MTV Unplugged“ ამ გვერდზე გადმოდის. სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ MTV Unplugged (მრავალმნიშვნელოვანი).

MTV Unplugged in New Yorkამერიკული გრანჟ-ჯგუფ ნირვანას საკონცერტო ალბომი, რომელიც გამოიცა 1994 წლის 1 ნოემბერს. იგი ჩაიწერა 1993 წლის 18 ნოემბერს, Sony Music Studios-ში, ნიუ-იორკში, გადაცემისთვის MTV Unplugged. კონცერტი ეთერში პირველად გადაიცა 1993 წლის 16 დეკემბერს, MTV-ზე. სხვა სატელევიზიო გამოსვლებისგან ამ პროგრამას ის განასხვავებდა, რომ შესრულდა ჯგუფის ნაკლებად ცნობილი სიმღერები და სხვა შემსრულებლების, The Vaselines-ის, დევიდ ბოუის, ლიდ ბელის და Meat Puppets-ის სიმღერები - სცენაზე ჯგუფს შეუერთდნენ ამ უკანასკნელის წევრები, კრის და კურტ კირკვუდები.

MTV Unplugged in New York
საკონცერტო ალბომი
გამოცემის თარიღი 1 ნოემბერი 1994
ჩაიწერა 18 ნოემბერი 1993
სტუდია Sony Music Studios, ნიუ-იორკი
ჟანრი
ხანგრძლივობა 53:50
ლეიბლი DGC
პროდიუსერი ალექს კოლეტი, სკოტ ლიტი, ნირვანა
ნირვანა — ქრონოლოგია
In Utero
(1993)
MTV Unplugged in New York
(1994)
Singles
(1995)
სინგლები ალბომიდან MTV Unplugged in New York
  1. „All Apologies (პრომო)“
    გამოცემის თარიღი: თებერვალი 5, 1994[1]
  2. „About a Girl“
    გამოცემის თარიღი: ოქტომბერი 24, 1994
  3. „The Man Who Sold the World (პრომო)“
    გამოცემის თარიღი: 1995
  4. „Where Did You Sleep Last Night (პრომო)“
    გამოცემის თარიღი: 1995
  5. „Lake of Fire (პრომო)“
    გამოცემის თარიღი: 1995
პროფესიონალური რეიტინგები
მიმოხილვების ქულები
წყარორეიტინგი
AllMusic5/5 stars[2]
Blender5/5 stars[3]
Chicago Sun-Times4/4 stars[4]
Christgau's Consumer GuideA[5]
Entertainment WeeklyA[6]
Los Angeles Times3/4 stars[7]
NME9/10[8]
Q4/5 stars[9]
Rolling Stone4/5 stars[10]
The Rolling Stone Album Guide5/5 stars[11]

MTV Unplugged in New York იყო ჯგუფის პირველი ალბომი, გამოცემული კურტ კობეინის გარდაცვალების შემდეგ. Billboard 200-ში მან გამოსვლისთანავე #1 პოზიცია დაიკავა და იქცა ნირვანას ყველაზე წარმატებულ კობეინის შემდგომ ჩანაწერად. 1997 წლისთვის მას აშშ-ში ხუთი გზის პლატინის სტატუსი ჰქონდა.[12] 1996 წელს მან მიიღო გრემის ჯილდო საუკეთესო ალტერნატიული ალბომისთვის. ოფიციალური DVD ამ კონცერტით 2007 წელს გამოიცა.

სიმღერების სია

რედაქტირება

ყველა სიმღერის ავტორია კურტ კობეინი, გარდა მითითებულისა

  1. About a Girl  – 3:37
  2. Come as You Are  – 4:13
  3. Jesus Doesn't Want Me for a Sunbeam (იუჯინ კელი, ფრენსის მაკ-კი) – 4:37
  4. The Man Who Sold the World (დევიდ ბოუი) – 4:20
  5. Pennyroyal Tea  – 3:40
  6. Dumb  – 2:52
  7. Polly  – 3:16
  8. On a Plain  – 3:44
  9. Something in the Way  – 4:01
  10. Plateau (კერტ კირკვუდი) – 3:37
  11. Oh, Me (კერტ კირკვუდი) – 3:26
  12. Lake of Fire (კერტ კირკვუდი) – 2:56
  13. All Apologies  – 4:23
  14. Where Did You Sleep Last Night (ხალხური, არ: ლიდ ბელი) – 5:08

ყოველკვირეული ჩარტები

რედაქტირება
ჩარტი (1994) უმაღლესი
პოზიცია
ავსტრალიის ალბომები (ARIA)[13] 1
ავსტრიის ალბომები (Ö3 Austria)[14] 1
ბელგიის ალბომები (Ultratop ფლანდრია)[15] 3
ბელგიის ალბომები (Ultratop ვალონია)[16] 6
კანადის ალბომები (RPM)[17] 1
ჰოლანდიური ალბომები (ალბომების საუკეთესო ასეული)[18] 2
ფინეთის ალბომები (The Official Finnish Charts)[19] 3
საფრანგეთის ალბომები (SNEP)[20] 1
გერმანიის ალბომები (Media Control)[21] 6
იაპონიის ალბომები (Oricon)[22] 20
ახალი ზელანდიის ალბომები (Recorded Music NZ)[23] 1
ნორვეგიის ალბომები (VG-lista)[24] 6
ესპანეთის ალბომები (Productores de Música de España)[25] 1
შვედეთის ალბომები (Sverigetopplistan)[26] 2
შვეიცარიის ალბომები (Schweizer Hitparade)[27] 3
ბრიტანეთის ალბომები (OCC)[28] 1
აშშ-ის „ბილბორდ“ 200[29] 1
ჩარტი (2015) უმაღლესი
პოზიცია
აშშ-ის კატალოგის საუკეთესო ალბომები (ბილბორდი)[30] 1

წლის საბოლოო ჩარტები

რედაქტირება
ჩარტი (1994) პოზიცია
ავსტრიის ალბომები (ARIA)[31] 7
ჩარტი (1995) პოზიცია
ავსტრიის ალბომები (ARIA)[32] 13
ჩარტი (1996) პოზიცია
ავსტრიის ალბომები (ARIA)[33] 48
ჩარტი (2015) პოზიცია
ბრიტანეთის ვინილის ალბომები (ოფიციალური ჩარტების კომპანია)[34] 10
ჩარტი (2016) პოზიცია
ბრიტანეთის ვინილის ალბომები (ოფიციალური ჩარტების კომპანია)[35] 21

სერტიფიცირებები

რედაქტირება
რეგიონი სერტიფიცირება გაყიდვები
არგენტინა (CAPIF)[36] 3× პლატინა 180 000x
ავსტრალია (ARIA)[37] 5× პლატინა 350 000^
ავსტრია (IFPI Austria)[38] 2× პლატინა 100 000x
ბელგია (BEA)[39] 3× პლატინა 150 000*
ბრაზილია (Pro-Música Brasil)[40] პლატინა 250 000*
კანადა (Music Canada)[41] 9× პლატინა 900 000^
საფრანგეთი (SNEP)[43] 2× პლატინა 1,120,000[42]
იტალია (FIMI)[44] ოქრო 50 000*
იაპონია (RIAJ)[45] პლატინა 200 000^
ახალი ზელანდია (RMNZ)[46] პლატინა 15 000^
პოლონეთი (ZPAV)[47] პლატინა 100 000*
ესპანეთი (PROMUSICAE)[48] 2× პლატინა 200 000^
შვედეთი (GLF)[49] პლატინა 100 000^
შვეიცარია (IFPI Switzerland)[50] 2× პლატინა 100 000x
გაერთიანებული სამეფო (BPI)[51] 2× პლატინა 600 000^
აშშ (RIAA)[52] 5× პლატინა 5 000 000^
ჯამში
ევროპა (IFPI)[53] 2× პლატინა 2 000 000*

*გაყიდვების მონაცემები სერტიფიცირებაზე დაყრდნობით
^გაყიდვების მონაცემები მხოლოდ სერტიფიცირებაზე დაყრდნობით (გაყიდული პარტიები)

DVD გამოცემა

რედაქტირება

MTV Unplugged In New York DVD-ზე გამოვიდა 2007 წლის 20 ნოემბერს. ამ გამოცემაში შეტანილია სრული პროგრამა, ისევე, როგორც „Something in the Way“ და „Oh Me“, რომლებიც არ მოხვდა თავდაპირველ ეთერში. დამატებებს შორის აგრეთვე არის კონცერტის ორიგინალური ეთერის ვერსია; MTV-ის 1999 წლის გადაცემა Bare Witness: Nirvana Unplugged, რომელშიც პროდიუსერები და მაყურებლები იხსენებენ კონცერტს და ხუთი სიმღერა, ჩაწერილი რეპეტიციისას - „Come as You Are“, „Polly“, „Plateau“, „Pennyroyal Tea“ და „The Man Who Sold the World“.