ჰეტფილდი, ულრიხი, ჰემეტი, ტრუჰილო | 7:46 |
4. | „The Four Horsemen“ | ჰეტფილდი, ულრიხი, დეივ მასტეინი | 5:27 |
5. | „The Shortest Straw“ | ჰეტფილდი, ულრიხი | 6:09 |
6. | „One“ | ჰეტფილდი, ულრიხი | 7:54 |
7. | „Broken, Beat & Scarred“ | ჰეტფილდი, ულრიხი, ჰემეტი, ტრუჰილო | 8:25 |
8. | „My Apocalypse“ | ჰეტფილდი, ულრიხი, ჰემეტი, ტრუჰილო | 6:45 |
9. | „Sad but True“ | ჰეტფილდი, ულრიხი | 6:00 |
10. | „Welcome Home (Sanitarium)“ | ჰეტფილდი, ულრიხი, ჰემეტი | 6:10 |
11. | „The Judas Kiss“ | ჰეტფილდი, ულრიხი, ჰემეტი, ტრუჰილო | 9:48 |
12. | „The Day That Never Comes“ | ჰეტფილდი, ულრიხი, ჰემეტი, ტრუჰილო | 7:58 |
13. | „Master of Puppets“ | ჰეტფილდი, ულრიხი, კლიფ ბარტონი, ჰემეტი | 8:05 |
14. | „Battery“ | ჰეტფილდი, ულრიხი | 7:05 |
15. | „Nothing Else Matters“ | ჰეტფილდი, ულრიხი | 5:47 |
16. | „Enter Sandman“ | ჰეტფილდი, ულრიხი, ჰემეტი | 8:49 |
17. | „Killing Time“ | ვივიენ კემპბელი, ტრევორ ფლემინგი, რეიმონდ ჰელერი, დეივი ბეიტსი | 2:55 |
18. | „Whiplash“ | ჰეტფილდი, ულრიხი | 7:05 |
19. | „Seek & Destroy“ | ჰეტფილდი, ულრიხი | 14:01 |
|
|
1. | „For Whom the Bell Tolls“ | ჰეტფილდი, ულრიხი, ბარტონი | 5:06 |
2. | „Holier Than Thou“ | ჰეტფილდი, ულრიხი | 3:46 |
3. | „Cyanide“ | ჰეტფილდი, ულრიხი, ჰემეტი, ტრუჰილო | 6:58 |
4. | „Turn the Page“ | ბობ სიგერი | 5:18 |
5. | „All Nightmare Long“ | ჰეტფილდი, ულრიხი, ჰემეტი, ტრუჰილო | 7:52 |
6. | „Damage, Inc.“ | ჰეტფილდი, ულრიხი, ბარტონი, ჰემეტი | 5:19 |
7. | „Breadfan“ | ბერკ შელი, ტონი ბურჯი, რეი ფილიპსი | 4:09 |
8. | „Phantom Lord“ | ჰეტფილდი, ულრიხი, მასტეინი | 3:38 |
|
|
1. | „Quebec City Love Letters Featuring Band and Fan Interviews“ | 8:09 |