Ultravox
Ultravox — ბრიტანული ჯგუფი, რომელიც ასრულებს ახალი ტალღის ჟანრის მუსიკას. იგი ითვლება ბრიტანული ელექტრონული მუსიკალური მოძრაობის პიონერად. ძირითადად მის სახელს უკავშირებენ ახალი რომანტიკისა და ახალი ტალღის მუსიკალურ სტილისტიკას.
Ultravox | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
წარმოშობა | ლონდონი, ინგლისი |
ჟანრ(ებ)ი |
ახალი ტალღა სინთპოპი პოსტ-პანკი ახალი რომანტიკა |
აქტიური |
1973–1988 1992–1996 2008–დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი |
Island Records Chrysalis Records EMI Polygram |
წევრები |
მიჯ იური კრის კროსი ბილი კერი უორენ კენი |
ყოფილი წევრები |
ჯონ ფოქსი სტივი შირსი რობინ საიმონი მარკ ბრჟეჟიცკი ტონი ფენელი სემ ბლუ ვინი ბერნსი ტონი ჰოლმსი გერი უილიამსი |
საიტი | ultravox.org.uk |
Ultravox ვიკისაწყობში |
1979 წლამდე ჯგუფის ლიდერი იყო ჯონ ფოქსი, რომელმაც მოგვიანებით კოლექტივი სოლო-კარიერის გამო დატოვა. ამის შემდეგ მას სათავეში მიჯ იური ჩაუდგა და ჯგუფმა სწორედ მისი ლიდერობისას მიაღწია კომერციულ წარმატებას. იგი Ultravox-იდან 1987 წელს წავიდა, ასევე სოლო-კარიერის გამო. ახალი შემადგენლობა, ჩამოყალიბებული 1992 წელს, ბილი კერის ლიდერობით, წარუმატებელი აღმოჩნდა.
კერის, კროსის, კენისა და იურის ოთხეული გაერთიანდა 2008 წელს, რასაც თან ახლდა საკონცერტო გამოსვლები.
დისკოგრაფია
რედაქტირება- სტუდიური ალბომები
- Ultravox! (1977) (ჯგუფის სახელწოდება იყო Ultravox!)
- Ha!-Ha!-Ha! (1977) (as Ultravox!)
- Systems of Romance (1978)
- Vienna (1980)
- Rage in Eden (1981)
- Quartet (1982)
- Lament (1984)
- U-Vox (1986)
- Revelation (1993)
- Ingenuity (1994)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Ultravox დაარქივებული 2012-04-03 საიტზე Wayback Machine. საიტზე WorldMusicDatabase
- Ultravox დაარქივებული 2009-05-08 საიტზე Wayback Machine. როლინგ სტოუნის საიტზე