რობი უილიამსი
რობი უილიამსი, დაბადებისას — რობერტ პიტერ მაქსიმილიან უილიამსი (Robert Peter Maximilian Williams; დ. 13 თებერვალი, 1974, სტოკ-ონ-ტრენტი, გაერთიანებული სამეფო) — ინგლისელი მომღერალი, სიმღერების ავტორი და მსახიობი. 1990-1995 და 2009-2012 წლებში იყო პოპ-ჯგუფ Take That-ის წევრი. აგრეთვე წარმატებულია, როგორც სოლო შემსრულებელი.
რობი უილიამსი | |
---|---|
უილიამსი 2018 წელს. | |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | რობერტ პიტერ უილიამსი |
დაბ. თარიღი | 13 თებერვალი, 1974 |
დაბ. ადგილი | სტოკ-ონ-ტრენტი, სტეფორდშირი, ინგლისი |
ჟანრ(ებ)ი |
|
საქმიანობა |
|
ინსტრუმენტ(ებ)ი |
|
აქტიური | 1990–დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი | |
ხელმოწერა | |
საიტი | robbiewilliams.com |
რობი უილიამსი ვიკისაწყობში |
უილიამსის წარმატება მოჰყვა Take That-ის 1990-იანების დასაწყისში პოპულარობას. მენეჯმენტთან და ჯგუფის წევრებთან უთანხმოებების გამო, მან კოლექტივი 1995 წელს დატოვა და დაიწყო წარმატებული სოლო კარიერა, რომლის ფარგლებში, მისი პირველი სოლო ალბომიდან ყოველი მოხვდა ბრიტანეთის ჩარტის პირველ პოზიციაზე. შვიდი სინგლი რობის კარიერაში გახდა #1 და წარმატებული იყო ევროპაში.[1] 2010 წელს იგი დაუბრუნდა Take That-ს. ჯგუფთან ერთად გამოცემული ახალი ალბომი ბრიტანეთის ისტორიაში რიგით მეორე ყველაზე სწრაფად გაყიდვადი იყო და საუკუნის ყველაზე გაყიდვადიც.[2] მოგვიანებით მან ჯგუფი მეორედ დატოვა, თუმცა არ გამორიცხა მასში მომავალში დაბრუნება.[3]
მსოფლიო მასშტაბით გაყიდულია რობის 75 მილიონზე მეტი ჩანაწერი, რითაც იგი ყველა დროის ერთ-ერთი გაყიდვადი შემსრულებელია.[4] იგი აგრეთვე ბრიტანეთის ყველაზე გაყიდვადი და ლათინურ ამერიკაში ყველაზე გაყიდვადი უცხო შემსრულებელია. ბრიტანეთში მისი ექვსი ალბომი მოხვდა ყველა დროის 100 გაყიდვადი ალბომების სიაში, ხოლო 2006 წელს მან ტურნეს Close Encounters Tour 1.6 მილიონი ბილეთი ერთ დღეში გაყიდა და გინესის რეკორდსმენი გახდა.[5]
რობი არის 17 Brit-ის, რვა გერმანული ECHO-ს და MTV ევროპის მუსიკალური 3 ჯილდოს მფლობელი. 2004 წელს უილიამსი შეიყვანეს ბრიტანეთის მუსიკის დიდების დარბაზში, როგორც „1990-იანების უდიდესი შემსრულებელი“ (გამოკითხვის საფუძველზე). მისი მეუღლეა ეიდა ფილდი.
ბრიტანეთის ხმისჩამწერი ინდუსტრიის თანახმად, ქვეყანაში რობის, როგორც სოლო შემსრულებელს, გაყიდული აქვს 18,9 მილიონი ალბომი და 5,4 მილიონი სინგლი.[6] 2000-2010 წლებში იგი იკავებდა რადიოეთერში მოხვედრილი სიმღერების ჩარტების პირველ პოზიციებს. 2014 წელს მშობლიურ ქალაქში ქუჩებს მისი სახელი დაერქვა და ტურისტებისთვის გაიხსნა მასთან დაკავშირებული სპეციალური მარშრუტი.
დისკოგრაფია
რედაქტირება- სტუდიური ალბომები
- Life Thru a Lens (1997)
- I've Been Expecting You (1998)
- Sing When You're Winning (2000)
- Swing When You're Winning (2001)
- Escapology (2002)
- Intensive Care (2005)
- Rudebox (2006)
- Reality Killed the Video Star (2009)
- Take the Crown (2012)
- Swings Both Ways (2013)
- The Heavy Entertainment Show (2016)
- The Christmas Present (2019)
- აგრეთვე
- Under the Radar Vol. 1 (2014)
- Under the Radar Vol. 2 (2017)
- Under the Radar Vol. 3 (2019)
- სტუდიური ალბომები Take That-ში
- Take That & Party (1992)
- Everything Changes (1993)
- Nobody Else (1995)
- Progress (2010)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „რობი უილიამსი“ ვიკისაწყობში.
- ოფიციალური საიტი
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Robbie Williams Profile. Top40.about.com (13 February 1974). დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 ოქტომბერი 2013. ციტირების თარიღი: 17 September 2013.
- ↑ Digital Spy 16 November 2010. Digital Spy (16 November 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 ოქტომბერი 2012. ციტირების თარიღი: 2 October 2011.
- ↑ [1]თარგი:Nonspecific
- ↑ Price, Richard (14 May 2015). „The wife who's even WILDER than Robbie Williams“. Daily Mail. London. ციტირების თარიღი: 22 August 2015.
- ↑ Robbie Williams, lanzará nuevo album en noviembre. Universal Music Magazine. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 დეკემბერი 2013. ციტირების თარიღი: 24 April 2014.
- ↑ Certified Awards. Bpi.co.uk. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 თებერვალი 2013. ციტირების თარიღი: 24 April 2014.