Progress (Take That-ის ალბომი)
Progress — ჯგუფ Take That-ის მეექვსე სტუდიური ალბომი, რომელიც გამოვიდა ბრიტანეთში 2010 წლის 15 ნოემბერს. ალბომზე მუშაობისას, პირველად მრავალი წლის შემდეგ ჯგუფში დაბრუნდა რობი უილიამსი.[1] შესაბამისად, ეს არის Take That-ის პირველი ალბომი, ჩაწერილი უილიამსთან 1995 წლის შემდეგ.
Progress | ||||
---|---|---|---|---|
სტუდიური ალბომი — | ||||
გამოცემის თარიღი | 15 ნოემბერი 2010 | |||
ჩაიწერა | სექტემბერი 2009–აგვისტო 2010 | |||
სტუდია |
Sarm West Studios (ლონდონი, ინგლისი) Electric Lady Studios (ნიუ-იორკი, აშშ) The Village (ლოს-ანჯელესი, კალიფორნია) Real World Studios (უილტშირი, ინგლისი) The Record Plant (ლოს-ანჯელესი, კალიფორნია) Tracques (ლონდონი, ინგლისი) ები-როუდის სტუდია (ლონდონი, ინგლისი) | |||
ჟანრი | პოპ-მუსიკა, პოპ-როკი, ელექტროპოპი | |||
ხანგრძლივობა | 47:16 | |||
ლეიბლი | Polydor | |||
პროდიუსერი | სტიუარტ პრაისი | |||
Take That — ქრონოლოგია | ||||
| ||||
სინგლები ალბომიდან Progress | ||||
|
ალბომს დადებითი შეფასებები ხვდა წილად. კრიტიკოსთა უმრავლესობა განსაკუთრებით აღნიშნავდა ელექტრონული მუსიკისა და სინთეზატორების გავლენას. დისკი გამოსვლისთანავე მოხვდა გაერთიანებული სამეფოს ჩარტის პირველ პოზიციაზე და იქცა ამ ქვეყნის ისტორიაში ყველა დროის რიგით მეორე ყველაზე გაყიდვად ალბომად. გამოსვლიდან 24 დღის შემდეგ მან წლის რეკორდიც დაამყარა, გაიყიდა რა მილიონი ასლის ოდენობით. დღეისათვის ალბომს მინიჭებული აქვს ორმაგი პლატინის სტატუსი, ევროპაში გაყიდული 2 მილიონი ასლის მიხედვით. 2011 წლის 10 ივნისს გამოვიდა EP დისკი Progressed, რომელსაც დამატების სახით ახლავს Progress-იც.
ისტორია
რედაქტირება2010 წლის 15 ივლისს ცნობილი გახდა, რომ რობი უილიამსი ჯგუფს დაუბრუნდა. ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამი იყო, ჭორები სიმართლეა...რობი დაბრუნდა...და ამ მიზეზით, ჩვენ ჩავწერეთ ახალი ალბომი, რომელიც გამოვა ამ წლის ბოლოს. იმავე დღეს ბრიტანულ პრესაში დაიბეჭდა სტატია ფრაზით: მრავალთვიანი ყოყმანის შემდეგ, დადასტურდა, რომ რობი უილიამსი დაბრუნდა Take That-ში. გერი, ჰოვარდი, ჯეისონი, მარკი და რობი წერენ ალბომს, რომელიც გამოვა ნოემბერში. ალბომზე მუშაობა დაიწყო 2009 წლის სექტემბერში, მას შემდეგ, რაც დასრულდა წარმატებული ტური Take That Presents: The Circus Live, მოგვიანებით დადასტურდა, რომ 'ჯგუფის ხუთივე წევრი ერთმანეთს შეხვდა, რათა ჩაეწერა ექვსი სიმღერა შემდეგი ალბომისთვის'.
ამ ალბომით აღინიშნა ჯგუფის 20 წლიანი კარიერა, ასევე 15 წელი რობისთან ერთად ჩაწერილი უკანასკნელი ალბომიდან Nobody Else. დისკის გარეკანზე გამოტანილი ფოტოსურათის ავტორია ნადავ კანდერი (მას ბარაკ ობამას ფოტოსესია ეკუთვნის).[2] გარეკანზე ჯგუფის წევრები განასახიერებენ მაიმუნის ადამიანად ევოლუციის პროცესს. კრიტიკოსებმა ეს გაფორმება დადებითად შეაფასეს.[3] [4]
გამოცემა
რედაქტირებაალბომის გამოცემა დაგეგმილი იყო 2010 წლის 22 ნოემბერს[5], მაგრამ გადატანილი იქნა 15 ნოემბერზე. ბარლოუმ ახსნა, რომ ეს მოხდა [6] მას შემდეგ, რაც გადახედეს ეთერში სინგლის როტაციისა და შეკვეთების რაოდენობას.[7][8]. მისივე თქმით, არც ერთი მათი სინგლი ასეთი სიხშირით რადიოეთერში არ გასულა[9] ჯგუფის წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა იმას, რომ დისკი უფრო ადრე გამოიცა მომავალი ტურის მიმართ დიდი ინტერესის გამო [10]
სინგლი The Flood გამოვიდა გაყიდვაში 2010 წლის 7 ნოემბერს. ბრიტანეთში იგი ჩარტების #2 პოზიციაზე მოხვდა და იქცა ჯგუფისათვის რიგით 16-ე სინგლად, რომელიც ამ ქვეყანაში სიმღერების ხუთეული მოხვდა. ირლანდიაში ის #8 პოზიციაზე იყო, თუმცა ერთი კვირის შემდეგ მე-3 ადგილზე გადაინაცვლა და იქცა რიგით მეცხრე სინგლად, რომელიც ამ ქვეყნის საუკეთესო 10-ეულში მოხვედრილა.
კომერციული წარმატება
რედაქტირებაალბომის გამოცემამდე ცნობილი გახდა, რომ იგი უკვე არის წლის ყველაზე მოთხოვნადი წინასწარ შეკვეთილი დისკი.[11] გამოცემის პირველ დღეს გაერთიანებულ სამეფოში გაიყიდა მისი 235.000 ასლი, რითაც ალბომი იქცა საუკუნის ყველაზე გაყიდვად ჩანაწერად.[12][13]
21 ნოემბერს Progress მოხვდა გაერთიანებული სამეფოს ჩარტის პირველ პოზიციაზე, როგორც ჯგუფის რიგით მეექვსე #1 ალბომი. გამოცემიდან პირველი კვირის შემდეგ გაყიდული ასლების რაოდენობა უკვე 520.000-ს შეადგენდა. Progress ამიერიდან უკვე ითვლებოდა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე სწრაფად გაყიდვად დისკად.[14] მეორე კვირაში გაიყიდა მისი კიდევ 208.000 ასლი. ამით ალბომი ინარჩუნებდა #1 პოზიციას ჩარტში.[15] შემდეგ კვირაში ასევე გაიყიდა 200.000 ასლი და ალბომი ინარჩუნებდა #1 ადგილს უკვე მეოთხე კვირის განმავლობაში.[16]
8 დეკემბერს მისმა საერთო გაყიდვებმა შეადგინა 1.009 მილიონი ასლი - გამოცემიდან სულ 24 დღეში. საგულისხმოა, რომ ჯგუფის წინა სტუდიურ ალბომს The Circus 2008 წელს გამოცემისას მილიონი გაყიდული ასლის ოდენობის მისაღწევად დასჭირდა უფრო ნაკლები დრო, სულ 19 დღე. Progress უკვე იქცა 2010 წლის პირველ ჩანაწერად, რომლის გაერთიანებულ სამეფოში გაყიდულმა ტირაჟმა ერთ მილიონ ასლზე მეტი შეადგინა.[17]
ირლანდიური ალბომების ჩარტში დისკს ასევე დიდი წარმატება ხვდა წილად. 19 ნოემბერს იგი მოხვდა მის პირველ პოზიციაზე, რითაც, ისევე როგორც გაერთიანებულ სამეფოში ზოგადად, იქცა ირლანდიაში ჯგუფისათვის რიგით მეექვსე #1 ალბომად.[18] #1 პოზიცია მან ასევე დაიკავა შოტლანდიურ ჩარტშიც.[19] ევროპაში წარმატებას ხაზი გაუსვეს გაყიდვებმა გერმანიაში, საბერძნეთში, დანიაში (აქ იგი პირველივე კვირაში 30.000 ასლის ოდენობით გაიყიდა). ავსტრიაში, იტალიაში, ნიდერლანდებში, შვედეთსა და შვეიცარიაში ალბომი 10-ეულებში მოხვდა.
სინგლები
რედაქტირება- The Flood გამოიცა ალბომის პირველი სინგლის სახით, 2010 წლის 7 ნოემბერს. იგი მოხვდა გაერთიანებული სამეფოს სინგლების ჩარტის #2 პოზიციაზე და იქცა ჯგუფის რიგით მე-16 სინგლად, რომელიც მოხვდა საუკეთესო ხუთეულში. ირლანდიაში მისი უმაღლესი პოზიციზია #3 იყო, შესაბამისად - ამ ქვეყანაში Take That-ისათვის რიგით 15-ე სინგლი, რომელიც ადგილობრივ ხუთეულში მოხვედრილა.
- Kidz გამოვიდა 2011 წლის 28 თებერვალს, ალბომის მეორე სინგლის სახით.[20]
- Happy Now - მესამე სინგლი ალბომიდან, რომელიც წითელი ცხვირის დღეს იქნა წარდგენილი.
- Love Love - მეოთხე სინგლი, რომელიც გამოიცა დამატებითი EP დისკის Progressed სინგლის სახით.
- When We Were Young - მეხუთე სინგლი, რომელიც გამოიცა დამატებითი EP დისკის Progressed სინგლის სახით.
კრიტიკული შეფასება
რედაქტირებამიმოხილვების ქულები | |
---|---|
წყარო | რეიტინგი |
Allmusic | [21] |
BBC Music | (დადებითი)[22] |
Daily Mail | (დადებითი)[23] |
Entertainment.ie | [24] |
The Evening Standard | [25] |
The Express | [26] |
The Guardian | [27] |
The Independent | [28] |
Q | [29] |
Virgin Media | [30] |
ალბომმა დაიმსახურა მუსიკალურ კრიტიკოსთა დადებითი შეფასებები. Q-ს აზრით, ეს არის ტრიუმფი: მუსიკალურად, კონცეპტუალურად, პირადულად.[31]Virgin Media-მ ალბომს მიანიჭა 10-დან 7 ქულა და უწოდა მომატყუებლად ბნელი შემოთავაზება ჩვეულებისამებრ მხიარული ჯგუფის მხრიდან.[30] The Guardian-ისგან ალბომმა მიიღო ხუთიდან ოთხი ქულა და კომენტარი, რომ 1995 წლის შემდეგ Take That-ის პირველი ალბომი, ჩაწერილი კვინტეტის სახით გამოირჩევა ორი ნიშნით: ჭეშმარიტად ახალი ჟღერადობით და რობი უილიამსის ჯგუფის წევრის სახით უმტკივნეულო დაბრუნებით, რაც გადაიზარდა ემოციურ დუეტებში გერი ბარლოუსთან და მარკ ოუენთან. უილიამსმა და მისმა კოლეგებმა შექმნეს აღსანიშნავი თანამედროვე ალბომი.[27] BBC Music-ისგან ალბომს მიენიჭა დადებითი შეფასება: თუკი ალბომის სათაურის თანახმად, ჯგუფის ახალი ჟღერადობა გააერთიანებს და განავითარებს Take That-ის მეორე შემადგენლობასა და რობი უილიამსს, რეალობა თავდაპირველად განსხვავებულია. Progress არის სრულიად ახალი რამ - Take That-ის მესამე ვერსია და ყველაზე უცნაური, ყველაზე ამბიციური და ყველაზე ამაღელვებელი ჩანაწერი, რომლის ჩაწერაშიც მის შემქმნელებს მიუღიათ მონაწილეობა.[22] Yahoo! Music UK ალბომს ანიჭებს 10-დან 8 ქულას. მისი აზრით, აქ მთავარი რობი უილიამსია. მისი ვოკალი დომინირებს 10-დან 7 სიმღერაში, კლავიშებიანი საკრავების მძიმე ჟღერადობას Take That-ის ალბომებთან და მის უკანასკნელ სამ სოლო-ალბომთან ნაკლებად აქვს კავშირი. მიუხედავად იმისა, რომ ამ გაერთიანებამ მას უკვე ბევრი კარგი რამ მოუტანა, ეს ცვლილება არც თუ სამართლიანი და თანასწორია.[32]
ედრიან თრილზმა, გამოცემიდან Daily Mail ალბომის პროდიუსერ სტიუარტ პრაისს მაღალი შეფასება მისცა Take That-ის ახალი ჰორიზონტებისკენ გადანაცვლებაში, რასაც არ შეეწირა ჯგუფის მელოდიური სიმძლავრე ან მრავალხმიანი მისამღერები. მიუხედავად ამა თუ იმ მონაკვეთზე სირთულეებისა, Take That იმსახურებს აღნიშვნას ამ რისკის გამო.[23] ჟურნალის NME მიმომხილველ ლუკ ტერნერისგან ალბომმა 10-დან 7 ვარსკვლავი მიიღო. აღინიშნა, რომ ალბომი ტრიუმფალურია და საკმაოდ უხეშად აღწევს სტადიონის სინთპოპური ჟღერადობის მქონე ჩანაწერის სტატუსამდე. ამით Take That გზას უკვალავს სხვა ჯგუფებს.[33] გამოცემაში The Independent ენდი გილი წერდა: პოპ ბალადებს მოკლებული, ეს ალბომი აქტიურად იყენებს ელექტრონულ რითმებსა და ტექსტურებს და ასახავს ცუდ წინათგრძნობებს მეცნიერებასა და კაცობრიობაზე. მის მიერ ალბომი შეფასებული იქნა 5-დან 4 ქულით.[28] AllMusic დისკს ანიჭებს 5-დან 4 ვარსკვლავს და აღნიშნავს, რომ აქცენტი კეთდება არა ჰარმონიებზე, არამედ რითმსა და ტექსტურაზე, ბალადები ადგილს უთმობენ Gorillaz-ის ან სინთეზატორით გაჯერებული გლემის მსგავს კომპოზიციებს. Progress არის ყველაზე შეშლილი და საუკეთესო მუსიკა, რაც Take That-ის მიერ ყოფილა შექმნილი.[21]The Express-ის მიერ ალბომს ასევე დადებითი შეფასება მიენიჭა. მათი აზრით, Progress არის პოპი, რომელიც რ’ნ’ბ და როკ-მუსიკაში გადადის და ეს კარგად არის შესრულებული.[26]The Daily Telegraph-ში ნიკ მაკ-კორმიკის მიერ ალბომს მიენიჭა 5-დან 3 ვარსკვლავი და ითქვა, რომ რობი უილიასმა, როგორც ეტყობა, ჯგუფს ჩაუნერგა ხალისის თავისებური თვისება. [...] მაგრამ ფრთხილად, ეს არ არის ის უილიამსი, რომელიც ასრულებდა სიმღერებს Angels და Let Me Entertain You, ეს არის დამოუკიდებელი მანიაკი ალბომიდან Rudebox, რომელსაც ყველა დასცინოდა. მათ ტაში უნდა დავუკრათ იმის გამო, რომ შექმნეს სახალისო, დიდი, სტადიონებზე გათვლილი ელექტრო ეპიკური ნაშრომი.[34]
პრომოკამპანია
რედაქტირებაჯგუფმა გამოაცხადა 2011 წელს საკონცერტო ტურნეს ჩატარების შესახებ. ცნობილია, რომ იგი მოიცავს მის 20 წლიანი კარიერის სიმღერებს. 2010 წლის 26 ოქტომბრის პრეს-კონფერენციაზე ლონდონში ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა. დაგეგმილია ტური დიდ სტადიონებზე, ხო უემბლის სტადიონზე ჩატარდება 8 კონცერტი. 2010 წლის 13 ნოემბერს [35] ITV-ს ეთერში გავიდა დოკუმენტური ფილმი Take That: Look Back, Don't Stare, რომელშიც ძირითადად ასახულია ალბომის ჩაწერის პროცესი. ეს ფილმი 6 დეკემბერს გამოვიდა DVD და Blu-ray ფორმატებში.[36]
დეკემბერში ცნობილი გახდა დამატებითი 4 საკონცერტო თარიღის შესახებ. 3 ივლისის კონცერტი უემბლიზე გადატანილი იქნა 30 ივნისზე.[37]
სიმღერების სია
რედაქტირებაალბომის სიმღერების სია ოფიციალურად გახდა ცნობილი ჯგუფის საიტიდან, 201 წლის 19 ოქტომბერს.[38]
ყველა სიმღერის ავტორი — გერი ბარლოუ, ჰოვარდ დონალდი, ჯეისონ ორენჯი, მარკ ოუენი და რობი უილიამსი.
# | სახელწოდება | ვოკალი | ხანგრძლივობა |
---|---|---|---|
1. | „The Flood“ | უილიამსი, ბარლოუ | 4:51 |
2. | „SOS“ | ოუენი, უილიამსი | 3:44 |
3. | „Wait“ | უილიამსი, ბარლოუ | 4:15 |
4. | „Kidz“ | ოუენი, უილიამსი ბარლოუ | 4:42 |
5. | „Pretty Things“ | უილიამსი, ბარლოუ | 4:03 |
6. | „Happy Now“ | ბარლოუ, უილიამსი | 4:03 |
7. | „Underground Machine“ | უილიამსი | 4:15 |
8. | „What Do You Want from Me?“ | ოუენი | 4:37 |
9. | „Affirmation“ | დონალდი | 3:54 |
10. | „Eight Letters“ | ბარლოუ | 4:25 |
11. | „Flowerbed“ (დამალული სიმღერა) | ორენჯი | 3:48 |
iTunes გამოცემის დამატებები[39] | ||
---|---|---|
# | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
12. | „Progress in Action“ (ვიდეო) | 5:00 |
Progressed | |||
---|---|---|---|
# | სახელწოდება | წამყვანი ვოკალი | ხანგრძლივობა |
1. | „When We Were Young“ | რობი უილიამსი | 4:32 |
2. | „Man“ | გერი ბარლოუ | 4:37 |
3. | „Love Love“ | გერი ბარლოუ, მარკ ოუენი | 3:44 |
4. | „The Day the Work Is Done“ | მარკ ოუენი, გერი ბარლოუ | 4:02 |
5. | „Beautiful“ | გერი ბარლოუ | 4:13 |
6. | „Don't Say Goodbye“ | გერი ბარლოუ | 3:53 |
7. | „Aliens“ | რობი უილიამსი | 4:48 |
8. | „Wonderful World“ | მარკ ოუენი | 4:58 |
- შენიშვნები
- სპეციალური გამოცემა წარმოადგენს სამ გვერდიან შეფუთვას, რომელშიც შეტანილია ფოტოსურათები და დამატებითი ბუკლეტი.
- სიმღერაში Eight Letters გამოყენებულია კომპოზიციის Vienna მელოდია, რომელსაც ასრულებდა ჯგუფი Ultravox. მისი ავტორები არიან მიჯ იური, კრის კროსი, უორენ კენი და ბილი კერი.
- სიმღერის SOS ტექსტში მოყვანილი ციტატა ეკუთვნის ჯონ ფიცჯერალდ კენედი.
გამოცემები
რედაქტირებარეგიონი | თარიღი | ლეიბლი | ფორმატი | კატალოგი |
---|---|---|---|---|
ირლანდია | 15 ნოემბერი, 2010 | Polydor | კომპაქტ დისკი, ციფრული ჩამოტვირთვა (სტანდარტული და სპეციალური გამოცემები) |
275592-7 |
გაერთიანებული სამეფო | ||||
გერმანია[40] | 19 ნოემბერი, 2010 | კომპაქტ დისკი, ციფრული გამოცემა | 274478-1 | |
ავსტრალია[41] | Universal International | 2748474 | ||
იაპონია[42] | 24 ნოემბერი, 2010 | UICP1121 | ||
ბრაზილია[43] | 7 დეკემბერი, 2010 |
ჩარტები
რედაქტირება
ყოველკვირეული ჩარტებირედაქტირება
|
წლის საბოლოო ჩარტებირედაქტირება
|
სერტიფიცირებები
რედაქტირებარეგიონი | სერტიფიცირება | გაყიდვები |
---|---|---|
ავსტრია (IFPI Austria)[84] | პლატინა | 20 000x |
დანია (IFPI Denmark)[85] | 2× პლატინა | 60 000^ |
გერმანია (BVMI)[86] | პლატინა | 200 000^ |
ირლანდია (IRMA)[87] | 6× პლატინა | 90 000x |
იტალია (FIMI)[88] | პლატინა | 60 000* |
ნიდერლანდები (NVPI)[89] | პლატინა | 50 000^ |
შვედეთი (GLF)[90] | ოქრო | 20 000^ |
შვეიცარია (IFPI Switzerland)[91] | ოქრო | 15 000x |
გაერთიანებული სამეფო (BPI)[93] | 8× პლატინა | 2,400,000[92] |
ჯამში | ||
ევროპა (IFPI)[94] | 3× პლატინა | 3 000 000* |
*გაყიდვების მონაცემები სერტიფიცირებაზე დაყრდნობით |
პერსონალი
რედაქტირებაალბომის Progress ჩაწერაში მონაწილეობდნენ:[95]
|
|
სქოლიო
რედაქტირება- ↑ http://www.takethat.com/
- ↑ Take That strip off for Progress cover - News, Music & Gigs - Belfasttelegraph.co.uk
- ↑ http://www.thesun.co.uk/sol/homepage/showbiz/bizarre/3186375/Take-That-star-Mark-Owen-wrestles-his-conscience.html The Sun 19-10-10
- ↑ Take That show 'ascent of man'[მკვდარი ბმული]
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-12-26. ციტირების თარიღი: 2010-12-09.
- ↑ http://www.bbc.co.uk/newsbeat/11633685 Newsbeat 27-10-10
- ↑ http://www.belfasttelegraph.co.uk/entertainment/news/take-that-progress-on-album-date-14988571.html
- ↑ http://www.bbc.co.uk/newsbeat/11633685
- ↑ http://www.bbc.co.uk/newsbeat/11633685 BBC Newsbeat
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-01-27. ციტირების თარიღი: 2010-12-09.
- ↑ http://www.misformusic.com/2010/11/take-thats-progress-biggest-pre-ordered-album-of-the-year/[მკვდარი ბმული]
- ↑ http://www.digitalspy.co.uk/music/news/a288057/take-that-lp-posts-huge-sales.html დაარქივებული 2012-10-22 საიტზე Wayback Machine. Digital Spy 16-11-10
- ↑ http://www.thesun.co.uk/sol/homepage/showbiz/bizarre/3230319/Take-That-shatter-sales-records.html Gordon Smart 16-11-10
- ↑ http://uk.news.yahoo.com/22/20101121/tuk-uk-britain-music-charts-fa6b408.html Yahoo 21-11-10
- ↑ Goldberg, Alex. (28 ნოემბერი 2010) Music - News - Take That hold top album chart spot - Digital Spy. Digital Spy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 ოქტომბერი 2012. ციტირების თარიღი: 5 დეკემბერი 2010.
- ↑ http://www.buzzjack.com/forums/index.php?showtopic=122316
- ↑ Williams, პოლ. (9 დეკემბერი 2010) Take That Progress to 1m sales. Music Week. ციტირების თარიღი: 9 დეკემბერი 2010.
- ↑ http://www.irma.ie/aucharts.asp#albums დაარქივებული 2014-11-29 საიტზე Wayback Machine. IRMA chart show 19-11-10
- ↑ http://www.theofficialcharts.com/regional-charts/
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-01-15. ციტირების თარიღი: 2011-01-14.
- ↑ 21.0 21.1 ერლეუაინი, სტივენ თომას. Progress - Take That | AllMusic. AllMusic. ციტირების თარიღი: 26 ნოემბერი 2010.
- ↑ 22.0 22.1 Gill, Jaime. (8 ნოემბერი 2010) BBC - Music - Review of Take That - Progress. BBC Music. ციტირების თარიღი: 14 ნოემბერი 2010.
- ↑ 23.0 23.1 Thrills, Adrian. (12 ნოემბერი 2010) Robbie Williams relights the fire with Take That | Mail Online. Daily Mail. ციტირების თარიღი: 14 ნოემბერი 2010.
- ↑ Mulligan, Jenny. (11 ნოემბერი 2010) Take That - Progress. Review by Jenny Mulligan. Entertainment.ie. Entertainment.ie. ციტირების თარიღი: 11 იანვარი 2011.
- ↑ Aizlewood, ჯონ. (12 ნოემბერი 2010) CDs of the week: Take That pull off a masterstroke. Evening Standard. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-11-16. ციტირების თარიღი: 14 ნოემბერი 2010.
- ↑ 26.0 26.1 Gage, Simon. (12 ნოემბერი 2010) Express.co.uk - Home of the Daily and Sunday Express | Music :: Album review - Take That: Progress (Polydor). The Express. ციტირების თარიღი: 14 ნოემბერი 2010.
- ↑ 27.0 27.1 Sullivan, Caroline. (11 ნოემბერი 2010) Take That: Progress | CD review | Music | The Guardian. The Express. ციტირების თარიღი: 14 ნოემბერი 2010.
- ↑ 28.0 28.1 Gill, ენდი. (12 ნოემბერი 2010) Take That, Progress (Polydor) - Reviews, Music - The Independent. The Independent. ციტირების თარიღი: 14 ნოემბერი 2010.
- ↑ Reviews of Progress by Take That, collected by Any Decent Music. Any Decent Music. ციტირების თარიღი: 14 ნოემბერი 2010.
- ↑ 30.0 30.1 Fear, ბობ. (2 ნოემბერი 2010) Take That Progress album review - Reviews - Music - Virgin. Virgin Media. ციტირების თარიღი: 14 ნოემბერი 2010.
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-09-13. ციტირების თარიღი: 2010-12-13.
- ↑ Gennoe, დენ. (12 ნოემბერი 2010) Take That - ‘Progress’ - Album Reviews. Yahoo! Music UK. ციტირების თარიღი: 14 ნოემბერი 2010.
- ↑ Turner, Luke. (29 ნოემბერი 2010) Take That - Album Review: Take That, 'Progress' (Polydor) - Album Reviews - NME.COM. NME. ციტირების თარიღი: 4 დეკემბერი 2010.
- ↑ მაკ-კორმიკი, ნილ. (12 ნოემბერი 2010) Take That: Progress, CD review - Telegraph. The Daily Telegraph. ციტირების თარიღი: 4 დეკემბერი 2010.
- ↑ http://twitter.com/takethat/status/499797186318336
- ↑ http://www.digitalspy.co.uk/tv/news/a284175/itv1-to-screen-take-that-documentary.html დაარქივებული 2012-10-22 საიტზე Wayback Machine. Paul Millar Digital Spy 26-10-10
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-09-13. ციტირების თარიღი: 2010-12-13.
- ↑ Progress tracklisting revealed - Take That Official Site. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-16. ციტირების თარიღი: 2011-01-14.
- ↑ http://itunes.apple.com/gb/preorder/progress/id399679804
- ↑ Take That: Progress (2010): CD: amazon.de
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-22. ციტირების თარიღი: 2010-12-09.
- ↑ Progress【CD】-Take That|Popular Rock|Rock & Pop|Music|HMV ONLINE Online Shopping & Information Site
- ↑ Take That: Progress (ბრაზილიაში გამოცემის თარიღი). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-09-04. ციტირების თარიღი: 2010-12-09.
- ↑ "Take That – Progress". Australiancharts.com. Hung Medien.
- ↑ "Take That - Progress" (გერმანულად). Austriancharts.at. Hung Medien.
- ↑ "Take That – Progress" (ჰოლანდიურად). Ultratop.be. Hung Medien.
- ↑ "Take That – Progress" (ფრანგულად). Ultratop.be. Hung Medien.
- ↑ Ideoskop doo. Top of the Shops - službena tjedna lista prodanih albuma u Hrvatskoj. hdu-toplista.com.
- ↑ TOP50 Prodejní Czech. IFPI Czech Republic. ციტირების თარიღი: 3 დეკემბერი 2010.
- ↑ "Take That – Progress". Danishcharts.com. Hung Medien.
- ↑ „Dutchcharts.nl – Take That – Progress“ (ჰოლანდიურად). Hung Medien.
- ↑ Sexton, პოლ. (3 დეკემბერი 2010) Take That Surges To Euro Albums Chart Summit. Billboard. ციტირების თარიღი: 3 დეკემბერი 2010.
- ↑ "Take That: Progress" (ფინურად). Musiikkituottajat – IFPI ფინეთი.
- ↑ "Take That – Progress". Lescharts.com. Hung Medien.
- ↑ "Longplay-Chartverfolgung at Musicline" (გერმანულად). Musicline.de. Media Control.
- ↑ greekcharts.com – Take That – Progress. IFPI Greece. Hung Medien. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-09-13. ციტირების თარიღი: 8 დეკემბერი 2010.
- ↑ "GFK Chart-Track". Chart-Track.co.uk. GFK Chart-Track. IRMA.
- ↑ "Take That – Progress". Italiancharts.com. Hung Medien.
- ↑ Chart Track. Oricon. ციტირების თარიღი: 1 დეკემბერი 2010.
- ↑ lista.vg.no Norwegian. VG-lista. Verdens Gang AS. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-09-13. ციტირების თარიღი: 2010-12-09.
- ↑ Take That – Progress. portuguesecharts.com.
- ↑ Top 40 Scottish Albums Archive: 25th December 2010. theofficialcharts.com. ციტირების თარიღი: 27 December 2010.
- ↑ Slovenian Album Chart. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-05-03. ციტირების თარიღი: 29 მაისი 2011.
- ↑ Korean Chart info (in Korean)
- ↑ spanishcharts.com – Take That – Progress. 'PROMUSICAE'. Hung Medien. ციტირების თარიღი: 4 დეკემბერი 2010.
- ↑ swedishcharts.com – Take That – Progress. Sverigetopplistan. Hung Medien. ციტირების თარიღი: 3 დეკემბერი 2010.
- ↑ Take That – Progress – hitparade.ch გერმანული. Swiss Music Charts. Hung Medien. ციტირების თარიღი: 1 დეკემბერი 2010.
- ↑ Western Weekly Top 20, Week 48, 2010 Chinese. G-Music.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-05. ციტირების თარიღი: 12 ივნისი 2016.
- ↑ Top 40 Official UK Albums Archive: 25th December 2010. theofficialcharts.com. ციტირების თარიღი: 27 December 2010.
- ↑ Top 40 UK Album Downloads Archive: 27th ნოემბერი 2010. theofficialcharts.com. ციტირების თარიღი: 27 სექტემბერი 2011.
- ↑ Album 2010 Top-100 Danish. 'დანიის ალბომების ჩარტი'. Nielsen Music Control (2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-01-29. ციტირების თარიღი: 2017-06-28.
- ↑ Jaaroverzichten – Albums 2010 ჰოლანდიურად. dutchcharts.nl.
- ↑ [1] დაარქივებული 7 January 2011 საიტზე Wayback Machine.
- ↑ Best of 2010: Top 20 Albums. IRMA.
- ↑ As presented by Scott Mills on 26 დეკემბერი 2010 on BBC Radio 1, revealing The Official Chart of the Year 2010 in Scotland.
- ↑ Schweizer Jahreshitparade 2010 გერმანული. hitparade.ch.
- ↑ As presented by Scott Mills on 26 დეკემბერი 2010 on BBC Radio 1, revealing The Official Chart of the Year 2010 in the UK.
- ↑ Top 50 Global Best Selling Albums for 2010. International Federation of the Phonographic Industry. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 აგვისტო 2011. ციტირების თარიღი: 7 აგვისტო 2011.
- ↑ 79.0 79.1 Album-Top 100. Hitlisten.NU. IFPI Denmark. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-23. ციტირების თარიღი: 23 იანვარი 2012.
- ↑ Die MTV.de Jahrescharts 2011!. MTV.de. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-12. ციტირების თარიღი: 2017-06-28.
- ↑ Classifiche annuali Fimi-GfK: Vasco Rossi con "Vivere o Niente" e' stato l'album più venduto nel 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 მარტი 2012. ციტირების თარიღი: 28 იანვარი 2012.
- ↑ Schweizer Jahreshitparade 2011 გერმანული. hitparade.ch.
- ↑ The Top 20 biggest selling albums of 2011 revealed!. The Official Charts (2 იანვარი 2012).
- ↑ Austrian album certifications – Take That – Progress გერმანულად. IFPI ავსტრია. შეიყვანეთ Take That ველში Interpret. შეიყვანეთ Progress ველში Titel. აირჩიეთ album ველში Format. დააწკაპუნეთ ღილაკზე Suchen
- ↑ Danish album certifications – Take That – Progress. IFPI დანია.
- ↑ ოქროს/პლატინის მონაცემთა ბაზა (Take That; 'Progress') გერმანულად. ფედერალური მუსიკალური ინდუსტრიის ასოციაცია.
- ↑ Irish album certifications – Take That – Progress. ირლანდიის ჩანაწერების ასოციაცია.
- ↑ Italian album certifications – Take That – Progress იტალიურად (PDF). იტალიის მუსიკალური ინდუსტრიის ფედერაცია.
- ↑ Dutch album certifications – Take That – Progress ჰოლანდიურად. ჰოლანდიის გამოსახულების და მუსიკალური მატარებლების პროდიუსერების და იმპორტიორების ასოციაცია.
- ↑ ოქროს და პლატინის სერტიფიცირება - 2013 შვედურად (PDF). IFPI შვედეთი.
- ↑ ოფიციალური შვეიცარიული ჩარტების და მუსიკის საზოგადოება: ჯილდოები (Take That; 'Progress'). Hung Medien.
- ↑ Eames, ტომ. (29 იანვარი 2016) Take That: All 8 albums ranked from worst to best. Digital Spy. ციტირების თარიღი: 31 იანვარი 2016.
- ↑ British album certifications – Take That – Progress. ბრიტანეთის ფონოგრამების მწარმოებლების ასოციაცია. შეიყვანეთ Progress ველში Search. აირჩიეთ Title ველში Search by. შეიყვანეთ album ველში By Format. დააწკაპუნეთ ღილაკზე Go
- ↑ IFPI - ევროპის პლატინის ჯილდოები – 2010. ფონოგრამების ინდუსტრიის საერთაშორისო ფედერაცია.
- ↑ Progress (liner notes). Take That. Polydor. 2010.