ნირვანა (ჯგუფი)
ნირვანა (Nirvana) — ამერიკული როკ-ჯგუფი, რომელიც დაარსდა აბერდინში, ვაშინგტონი, კურტ კობეინის და კრისტ ნოვოსელიჩის მიერ. ჯგუფში რამდენიმე დრამერი შეიცვალა და ყველაზე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მასში დეივ გროლი უკრავდა, რომელიც 1990 წელს შეუერთდა. მიუხედავად იმისა, რომ ნირვანამ შვიდწლიანი არსებობისას მხოლოდ სამი სტუდიური ალბომი ჩაწერა, იგი ითვლება თანამედროვეობის ერთ-ერთ გავლენიან და მნიშვნელოვან როკ-ჯგუფად.
ნირვანა | |
---|---|
ნირვანა სცენაზე, 1992 წლის ფოტო, მარცხნიდან მარჯვნივ, კრისტ ნოვოსელიჩი და კურტ კობეინი | |
ბიოგრაფია | |
წარმოშობა | აბერდინი, ვაშინგტონი, აშშ |
ჟანრ(ებ)ი | |
აქტიური | 1987–1994 |
ლეიბლ(ებ)ი | |
ყოფილი წევრები | იხ. ჯგუფის სხვა წევრების სია |
საიტი | nirvana.com |
ნირვანა ვიკისაწყობში |
ნირვანა 1980-იანი წლების მეორე ნახევარში სიეტლის გრანჟული სცენის სიმბოლოდ ჩამოყალიბდა, როდესაც დამოუკიდებელ ლეიბლ Sub Pop-ზე 1989 წელს გამოსცა სადებიუტო ალბომი Bleach. შემდგომში ჯგუფმა ჩამოაყალიბა ჟღერადობა, აგებული დინამიურ კონტრასტებზე, მშვიდად ნამღერ სტროფებსა და ხმამაღალ მისამღერებზე. DGC Records-თან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ მას მოულოდნელი წარმატება ეწვია სიმღერით „Smells Like Teen Spirit“, პირველი სინგლით 1991 წლის Nevermind-იდან. მოულოდნელმა წარმატებამ ალტერნატიული როკის პოპულარობის მატება გამოიწვია, ხოლო ჯგუფის ლიდერ კობეინს მედიაში „თაობის წარმომადგენელს“ უწოდებდნენ. ნირვანას ამასთან, თაობა იქსის სიმბოლოდ თვლიდნენ.[1] პასუხად ამაზე, მესამე ალბომი, In Utero (1993), შეიცავდა დაუმუშავებელ, ნაკლებად მეინსტრიმულ ჟღერადობას და დააფიქრა ჯგუფის მსმენელები. მისი ასლების გაყიდულმა რაოდენობამ წინა ალბომის წარმატება ვერ გაიმეორა, მაგრამ კომერციულად წარმატებული აღმოჩნდა და კრიტიკოსების მიერ იქნა აღიარებული.
ნირვანას არსებობა შეწყდა კურტ კობეინის გარდაცვალებასთან ერთად, 1994 წელს, მაგრამ მას შემდეგ გამოვიდა რამდენიმე ჩანაწერი, რომელიც შეადგინეს ნოვოსელიჩმა, გროლმა და კორტნი ლავმა, კობეინის ქვრივმა. თავისი დებიუტიდან მოყოლებული, ნირვანამ მხოლოდ აშშ-ში 25 მილიონზე მეტი, ხოლო მსოფლიოში - 75 მილიონზე მეტი ჩანაწერი გაყიდა და იქცა ყველა დროის ერთ-ერთ გაყიდვად ჯგუფად.[2][3] 2014 წელს იგი შეყვანილი იქნა როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში.
ისტორია
რედაქტირებაშექმნა და ადრეული წლები (1987–1988)
რედაქტირებაკობეინმა და ნოვოსელიჩმა ერთმანეთი გაიცნეს აბერდინის სკოლაში, თუმცა, რამე კავშირი, კობეინის თანახმად, არ ჰქონიათ.[4] შემდგომში ისინი დამეგობრდნენ Melvins-ის რეპეტიციებზე შეხვედრისას.[5] კობეინს ნოვოსელიჩთან სურდა ჯგუფის ჩამოყალიბება, მაგრამ უკანასკნელს მასთან ამის შესახებ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში არც უსაუბრია. ჯგუფის ჩამოსაყალიბებლად მის დასათანხმებლად კობეინმა მოასმენინა საკუთარი წინა პროექტ Fecal Matter-ის დემო. საბოლოოდ, გაცნობიდან სამი წლის შემდეგ ნოვოსელიჩმა კურტს ამცნო, რომ დემო მოისმინა და შესთავაზა ჯგუფის შექმნა. დასარტყმელი საკრავებზე მათ ბობ მაკფედენი შეუერთდა, თუმცა ერთი თვის თავზე პროექტი დაიშალა.[6] 1987 წლის დასაწყისში დრამერის ადგილი ააროკ ბერკჰარდმა დაიკავა.[7] ისინი უკრავდნენ Fecal Matter-ის დემოების ახალ ვერსიებს, თუმცა ჩამოყალიბების შემდეგ დაიწყეს საკუთარი მასალის შექმნაც.[8]
თავდაპირველად კოლექტივმა რამდენიმე სახელწოდება შეიცვალა - Skid Row-დან Fecal Matter-ის და Ted Ed Fred-ის ჩათვლით. Nirvana, როგორც კობეინი იხსენებდა, აირჩიეს, ვინაიდან „მსურდა სახელწოდება, რომელიც იყო მშვენიერი და არა უხეში პანკ-სახელწოდება, როგორიც Angry Samoans იყო“.[9] ნოვოსელიჩი და კობეინი ტაკომაში და ვაშინგტონში გადასახლდნენ და ბერკჰარდთან კავშირი დაკარგეს. შემდგომში რეპეტიციებს გადიოდნენ დეილ კროვერთან (Melvins) ერთად, ნირვანას სახით კი პირველი დემოები 1988 წლის იანვარში ჩაწერეს.[10] 1988 წლის დასაწყისში კროვერი სან-ფრანცისკოში გადასახლდა, მაგრამ სხვებს ურჩია დევიდ ფოსტერის ჯგუფში ჩართვა.[11] უკანასკნელის ნირვანაში წევრობა რამდენიმე თვეს გაგრძელდა - მას შემდეგ, რაც ციხეში მოხვდა, იგი კვლავ ბერკჰარდმა ჩაანაცვლა, მაგრამ დიდ ხანს არ დარჩენილა - მას შემდეგ, რაც ერთხელ კობეინს უთხრა, რომ ნაბახუსევზე იყო და არ შეეძლო დაკვრა.[12] კობეინმა და ნოვოსელიჩმა სიეტლურ გამოცემაში The Rocket გამოაქვეყნეს განცხადება, რომ ეძებდნენ ახალ დრამერს, თუმცა ყველა პოტენციური მონაწილე, რომელიც მათ გამოეხმაურა, არადამაკმაყოფილებელი იყო. ამასობაში საერთო მეგობარმა მათ გააცნო ჩედ ჩენინგი და მათ ერთობლივი რეპეტიციები დაიწყეს. მიუხედავად იმისა, რომ სიამოვნებით უკრავდა მათთან, როგორც თავად იხსენებდა, სხვებს არ უთქვამთ, რომ მიღებული იყო. იმავე წლის მაისში იგი ნირვანასთან ერთად პირველ კონცერტზე გამოვიდა.[13]
ადრეული გამოცემები (1988–1990)
რედაქტირებაჯგუფის პირველი სინგლი იყო Shocking Blue-ს „Love Buzz“-ის ვერსია, რომელიც 1988 წლის ნოემბერშიი სიეტლურ დამოუკიდებელ ლეიბლ Sub Pop-ზე გამოვიდა.[14] პირველი ინტერვიუ მათგან ჯონ რობმა Sounds-ისთვის აიღო. იმავე გამოცემაში სინგლი აღნიშნული იყო, როგორც კვირის გამოცემა. შემდეგ თვეში ჯგუფმა დაიწყო სადებიუტო Bleach-ის ჩაწერა, ადგილობრივ პროდიუსერ ჯეკ ენდინოსთან ერთად.[15] Bleach შთაგონებული იყო Melvins-ის და Mudhoney-ს, 1980-იანების პანკ-როკის და Black Sabbath-ის 1970-იანების მძიმე მეტალის ჟღერადობით. ნოვოსელიჩი 2001 წელს Rolling Stone-თან საუბრისას იხსენებდა, რომ ტურნეს დროს ჯგუფი საკუთარ ავტობუსში უსმენდა კასეტას, რომლის ერთ მხარეზე ჩაწერილი იყო The Smithereens-ის, ხოლო მეორე მხარეზე – ექსტრიმ-მეტალ ჯგუფ Celtic Frost-ის სიმღერები და, შესაძლოა, ამ კომბინაციამ ასევე ითამაშა როლი.[16] Bleach-ის ბიუჯეტი, რომელიც თავად ალბომის გარეკანზე აღინიშნა, როგორც 606.17 აშშ დოლარი, მომდინარეობდა ჯეისონ ევერმენისგან, რომელიც მოგვიანებით ნირვანას მეორე გიტარისტის სახით შეუერთდა. მიუხედავად იმისა, რომ ალბომზე არ დაუკრავს, იგი მითითებულია ანოტაციებში, ვინაიდან, როგორც ნოვოსელიჩი ამბობდა, „ჯგუფში უფრო შინაური ატმოსფერო შეუქმნეს“.[17] ალბომის გამოცემამდე ნირვანამ Sub Pop-ისგან მოითხოვა კონტრაქტის გახანგრძლივება და, საბოლოოდ, იყო პირველი ჯგუფი ამ ლეიბლზე, რომელსაც ასეთი პრიორიტეტი მიენიჭა.[18]
Bleach-ის 1989 წლის ივნისში გამოცემის შემდეგ ჯგუფმა პირველი ამერიკული ტურნე დაიწყო[19], ხოლო ალბომის კოლეჯების რადიოსადგურების ფავორიტად იქცა.[20] გამომდინარე ევერმენსა და ჯგუფის სხვა წევრებს შორის მზარდი უთანხმოებებიდან, რამდენიმე პირველი კონცერტი გააუქმეს და დაბრუნდნენ ვაშინგტონში. ევერმენისთვის არავის უთქვამს მისი ჯგუფიდან გაშვების შესახებ, თუმცა იგი მოგვიანებით ამბობდა, რომ ნირვანა თავად დატოვა.[21] მიუხედავად იმისა, რომ ალბომის გამოცემას არ მოჰყოლია მასშტაბური პრომოკამპანია, იგი მაინც წარმატებული იყო[22] და თავდაპირველად 40 000 ასლის სახით გაიყიდა.[23] თუმცა, კობეინს არ მოსწონდა, რომ ლეიბლი თავს იკავებდა ალბომის რეკლამისგან.[22] 1989 წლის ბოლოს ნირვანამ სტივ ფისკთან ერთად ჩაწერა EP Blew.[24]
ჯონ რობთან 1989 წლის ინტერვიუში კობეინმა აღნიშნა, რომ ჯგუფის მუსიკა იცვლებოდა: „ადრეული სიმღერები ძალიან აგრესიულია...მაგრამ დრო გადის და სიმღერები უფრო მეტად მსუბუქი ხდება, ვინაიდან მეც სულ უფრო მეტად ბედნიერი ვარ. ამჟამად ეს სიმღერები ეხება ურთიერთობაში უთანხმოებებს და სხვა ადამიანებთან ემოციურ საკითხებს.“[25] 1990 წლის აპრილში ბუტჩ ვიგის თანაშემწეობით დაიწყეს მუშაობად მედისონში, Smart Studios-ში.[26] ხმისჩამწერი სესიების დროს ნოვოსელიჩს და კობეინს არ მოსწონდათ ჩენინგის შესრულების ხარისხი, უკანასკნელმა კი გამოხატა უკმაყოფილება, რომ სიმღერების შექმნაში მონაწილეობის საშუალებას არ აძლევდნენ. იმავე პერიოდში სტუდიიდან გაჟონეს ბუტლეგურმა ჩანაწერებმა ვიგთან ერთად შექმნილი დემოებით, რამაც უფრო წამყვანი ლეიბლების ყურადღება მიიქცია. ჩენინგმა კოლექტივი დატოვა [27] ივლისში ჩაიწერა სინგლი „Sliver“, Mudhoney-ს დრამერ დენ პიტერსის მონაწილეობით.[28] აგვისტოში შვიდი კონცერტის გასამართად ნირვანას დროებით შეუერთდა დეილ კროვერი - ტურნეს ფარგლებში ისინი Sonic Youth-თან ერთად გამოდიოდნენ.[29]
1990 წლის სექტემბერში ბაზ ოსბორნის მეშვეობით ნირვანამ გაიცნო დეივ გროლი, რომელიც ვაშინგტონური ჰარდკორ-პანკ ჯგუფ Scream-ის მოულოდნელი დაშლის შემდეგ ახალ კოლექტივს ეძებდა.[30] სიეტლში ჩასვლიდან რამდენიმე დღის შემდეგ ნოვოსელიჩმა და კობეინმა იგი მოისმინეს, პირველმა კი მოგვიანებით აღნიშნა: „ორ წუთში მივხვდით, რომ ასეთი დრამერი გვჭირდებოდა“.[31] გროლი Q-სთან ინტერვიუში ამბობდა: „Bleach-ის გარეკანის გამო, გიჟებივით გამოიყურებოდნენ...მე ვფიქრობდი „რაო, ეს პატარა ტიპი და ის დიდი? ნუ მაცინებთ“. მეცინებოდა, ვფიქრობდი „გამორიცხულია“.“[32]
წარმატება (1991–1994)
რედაქტირებაNevermind და Incesticide (1991–1992)
რედაქტირებაუკმაყოფილომ Sub Pop-ით და Smart Studios-ის მხრიდან დაინტერესებით, ნირვანამ სცადა წამყვან ლეიბლთან კონტრაქტის მოპოვება, ვინაიდან დამოუკიდებელი ლეიბლი მათ კონტრაქტს ვერ გამოისყიდიდა.[33] კიმ გორდონის (Sonic Youth) რჩევით იგი 1990 წელს DGC Records-ის კლიენტი გახდა.[34] ნირვანამ დაიწყო მომავალ ალბომ Nevermind-ზე მუშაობა. მას რამდენიმე პროდიუსერი შესთავაზეს, მაგრამ კვლავ ბუტჩ ვიგი აირჩია.[35] თუმცა, მედისონში არსებული სტუდიის სანაცვლოდ, მათ აირჩიეს ლოს-ანჯელესის Sound City Studios. ორი თვის განმავლობაში მუშაობისას აგრეთვე ჩაიწერეს „In Bloom“ და „Breed“, რომლებიც მანამდე წლების განმავლობაში კონცერტებზე სრულდებოდა, თუმცა „On a Plain-ისა“ და „Stay Away-ს“ ტექსტები მხოლოდ სესიების შუა პერიოდში შეიქმნა.[36] მოგვიანებით ვიგი ნირვანასთან ერთად ალბომის ხმის მიქსზე მუშაობდა, თუმცა ამ დროისთვის ისინი უკვე ჩამორჩნენ დაგეგმილ გრაფიკს და საბოლოო მიქსებიც არ იყო დამაკმაყოფილებელი. სლეიერის ხმის რეჟისორი ენდი უოლესი პროცესს შეუერთდა, მაგრამ ჯგუფის წევრებს არ მოეწონათ სრულყოფილი ჟღერადობა, რომელიც მან ალბომს მიანიჭა.[37] 1992 წლის იანვარში მათ Nevermind-ის ორი სიმღერა, „Smells Like Teen Spirit“ და „Territorial Pissings“ Saturday Night Live-ის ეთერში შეასრულეს.
DGC Records-ს იმედი ჰქონდა, რომ ალბომის 250 000 ასლს გაყიდდა - რაც Sonic Youth-ის Goo-ს შემთხვევაში წარმატებით მოხდა.[38] თუმცა, „Smells Like Teen Spirit-მა“, ალბომის პირველმა სინგლმა, უმალვე წარმატება შეიძინა, ნაწილობრივ - MTV-ზე მისი ვიდეოს ეთერში ხშირად გამოჩენის გამო. 1991 წელს ევროპაში ტურნეს გამართვის დროს გაირკვა, რომ კონცერტებზე მოთხოვნა გადაჭარბებული იყო, სატელევიზიო გუნდები ტექნიკით ყველა კონცერტს ესწრებოდნენ, ხოლო „Smells Like Teen Spirit“ თითქმის მუდმივად იკავებდა რადიო და ტელეეთერს.[39] 1991 წლის შობისთვის აშშ-ში Nevermind კვირაში 400 000 ასლის სახით იყიდებოდა.[40] 1992 წლის იანვარშ მან მაიკლ ჯექსონის Dangerous ჩაანაცვლა Billboard-ის ჩარტების პირველ ადგილზე და სხვა ქვეყნების ჩარტებსაც ლიდერობდა.[41] მისი პირველ ადგილ მოხვედრის პერიოდში Billboard წერდა, რომ „ნირვანა ის იშვიათი ჯგუფია, რომელსაც აქვს ყველაფერი: კრიტიკოსების აღიარება, რეპუტაცია ინდუსტრიაში, პოპულარული რადიოების კეთილგანწყობა და კოლეჯური და ალტერნატიული სცენის მსმენელები“.[42] შემდგომში აშშ-ში დისკი შვიდ მილიონზე[43], ხოლო მსოფლიოში - 30 მილიონზე მეტი ასლის სახით გაიყიდა.[44]
ასახელებდა რა მიზეზად დაღლილობას, ნირვანამ გადაწყვიტა, აღარ გაემართა კიდევ ერთი ამერიკული ტურნე და მხოლოდ რამდენიმე კონცერტით შემოიფარგლა.[45] 1992 წელს კობეინმა გადაწყვიტა, შეეცვალა ჯგუფში სიმღერების ავტორობისთვის არსებული ჰონორარების პოლიტიკა (მანამდე ჰონორარები თანაბრად ნაწილდებოდა ყველა წევრს შორის), რაც უფრო ნათლად ასახავდა იმას, რომ კურტი სიმღერების ძირითადი ავტორი იყო. გროლს და ნოვოსელიჩს ამის საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდათ, მაგრამ როდესაც ლიდერმა ითხოვა, იგივე პრინციპი გავრცელებულიყო წინა ჩანაწერების სიმღერებზეც, უთანხმოებების გამო ჯგუფი კინაღამ დაიშალა. ერთკვირიანი დაძაბულობის გამო კობეინის წვლილი შემოიფარგლა ჰონორარების 75 პროცენტით, მაგრამ არასასიამოვნო განწყობა ჯგუფში შემდგომშიც სუფევდა.[46] მიუხედავად ჭორებისა, თითქოს კობეინის ჯანმრთელობის გამო ნირვანა იშლებოდა, ჯგუფი გამოვიდა ინგლისში, რედინგის 1992 წლის ფესტივალის დახურვაზე.[47] პრესა ხშირად აღნიშნავს, რომ ეს კონცერტი მათ კარიერაში ერთ-ერთი აღსანიშნავი იყო.[48][49] რამდენიმე დღის შემდეგ ისინი გამოვიდნენ MTV-ის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოებაზე. არხმა უარი განაცხადა ეთერში სიმღერის „Rape Me“ შესრულების გაშვებაზე, რის გამოც კობეინმა მისი მხოლოდ რამდენიმე აკორდი შეასრულა, შემდეგ კი „Lithium“ დაუკრეს. ნირვანამ იმ საღამოს მიიღო ორი ჯილდო - საუკეთესო ალტერნატიული ვიდეოს და საუკეთესო ახალი შემსრულებლის კატეგორიებში.[50]
DGC-ს იმედი ჰქონდა, რომ ნირვანას ახალი ალბომი გამოვიდოდა 1992 წლის ბოლოსთვის და, ვინაიდან იმედები არ გამართლდა, 1992 წლის დეკემბერში კომპილაციური Incesticide გამოსცა.[51] DGC-ს და Sub Pop-ს შორის შეთანხმებით გამოსული ეს დისკი წარმოადგენს კრებულს, რომელიც მიზნად ისახავდა სიმღერების ბუტლეგურ დისკებთან შედარებით უკეთესი ხარისხით გამოცემას.[52] Nevermind უკვე 15 თვის გამოცემული იყო, ამ დროისთვის დისკიდან "In Bloom" სინგლის სახით გამოვიდა, რის გამოც Incesticide-ის პრომოკამპანიისგან თავი შეიკავეს, თუმცა RIAA-მ კომპილაციას შემდეგი წლის თებერვალში ოქროს სტატუსი მიანიჭა.[53]
In Utero, უკანასკნელი თვეები და კობეინის გარდაცვალება (1993–1994)
რედაქტირება1993 წლის თებერვალში ნირვანამ დამოუკიდებელ ლეიბლ Touch & Go-ზე გამოსცა "Puss"/"Oh, the Guilt" - სინგლი, რომელზეც აგფრეთვე წარმოდგენილი იყო The Jesus Lizard-ს სიმღერა.[51] ამასობაში სტივ ალბინი, ცნობილი დამოუკიდებელი შემსრულებლების პროდიუსერობით, კოლექტივს შეუერთდა მესამე ალბომის ჩასაწერად. საუბრობდნენ, რომ ნირვანამ ალბინიზე არჩევანი შეაჩერა, ვინაიდან მას ჰქონდა ანდერგრაუნდულ მუსიკაზე მუშაობის გამოცდილება[54], თუმცა კობეინი ამბობდა, რომ მისი ჟღერადობა იყო სწორედ ის, რაც ნირვანას ყოველთვის სურდა - „ბუნებრივი“, სტუდიური ხრიკების გამოყენების გარეშე.[55] მინესოტაში, Pachyderm Studio-ში, იმავე წლის თებერვალში, მათ დაიწყეს დისკზე მუშაობა.[56] სესიებმა ნაყოფიერად და სწრაფად ჩაიარეს, ალბომი დაასრულეს ორ კვირაში სულ 25 000 აშშ დოლარის ბიუჯეტით.[57]
ამ სესიებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ Chicago Tribune-ში და Newsweek-ში წერდნენ, თითქოს DGC-ს არ სურდა ალბომის გამოშვება.[58] შედეგად, მსმენელებმა ჩათვალეს, რომ ჯგუფის შემოქმედებით ხედვას თავად ლეიბლი ეწინააღმდეგებოდა.[59] მიუხედავად იმისა, რომ DGC-ს მხრიდან წინააღმდეგობის შესახებ ჭორები სიმართლეს არ შეესაბამებოდა, ჯგუფი უკმაყოფილო იყო ალბინის მიქსის რამდენიმე დეტალით. მაგალითად, არ მოსწონდათ, რომ ბასის ხმა ძალიან დაბალი იყო[60], ხოლო კობეინი თვლიდა, რომ „Heart-Shaped Box“ და „All Apologies“ არ ჟღერდა „იდეალურად“.[61] R.E.M.-ის პროდიუსერი სკოტ ლიტი მათ შეუერთდა ამ ორი სიმღერის საკუთარი მიქსის მოსამზადებლად. კობეინმა ახალ ვარიანტს დაამატა ახალი ინსტრუმენტული პარტიები და ვოკალი.[62]
In Utero 1993 წლის სექტემბერში გამოსვლისთანავე მოხვდა Billboard 200-ის სათავეში.[63] Time-ის კრისტოფერ ჯონ ფერლი საკუთარ მიმოხილვაში წერდა: „მიუხედავად ალტერნატიული მუსიკის მოყვარულთა შიშისა, ნირვანა არ იქცა მეინსტრიმულად, თუმცა ამ ახალმა ალბომმა შეიძლება მეინსტრიმს უბიძგოს, ნირვანად იქცეს.“[64] In Utero აშშ-ში შემდგომში 3.5 მილიონი ასლის სახით გაიყიდა.[43] ოქტომბერში, ორწლიანი შესვენების შემდეგ, ნირვანამ დაიწყო ამერიკული ტურნე, რომელშიც Half Japanese და The Breeders შეუერთდნენ.[65] ამ ტურნეში მათ ჯგუფ Germs-ის პეტ სმირი მეორე გიტარისტის სახით ეხმარებოდა.[66] 1993 წლის ნოემბერში ნირვანამ ჩაწერა ტელესესია MTV Unplugged-ის ფარგლებში. სმირის და ჩელოისტ ლორი გოლდსტონის თანაშემწეობით ჯგუფმა თავი შეიკავა ყველაზე ცნობილი სიმღერების შესრულებისგან, რითაც ამ სერიის ტრადიცია დაარღვია - სანაცვლოდ მან ნაკლებად ცნობილი სიმღერები დაუკრა. სამ სიმღერაში მათთან ერთად გამოვიდნენ კრის და კურტ კირკვუდები (Meat Puppets).[67] 1993 წლის ნოემბერში ჯგუფი მეორედ გამოვიდა Saturday Night Live-ში და დაუკრა „Heart-Shaped Box“ და „Rape Me“.
შემდეგი წლის დასაწყისში დაიწყო ნირვანას ევროპული ტურნე. უკანასკნელი კონცერტი მიუნხენში, 1 მარტს გაიმართა. რომში, 4 მარტს, დილით, კობეინის ცოლმა, კორტნი ლავმა, საკუთარ ნომერში კურტი უგონოდ იპოვა. იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმის თქმით, კობეინი მოასულიერა ფლუნიტრაზეპამის დოზამ, ალკოჰოლთან აღრევით. ტურნეს დარჩენილი კონცერტები გააუქმეს.[68] შემდგომ კვირებში კობეინი ჰეროინის მოხმარებას დაუბრუნდა. კურტი დაითანხმეს სარეაბილიტაციო კლინიკაში გადაყვანაზე, თუმცა დაწესებულებაში ყოფნიდან ერთი კვირის თავზე იგი გადაძვრა ღობეზე და თვითმფრინავით სიეტლში დაბრუნდა. ერთი კვირის შემდეგ, 1994 წლის 8 აპრილს იგი საკუთარ სახლში იპოვეს - საკუთარ თავში იარაღიდან გასროლის შედეგად გარდაცვლილი.[69]
შემდგომი მოვლენები და გამოცემები (1994–დღემდე)
რედაქტირება1994 წლის აგვისტოში DGC-მ განაცხადა, რომ გამოსცემა ორმაგ ალბომს Verse Chorus Verse, როგორც ჯგუფის საკონცერტო მასალით, ასევე MTV Unplugged-ზე გამოსვლით.[51] თუმცა, ნოვოსელიჩი და გროლი თვლიდნენ, რომ ამ მასალის კობეინის გარდაცვალებიდან ასეთ მოკლე პერიოდში მომზადება ემოციურად რთული იქნებოდა.[70] დეივმა დააარსა Foo Fighters, ხოლო ნოვოსელიჩი პოლიტიკური აქტივისტი გახდა. 1994 წლის ნოემბერში ცალკე გამოიცა MTV Unplugged in New York, რომელმაც Billboard-ის სათავე დაიკავა. რამდენიმე კვირის შემდეგ გამოვიდა ნირვანას პირველი ოფიციალური ვიდეო ალბომი Live! Tonight! Sold Out!!.[51] შემდეგ წელს MTV Unplugged in New York-მა ჯგუფს გრემის ჯილდო მოუპოვა, საუკეთესო ალტერნატიული ალბომის კატეგორიაში.[71] 1996 წლის დასაწყისში საბოლოოდ გამოვიდა საკონცერტო ალბომი From the Muddy Banks of the Wishkah - იგი ჯგუფისთვის ზედიზედ მესამე ალბომად იქცა, რომელიც Billboard-ის ჩარტში ლიდერობდა.[51]
1997 წელს ნოვოსელიჩის, გროლის და კორტნი ლავის ინიციატივით დაარსდა შპს Nirvana LLC, რომელიც პასუხისმგებელი იქნებოდა ნირვანასთან დაკავშირებულ ყველა მომავალ პროექტზე.[72] 45 სიმღერიანი ბოქს-სეტი ჯგუფის იშვიათიო ჩანაწერებით უნდა გამოცემულიყო 2001 წლის ოქტომბერში.[73] თუმცა, გამოცემამდე, ლავმა სასამართლოში შეიტანა სარჩელი შპს-ის დაშლის მოთხოვნით, რის გამოც, სანამ საქმის განხილვა არ დასრულდებოდა, ნებისმიერი ახალი გამოცემის გამოჩენა კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა.[74] ლავი ამტკიცებდა, რომ კობეინი იყო მთელი ჯგუფი, გროლი და ნოვოსელიჩი მხოლოდ ეხმარებოდნენ და მისი მხრიდან ამ პარტნიორობაში მონაწილეობა მხოლოდ ცუდი რჩევის შედეგად მოხდა. გროლმა და ნოვოსელიჩმა საპასუხო სარჩელით უპასუხეს და მოითხოვეს ლავის ამ პარტნიორობიდან გამორიცხვა და კობეინის რომელიმე სხვა წარმომადგენლით ჩანაცვლება.[73]
2002 წლის ოქტომბერში, საქმის განხილვამდე ერთი დღით ადრე, ცნობილი გახდა, რომ სამივე პიროვნებას შორის შეთანხმება მიღწეული იქნა. შემდგომში გამოვიდა ალბომი Nirvana, რომელშიც აგრეთვე შევიდა „You Know You're Right“, უკანასკნელი სიმღერა, ჩაწერილი კობეინის თვითმკვლელობამდე.[75] Nirvana გჰმოსვლისთანავე Billboard-ის ჩარტის მესამე პოზიციაზე მოხვდა[76] ბოქს-სეტი With the Lights Out 2004 წლის ნოემბერში გამოიცა. მასში შევიდა კურტის მრავალი დემო, სარეპეტიციო და საკონცერტო ჩანაწერები. ამ ბოქს-სეტის შეჯამება, Sliver: The Best of the Box, 2005 წლის ბოლოს გამოვიდა - მანამდე გამოუცემელი სამი სიმღერით.[77]
2006 წლის აპრილში ლავმა განაცხადა, რომ ნირვანას სიმღერების კატალოგის საკუთარ 25 პროცენტიან წვლილს დაახლოებით 50 მილიონ აშშ დოლარად ყიდდა. ეს წვლილი შეიძინა Primary Wave Music-მა, რომელიც Virgin Records-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის, ლარი მესტელის მიერ დაარსდა. თანდართულ განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ლავს სურდა ნირვანას მოყვარულების დარწმუნება, რომ მუსიკა არა უბრალოდ მას გადაეცემოდა, ვინც მეტს გადაიხდიდა - „ჩვენ შევინარჩუნებთ გემოვნებას და ერთგულებას ნირვანას სულისადმი...“[78] 2006 წელს DVD-ზე პირველად გამოვიდა Live! Tonight! Sold Out!![79], ხოლო 2007 წელს – MTV Unplugged in New York, პირველად სრული სახით.[80] ჯგუფის გამოსვლა რედინგის 1992 წლის ფესტივალზე ასევე გამოიცა 2009 წლის ნოემბერში, CD-ზე და DVD-ზე - როგორც Live at Reading.[81] იმავე თვეში Sub Pop-ზე გამოვიდა Bleach-ის 20 წლიანი საიუბილეო გამოცემა[82], ხოლო DGC-მ 2011 წლის სექტემბერში გამოუშვა Nevermind-ის[83] და 2013 წლის სექტემბერში - In Utero-ს დელუქს-გამოცემები.[84] 2011 წელს ნირვანას ოთხი სიმღერა მოხვდა როლინგ სტოუნის „ყველა დროის 500 რჩეული სიმღერების“ განახლებულ სიაში.[85] 2012 წელს ჯგუფის სამი ალბომი მოხვდა „ყველა დროის 500 საუკეთესო ალბომში“.[86] 2011 წელს ასევე ჯგუფის ეს სამი ალბომი მოხვდა როლინგ სტოუნის „90-იანი წლების 100 საუკეთესო ალბომების“ სიაში.[87]
2012 წელს გროლი, ნოვოსელიჩი და სმირი შეუერთდნენ პოლ მაკ-კარტნის 12-12-12: The Concert for Sandy Relief-ზე გამოსვლისას.[88] ამ საქველმოქმედო კონცერტზე მათ დაუკრეს ერთობლივად დაწერილი „Cut Me Some Slack“. სტუდიური ჩანაწერი გამოვიდა გროლის ფილმის „Sound City“ საუნდტრეკზე.[89][90] 2013 წლის 19 ივლისს მათ კიდევ ერთხელ დაუკრეს პოლის ტურნეს Out There ფარგლებში, სიეტლში, ბისზე გამოსვლისას - მშობლიურ ქალაქში მათი საკონცერტო გამოსვლა, ამრიგად, 15 წლიანი შესვენების შემდეგ მოხდა.[91][92]
2014 წელს ნირვანა შეიყვანეს როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში - კობეინის, ნოვოსელიჩის და გროლის სახით. ცერემონიაზე ნოვოსელიჩმა და გროლმა სმირთან ერთად ოთხი მიწვეული ვოკალისტის - ჯოან ჯეტის, კიმ გორდონის, სენტ ვინსენტის და ლორდის მონაწილეობით შეასრულეს ოთხი სიმღერა.[93][94] (შემდგომში სამეული, ჯეტთან, გორდონთან, სენტ ვინსენტთან, Deer Tick-ის ჯონ მაკ-კოულისთან და ჯეი მასკისთან ერთად გამოვიდა ბრუკლინის ბარში St. Vitus.[95]) ცერემონიის დროს გროლმა მადლობა გადაუხადა ბერკჰარდს, კროვერს, პიტერსს და ჩენინგს ნირვანას ისტორიაში შეტანილი წვლილისთვის. ცერემონიაზე აგრეთვე მიიწვიეს ევერმენი, რომელიც მაყურებლებს შორის იჯდა.[96]
2016 წელს, გრემის დაჯილდოების წინა წვეულებაზე, რომელსაც ყოველ წელს კლაივ დეივისი მართავდა, ნირვანას დარჩენილი წევრები შეუერთდნენ ბეკს და დაუკრეს დევიდ ბოუის „The Man Who Sold the World“, რომელიც ჯგუფმა წლებით ადრე MTV Unplugged-ზე შეასრულა. ბეკმა მათთან ერთად დაუკრა გიტარაზე და წამყვანი ვოკალი შეასრულა.[97]
მუსიკალური სტილი
რედაქტირებათავდაპირველად, როდესაც ჯგუფი ჩამოყალიბდა, კობეინი მის ჟღერადობას აღწერდა, როგორც Gang of Four-ის და Scratch Acid-ის ასლს.[52] მოგვიანებით, როდესაც ნირვანამ Bleach ჩაწერა, კობეინი ხვდებოდა, რომ Sub Pop ელოდა, რომ ნირვანას მეტი მსმენელი ეყოლებოდა, ამიტომ უფრო ხელმისაწვდომი ჟღერადობის შემუშავება დაიწყო.[98] ბიოგრაფი მაიკლ აზერადი ამბობდა: „ირონიული, რომ სწორედ Sub Pop-ის შეზღუდვებით ჯგუფმა შეიძინა ინდივიდუალურობა.“ აზერადი ხაზს უსვამს, რომ ჯგუფის წევრები უსმენდნენ Black Sabbath-ს და Aerosmith-ს (რასაც თავად აღიარებდნენ) - ამით ისინი უფრო ადრეულ ჟღერადობას განერიდნენ.[99]
ჯგუფის წევრები
რედაქტირება
|
|
|
დისკოგრაფია
რედაქტირება- სტუდიური ალბომები
ლიტერატურა
რედაქტირება- Azerrad, Michael. Come as You Are: The Story of Nirvana. Doubleday, 1994. ISBN 0-385-47199-8
- Cross, Charles R. Heavier Than Heaven: A Biography of Kurt Cobain. Hyperion, 2001. ISBN 0-7868-8402-9
- DeRogatis, Jim. Milk It!: Collected Musings on the Alternative Music Explosion of the 90's. Da Capo, 2003. ISBN 0-306-81271-1
- Gaar, Gillian G. In Utero. Continuum, 2006. ISBN 0-8264-1776-0
- Rocco, John (editor). The Nirvana Companion: Two Decades of Commentary. Schirmer, 1998. ISBN 0-02-864930-3
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოფიციალური საიტი
- ნირვანა (ჯგუფი) საიტზე Curlie
- Live Nirvana – ნირვანას სტუდიური სესიები და კონცერტები
- Nirvana Live Guide – ნირვანას საკონცერტო გამოსვლები და ჩანაწერები
- ნირვანა კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Azerrad, Michael. "Inside the Heart and Mind of Nirvana". Rolling Stone. April 16, 1992. Archived from the original on January 9, 2008. Retrieved August 23, 2010.
- ↑ Gupta, Rapti (December 17, 2013). „Nirvana to be Inducted to the Rock Hall of Fame in 2014“. International Business Times. ციტირების თარიღი: May 17, 2014.
- ↑ "Top Selling Artists". Recording Industry Association of America. Retrieved March 7, 2012.
- ↑ Azerrad, 1994. p. 209
- ↑ Azerrad, 1994. p. 36
- ↑ Azerrad, 1994. p. 44–5
- ↑ Azerrad, 1994. p. 57
- ↑ Azerrad, 1994. p. 58
- ↑ Azerrad, 1994. p. 61–2
- ↑ Azerrad, 1994. p. 67–8
- ↑ Azerrad, 1994. p. 73
- ↑ Azerrad, 1994. p. 76–7
- ↑ Azerrad, 1994. p. 79
- ↑ Azerrad, 1994. p. 85
- ↑ Azerrad, 1994. p. 90–1
- ↑ Fricke, David. "Krist Novoselic". Rolling Stone. September 13, 2001.
- ↑ Azerrad, 1994. p. 91–2
- ↑ Azerrad, 1994. p. 110–11
- ↑ Azerrad, 1994. p. 111
- ↑ Young, Charles; O'Donnell, Kevin. "Nirvana: Album guide" დაარქივებული 2011-06-28 საიტზე Wayback Machine. . Rolling Stone. April 11, 2010. Retrieved February 21, 2011.
- ↑ Azerrad, 1994. p. 115–20
- ↑ 22.0 22.1 Azerrad, 1994. p. 134
- ↑ Price, David J. Nirvana's 'Bleach' Turns 20, New Live Recording Coming. Billboard. August 4, 2009. Retrieved January 28, 2011. According to the source, Bleach has now sold 1.7 million copies in the United States.
- ↑ Azerrad, 1994. p. 123
- ↑ Robb, John. "White Heat". Sounds. October 21, 1989
- ↑ Azerrad, 1994. p. 137
- ↑ Azerrad, 1994. p. 138–39
- ↑ Azerrad, 1994. p. 142
- ↑ Azerrad, 1994. p. 141
- ↑ Azerrad, 1994. p. 151
- ↑ Azerrad, 1994. p. 154
- ↑ Q, October 2010
- ↑ Azerrad, 1994. p. 136–37
- ↑ Azerrad, 1994. p. 162
- ↑ Azerrad, 1994. p. 164–65
- ↑ Azerrad, 1994. p. 176–77
- ↑ Azerrad, 1994. p. 179–80
- ↑ Wice, Nathaniel. "How Nirvana Made It". Spin. April 1993.
- ↑ Azerrad, 1994. p. 203
- ↑ Lyons, James. Selling Seattle: Representing Contemporary Urban America. Wallflower, 2004. ISBN 1-903364-96-5, p. 120
- ↑ Azerrad, 1994. p. 239
- ↑ "Nirvana Achieves Chart Perfection!" Billboard. January 25, 1992.
- ↑ 43.0 43.1 Basham, David. "Got Charts? No Doubt's Christmas Gift; Nirvana Ain't No Beatles" დაარქივებული 2013-05-16 საიტზე Wayback Machine. . MTV.com. December 20, 2001. Retrieved August 20, 2011.
- ↑ "Nirvana's 'Nevermind' To Be Re-Released". Billboard.com. June 27, 2011. Retrieved January 12, 2012.
- ↑ Azerrad, 1994. p. 256
- ↑ Azerrad, 1994. p. 257–58
- ↑ Azerrad, 1994. p. 271
- ↑ "Nirvana's Reading Festival gig to be released on DVD". NME. April 20, 2009. Retrieved August 23, 2010.
- ↑ "Nirvana headline Reading Festival". BBC Online. Retrieved August 23, 2010.
- ↑ Azerrad, 1994. p. 276–78
- ↑ 51.0 51.1 51.2 51.3 51.4 Gaar, Gillian G. "Verse Chorus Verse: The Recording History of Nirvana". Goldmine. February 14, 1997.
- ↑ 52.0 52.1 Azerrad, 1994. p. 294
- ↑ Azerrad, 1994. p. 296
- ↑ DeRogatis, 2003. p. 5–6
- ↑ Azerrad, 1994. p. 317
- ↑ Gaar, 2006. p. 40
- ↑ DeRogatis, 2003. p. 4
- ↑ DeRogatis, 2003. p. 17
- ↑ Azerrad, 1994. p. 332
- ↑ Fricke, David. "Kurt Cobain: The Rolling Stone Interview". Rolling Stone. January 27, 1994.
- ↑ Azerrad, 1994. p. 336–37
- ↑ Azerrad, 1994. p. 338
- ↑ "In Numero Uno" დაარქივებული 2008-12-01 საიტზე Wayback Machine. . Entertainment Weekly. October 8, 1993. Retrieved August 23, 2010.
- ↑ Farley, Christopher John. "To The End Of Grunge" დაარქივებული 2011-04-24 საიტზე Wayback Machine. . Time. September 20, 1993. Retrieved August 23, 2010.
- ↑ FEATURE: Jad Fair: The Half Japanese interview | Features. Caught in the Crossfire (2014-11-28). ციტირების თარიღი: 2016-03-14.
- ↑ Azerrad, 1994. p. 352
- ↑ Di Perna, Alan. "Behind Unplugged". Guitar World. March 1995.
- ↑ Sanz, Cynthia. "Hardly Nirvana". People. March 21, 1994. Retrieved October 2, 2010.
- ↑ Heard, Chris. "Torment of rock hero Cobain". BBC News. April 6, 2004. Retrieved August 22, 2010.
- ↑ Ali, Lorraine. "One Last Blast". Rolling Stone. October 17, 1996.
- ↑ Pareles, Jon. "Rookies' Win Big in the 38th Gramm Awards". The New York Times. February 29, 1996. Retrieved December 3, 2010.
- ↑ DeRogatis, 2003. p. 32–3
- ↑ 73.0 73.1 Heath, Chris. "The Nirvana Wars: Who Owns Kurt Cobain?". Rolling Stone. June 6, 2002.
- ↑ DeRogatis, 2003. p. 33–4
- ↑ Stout, Gene. "Courtney Love, former members of Nirvana settle suit". September 30, 2002. Seattle Post-Intelligencer. Retrieved July 19, 2011.
- ↑ Susman, Gary. "'Mile' Marker" დაარქივებული 2020-12-04 საიტზე Wayback Machine. . Entertainment Weekly. November 7, 2002. Retrieved November 14, 2010.
- ↑ "Track List Set For Nirvana Compilation". Billboard. September 20, 2005. Retrieved November 14, 2010.
- ↑ Vineyard, Jennifer. "Courtney Love Sells Substantial Share Of Nirvana Publishing Rights" დაარქივებული 2010-05-31 საიტზე Wayback Machine. . MTVNews.com. April 13, 2006. Retrieved September 5, 2007.
- ↑ Cohen, Jonathan. "Nirvana Concert Film Making DVD Debut". Billboard. October 3, 2006. Archived from the original on October 21, 2007. Retrieved August 24, 2010.
- ↑ Cohen, Jonathan. "Nirvana's 'Unplugged' Finally Heading To DVD". Billboard. October 4, 2007. Archived from the original on April 30, 2008. Retrieved August 24, 2010.
- ↑ "Nirvana 'Live At Reading Festival' DVD finally set for official release". NME. September 3, 2009. Retrieved August 24, 2010.
- ↑ Breihan, Tom. "Sub Pop to Reissue Nirvana's Bleach" დაარქივებული 2009-08-16 საიტზე Wayback Machine. . Pitchfork Media. August 14, 2009. Retrieved November 27, 2010.
- ↑ "Details of Nirvana's Nevermind Reissue". UpVenue.com. Retrieved May 19, 2013.
- ↑ Kreps, Daniel. (August 13, 2013) Inside Nirvana's Rarities-Packed 'In Utero' Reissue: Demos, Live Cuts, and a Found Track | Music News | Rolling Stone. ციტირების თარიღი: August 23, 2013.
- ↑ Nirvana songs listed on Rolling Stone's "500 Greatest Songs of All Time":
- "'All Apologies'". Rolling Stone. April 7, 2011. Retrieved October 5, 2013.
- "'Come As You Are'". Rolling Stone. April 7, 2011. Retrieved October 5, 2013.
- "'In Bloom'". Rolling Stone. April 7, 2011. Retrieved October 5, 2013.
- "'Smells Like Teen Spirit'". Rolling Stone. April 7, 2011. Retrieved October 5, 2013.
- ↑ Nirvana albums listed on Rolling Stone's "500 Greatest Albums of All Time":
- "'In Utero'". Rolling Stone. May 31, 2012. Retrieved October 4, 2013.
- "'Unplugged'". Rolling Stone. May 31, 2012. Retrieved October 4, 2013.
- "'Nevermind'". Rolling Stone. May 31, 2012. Retrieved October 4, 2013.
- ↑ Nirvana albums listed on Rolling Stone's "100 Best Albums of the Nineties":
- "'MTV Unplugged in New York'". Rolling Stone. April 27, 2011. Retrieved October 22, 2013.
- "'In Utero'". Rolling Stone. April 27, 2011. Retrieved October 22, 2013.
- "'Nevermind'". Rolling Stone. April 27, 2011. Retrieved October 22, 2013.
- ↑ "Paul McCartney to replace Kurt Cobain in Nirvana reunion". Guardian.co.uk. December 12, 2012. Retrieved on December 12, 2012.
- ↑ "Nirvana Reunites with Paul McCartney, Record New Song 'Cut Me Some Slack'". Consequence of Sound. December 12, 2012. Retrieved December 12, 2012.
- ↑ Erlewine, Stephen. Sound City: Real to Reel - Original Soundtrack. AllMusic. Rovi Corporation. ციტირების თარიღი: March 26, 2013.
- ↑ Vozick-Levinson, Simon (July 22, 2013). „Paul McCartney on Playing With Nirvana's Surviving Members“. Rolling Stone. ციტირების თარიღი: January 27, 2014.
- ↑ "Paul McCartney at Safeco Field". Seattle Post-Intelligencer. July 20, 2013. Retrieved July 20, 2013.
- ↑ NME News Krist Novoselic says female-fronted Nirvana shows 'conjured spirit of the band'. Nme.com (2014-04-14). ციტირების თარიღი: 2015-04-23.
- ↑ Krist Novoselić on Twitter: "Thank you @joanjett @lordemusic @KimletGordon @st_vincent for joining @nirvana tonight".. Twitter.com (2014-04-10). ციტირების თარიღი: 2015-04-23.
- ↑ The Inside Story of Nirvana's One-Night-Only Reunion at the Rock and Roll Hall of Fame. Rolling Stone (April 16, 2014). ციტირების თარიღი: October 26, 2014.
- ↑ Siegel, Jacob. (April 12, 2014) He Left Nirvana Because He Had Cooler Things to Do. Like Going to Iraq..
- ↑ Beck Fronts the Surviving Members of Nirvana on "The Man Who Sold the World" : Blogs (2016-02-16). ციტირების თარიღი: 2016-03-14.
- ↑ Azerrad, 1994. p. 102
- ↑ Azerrad, 1994. p. 103