The Day That Never Comesამერიკული მძიმე მეტალ ჯგუფ მეტალიკის პირველი სინგლი და მეოთხე სიმღერა მათივე 2008 წლის სტუდიური ალბომიდან Death Magnetic. სიმღერა გამოშვებული იქნა რადიოსთვისა და ციფრული ჩამონატვირთის სახით 2008 წლის 21 აგვისტოს.[2]

„The Day That Never Comes“
სინგლიმეტალიკა
ალბომიდან Death Magnetic
B-მხარე No Remorse (საკონცერტო)
გამოსვლის თარიღი 21 აგვისტო, 2008
ჩაიწერა 2007 წლის 12 მარტი-2008 წლის 11 მაისი,
ლოს-ანჯელესი, კალიფორნია
ჟანრი მძიმე მეტალი,
თრეშ მეტალი[1]
ხანგრძლივობა 7:56
ხმისჩამწერი ლეიბლი Warner Bros., Mercury
ავტორ(ებ)ი კირკ ჰემეტი,
ჯეიმზ ჰეტფილდი,
ლარს ულრიხი,
რობერტ ტრუჰილო
პროდიუსერი რიკ რუბინი
მეტალიკა — სინგლების ქრონოლოგია
„The Ecstasy of Gold“
(2007)
The Day That Never Comes
(2008)
„My Apocalypse“
(2008)
აუდიომაგალითი
yes

სიმღერის სამოშაო ვერსიის სახელწოდება იყო Casper, როგორც ნაჩვენებია ვიდეოებში Mission: Metallica.

კომპოზიცია

რედაქტირება

ადრინდელი ბალადებისა და პესიმისტური სიმღერების მსგავსად ეს სიმღერაც მეოთხე ტრეკია ალბომში. ჟურნალმა Rock Sound შეადარა იგი ჯგუფ Thin Lizzy-ს.[3] შესავალი იწყება გიტარის წმინდა სოლოთი და ასეთი ჟღერადობა გრძელდება ტაეპების დროსაც მაშინ, როდესაც მისამღერს აკომპანემენტს უკეთებს გიტარები ძლიერი დისტორშენით. ხიდი ნელ-ნელა სწრაფდება და ფაქტობრივად გადადის წრაფი ტემპის ჰარმონიაში გიტარებსა და კირკ ჰემეტის გრძელ სოლოს შორის. სიმღერის სტრუქტურა შესაძლოა შევადაროთ მეტალიკის ადრინდელ ბალადებს: One, Welcome Home (Sanitarium) და Fade to Black. სიმღერის დასასრული, ადრინდელი ბალადების მსგავსად, სრულიად ინსტუმენტულია და მოიცავს მრავალ სოლოსა და აკორდების პროგრესიას.

სიმღერების სია

რედაქტირება
  1. The Day That Never Comes – 7:56
  2. No Remorse (საკონცერტო) – 5:33

ცოცხალი ტრეკი ჩაწერილია 2003 წელს ორლანდოში, ფლორიდა.[4]

  • რადიოს სინგლი
  1. The Day That Never Comes (რედაქტირებული რადიოსთვის) - 3:37

მუსიკალური ვიდეო

რედაქტირება

სიმღერის მუსიკალური ვიდეო, რომლის რეჟისორიცაა დანიელი ტომას ვინტერბერგი, გადაღებულია 2008 წლის 31 ივლისს კალიფორნიის უდაბნოში ლოს-ანჯელესის მახლობლად. მისი პრემიერა გაიმართა მეტალიკის ოფიციალურ საიტზე 2008 წლის 1 სექტემბერს, შუაღამისას.[5]

ვიდეო ასახავს ორ საზღვაო ქვეითს, რომლებიც ჰამერის ბორტზე იმყოფებიან უდაბნოში და მიიღებენ დარტმას აფეთქების შედეგად. მას შემდეგ, რაც ისინი გადმოვლენ მანქანიდან, პოზიციას შეარჩევენ და თავდამსხმელს დაუწყებენ ძებნას, აღმოჩნდება, რომ ერთ-ერთ მათგანს ჭრილობა ტანჯავს. მისი მეგობარი ცდილობს დაფაროს ჭრილობა და უხმობს დახმარებას. სანამ ბოლოსდაბოლოს იგი უსაფრთხოდ იქნა გადაყვანილი შვეულმფრენით, შთაბეჭდილება იქმნება, რომ იგი უკვე გარდაიცვალა ჭრილობების გამო.

ვიდეო შემდეგ გრძელდება სცენით, სადაც დარჩენილი ჯარისკაცი მიდის ჰამერით სხვა ჯგუფთან ერთად და მათ გზაზე გაჩერებული მანქანა ეღობებათ. სამოქალაქო პირს მაღლა აპყრობილ ხელებში უკავია მანქანის სადენები. ჯარისკაცების ჯგუფი ეჭვობს, რომ ეს შესაძლოა ჩასაფრება იყოს, წრეში აქცევენ მანქანას და მიზანში ჰყავთ მოქალაქე, თუმცა მხოლოდ ქალს აღმოაჩენენ ჩარში უკანა სავარძელზე. ისინი უბრძანებენ ქალს გადმოვიდეს მანქანიდან, მაგრამ იგი მიუახლოვდება მთავარ გმირს და არ ერიდება ავტომატის ლულას. ვიდეო კულმინაციას აღწევს და ჯარისკაცები ერთმანეთს უყურებენ ნერვიულად იმის შიშით, რომ შესაძლოა ეს კამიკაძე იყოს, მაგრამ საბოლოოდ ჯარისკაცი დაბლა უშვებს ლულას და სხვებსაც ანიშნებს იგივე გააკეთონ. ჯარისკაცების ჯგუფი ეხმარება მოქალაქეს მანქანის მიწოლით დაქოქვაში. მთავარი მოქმედი გმირი რჩება და ზეცას შეჰყურებს. ვიდეოში შიგადაშიგ ჩართულია სცენები, სადაც მეტალიკის წევრები, ასრულებენ სიმღერას ღია უდაბნოში.

კონცეფციები

რედაქტირება

2008 წლის 4 აგვისტოს ინტერვიუში MTV-სთან ნათქვამია, რომ სიმღერის ტექსტი ეხება მიტევებისა და წყენის პრობლემის გადაჭრას. ჯგუფის დრამერმა ლარს ულრიხმა განაცხადა, რომ ტექსტი შთაგონებულია მამა-შვილის ურთიერთობით. მუსიკალური ვიდეოს თემა და განწყობა სულ სხვაა, რაც შესაძლებელს ხდის ტექსტის სხვაგვარ ინტერპრეტაციას. ვიდეო მიდის ომის ფონზე, ისევე როგორც სიმღერის One ვიდეო, მაგრამ არ მიემართება კონკრეტულად რომელიმე თანამედროვე ომს, როგორიცაა მაგალითად ერაყის ომი ან ომი შუა აღმოსავლეთში (თუმცა ვიდეოში არის ფრაგმენტები, რომლებიც შესაძლოა მივამსგავსოთ სცენებს შუა აღმოსავლეთის ომიდან, მაგრამ რაიმე პოლიტიკური განცხადება არ არის გაკეთებული). ჯეიმზ ჰეტფილდმა სიმღერის ტექსტისა და მუსიკალური ვიდეოს თემის ამ რადიკალური სხვაობის შესახებ განაცხადა:

 
„მშვენიერებაა, ჩემი აზრით, დაწერო ასეთი გაურკვეველი, მაგრამ ძლიერი ტექსტი — რომ სხვა ადამიანმა, მაგალითად მუსიკალური ვიდეოს რეჟისორმა, შეძლოს მისი ინტერპრეტაცია საკუთარი გაგებით და აშკარად, ვინმე შემოქმედებითი აზროვნების მქონეს შეეძლოს აიღოს მეტაფორები და მიუსადაგოს, რასაშიც დასჭირდება საკუთარ ცხოვრებაში.“

მთავარმა გიტარისტმა კირკ ჰემეტმა და ლარს ულრიხმა საბოლოოდ განაცხადეს, რომ ვიდეოს კონცეფცია ეთმობა ჰუმანურობასა და ურთიერთობას ადამიანებს შორის, თუ როგორ შეუძლია შენს ჰუმანურობის გრძნობას დაძლიოს ყველანაირი პოლიტიკური სიტუაცია.

სიმღერამ ბილბორდის ცხელ ასეულში დაიკავა 31-ე ადგილი, რაც ჯგუფისთვის იყო მეშვიდე სიმღერა, რომელიც საუკეთესო ორმოცეულში მოხვდა. ეს პოზიცია წარმოადგენს ჯგუფისთვის უმაღლესს 1997 წლის შემდეგ, როცა სიმღერამ The Memory Remains მიაღწია 28-ე ადგილს. რადიოეთერით გადაცემის ოთხ დღეზე ნაკლებში სიმღერამ მიაღწია მეშვიდე ადგილს ბილბორდის ცხელი მეინსტრიმული როკ ტრეკების ჩარტში, რაც მეტალიკისთვის იყო მეთექვსმეტე სიმღერა, რომელიც ჩარტის საუკეთესო ათეულში მოხვდა. შემდეგ კვირას უკვე მეორე ადგილზე, ხოლო მესამე კვირას - პირველზე იყო, ჯგუფის მეექვსე სიმღერა პირველ ადგილზე, და პირველი 2000 წლის სიმღერის I Disappear შემდეგ. სიმღერამ მიაღწია მეხუთე ადგილს ალტერნატიული სიმღერების ჩარტში, რითაც პირველი სიმღერა გახდა მეტალიკის არსებობის მანძილზე, რომელიც ჩარტის საუკეთესო ხუთეულში მოხვდა.

სიმღერამ The Day That Never Comes გაატარა მთელი ცხრა კვირა პირველ ადგილზე ცხელი მეინსტრიმული როკ ტრეკების ჩარტში, აქედან შვიდი თანიყოლებითი და ორიც მანამდე.

სიმღერას დიდი წარმატება ხვდა საერთაშორისო დონეზეც. 2008 წლის 24 აგვისტოს იგი პირველად გამოჩნდა ბრიტანეთის სინგლების ჩარტში 36-ე პოზიციაზე და ცოტა ხანში გადაინაცვლა მეცხრამეტეზე. ირლანდიაში მეთოთხმეტე ადგილს დასჯერდა. საუკეთესო ათეულში მოხვდა კანადის ცხელ ასეულში, დაიაკავა რა მეცხრე ადგილი.[6]. ავსტრალიაში საუკეთესო ოცეულში, მეთვრამეტე ადგილზე მოხვდა. სიმღერა მოხვდა საუკეთესო ათეულებში მრავალ ქვეყანაში, მათ შორის ახალ ზელანდიაში, დანიაში, ნორვეგიაში, ფინეთში და შვედეთში.

ჩარტი (2008)[7][8] პიკური
პიზიცია
ავსტრალიის სინგლების ჩარტი 18
ავსტრიის 40 საუკეთესო სინგლი 25
ბელგიის 50 საუკეთესო სინგლი 11
კანადის ცხელი ასეული 9
დანიის სინგლების ჩარტი 3
ფინეთის 20 საუკეთესო სინგლი 1
ირლანდიის სინგლების ჩარტი 14
იტალიის სინგლების ჩარტი 39
ნიდერლანდების საუკეთესო ასეული 20
ახალი ზელანდიის სინგლების ჩარტი 14
ნორვეგიის სინგლების ჩარტი 1
პორტუგალიის 50 საუკეთესო სინგლი 6
შვედეთის სინლების ჩარტი 3
Triple J-ის ცხელი ასეული 88
თურქეთის 20 საუკეთესო სინგლი[9] 18
ბრიტანეთის სინგლების ჩარტი 19
ევროპის ცხელი ასეული 32
აშშ-ის ბილბორდის ცხელი ასეული 31
აშშ-ის ბილბორდის ცხელი მეინსტრიმული როკ ტრეკები 1
აშშ-ის ბილბორდის ალტერნატიული სიმღერები 5

პერსონალი

რედაქტირება
მეტალიკა
სტუდიური პერსონალი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. rollingstone.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-03-25. ციტირების თარიღი: 2010-08-11.
  2. http://www.metallica.com/
  3. Blabbermouth.net დაარქივებული 2008-08-01 საიტზე Wayback Machine. 5 ივნისი, 2008. წაკითხვის თარიღი: 1 აგვისტო, 2008
  4. სინგლის დეტალები Metallica.com-ზე. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-02-04. ციტირების თარიღი: 2010-08-11.
  5. Metallica.com: The Day That Never Comes...ვიდეოს პრემიერა (2 სექტემებრი, 2008)
  6. კანადის ცხელი ასეული
  7. acharts.us
  8. radioandrecords.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-06-02. ციტირების თარიღი: 2010-08-11.
  9. თურქეთის საუკეთესო ოცეული დაარქივებული 2008-04-20 საიტზე Wayback Machine. წაკითხვის თარიღი: 2008-10-20