როლინგ სტოუნის ყველა დროის 500 საუკეთესო სიმღერა
2004 წელს ჟურნალმა როლინგ სტოუნმა გამოაქვეყნა იმ 500 სიმღერის სია, რომელიც 172-მა ცნობილმა მუსიკოსმა და კრიტიკოსმა შეადგინა.[1]. 2010 წლის მაისში და შემდეგ 2011 წლის აპრილში ეს სია განახლდა, თუმცა უცვლელი დარჩა ზედა 25 პოზიციაზე განლაგებული სიმღერები.
საუკეთესო ოცდახუთეული
რედაქტირება# | სიმღერა | შემსრულებელი | წელი |
---|---|---|---|
1 | Like a Rolling Stone | ბობ დილანი | 1965 |
2 | (I Can't Get No) Satisfaction | როლინგ სტოუნზი | 1965 |
3 | Imagine | ჯონ ლენონი | 1971 |
4 | What's Going On | მარვინ გეი | 1971 |
5 | Respect | არეთა ფრანკლინი | 1967 |
6 | Good Vibrations | The Beach Boys | 1966 |
7 | Johnny B. Goode | ჩაკ ბერი | 1958 |
8 | Hey Jude | The Beatles | 1968 |
9 | Smells Like Teen Spirit | ნირვანა | 1991 |
10 | What'd I Say | რეი ჩარლზი | 1959 |
11 | My Generation | The Who | 1965 |
12 | A Change Is Gonna Come | სემ კუკი | 1964 |
13 | Yesterday | The Beatles | 1965 |
14 | Blowin' in the Wind | ბობ დილანი | 1963 |
15 | London Calling | The Clash | 1980 |
16 | I Want to Hold Your Hand | The Beatles | 1963 |
17 | Purple Haze | ჯიმი ჰენდრიქსი | 1965 |
18 | Maybellene | ჩაკ ბერი | 1955 |
19 | Hound Dog | ელვის პრესლი | 1956 |
20 | Let It Be | The Beatles | 1970 |
21 | Born to Run | ბრიუს სპრინგსტინი | 1975 |
22 | Be My Baby | The Ronettes | 1965 |
23 | In My Life | The Beatles | 1965 |
24 | People Get Ready | The Impressions | 1965 |
25 | God Only Knows | The Beach Boys | 1966 |
სტატისტიკა
რედაქტირება- ბობ დილანის სიმღერა "Like a Rolling Stone" დასახელებულ იქნა პირველ ნომრად. სიმღერა გამოიცა 1965 წლის 20 ივლისს.
- სიაში მოხვდა მხოლოდ ერთი არაინგლისურენოვანი სიმღერა - რიჩი ვალენსის სიმღერა "La Bamba" (345-ე პოზიცია).
- 1950-იან წლებამდელი პერიოდიდან მხოლოდ ერთი სიმღერა იყო სიაში - ჰენკ უილიამსის "I'm So Lonesome I Could Cry" (112-ე პოზიცია), რომელსაც 2010 წელს დაემატა მადი უოტერსის 1948 წელს ჩაწერილი სიმღერა "Rollin' Stone" (459-ე პოზიცია). ესაა ყველაზე ადრეული სიმღერა სიაში.
- სიმღერების რაოდენობათა სია დეკადების (ათწლეულების) მიხედვით მოცემულია ქვემოთ:
დეკადა | სიმღერების რაოდ. | პროცენტი |
---|---|---|
1940x | 2 | 0.4% |
1950x | 69 | 13.8% |
1960x | 195 | 39% |
1970x | 131 | 26.2% |
1980x | 55 | 11% |
1990x | 22 | 4.4% |
2000x | 26 | 5.2% |
- სიაში შემავალი 23 სიმღერით The Beatles ერთპიროვნულად ლიდერობს, ხოლო ჯონ ლენონი ერთადერთია, ვისი სიმღერებიც (როგორც "The Beatles-ის" შემადგენლობაში, ასევე სოლო კარიერით) ყველაზე მეტად სჭარბობს საუკეთესო ათეულში. The Beatles-ს სიაში შემავალი სიმღერების რაოდენობის მიხედვით მოჰყვებიან: როლინგ სტოუნზი (14), ბობ დილანი (13), ელვის პრესლი (11), U2 (8), The Beach Boys და ჯიმი ჰენდრიქსი (7).
სქოლიო
რედაქტირება- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-06-22. ციტირების თარიღი: 2008-06-22.