ლორდი (მომღერალი)

(გადამისამართდა გვერდიდან Lorde)

ელა მარია ლანი იელიჩ-ო'კონორი (ინგლ. Ella Marija Lani Yelich-O'Connor ცნობილი თავისი სასცენო სახელით ლორდი (Lorde); დ. 7 ნოემბერი, 1996) — ახალ ზელანდიელი მომღერალი და სიმღერების მწერალი. დაიბადა ტაკაპუნაში და გაიზარდა დევონპორტში, ოკლანდში. ო'კონორი ბავშვობიდანვე იყო შემოქმედებითი პიროვნება. ახალგაზრდა ასაკში Universal Music-თან გააფორმა კონტრაქტი და მოგვიანებით დაიწყო თანამშრომლობა პროდიუსერ ჯოულ ლიტლთან, რომელმაც დაეხმარა სიმღერების წერაში. მისი მომღერლის დებიუტი შედგა 2012 წელს, როდესაც მან გამოუშვა პირველი EP The Love Club EP. პროექტმა ჩარტებში მე-2 ადგილი დაიკავა ახალ ზელანდიასა და ავსტრალიაში. 2013 წელს ო'კონორმა გამოუშვა თავისი პირველი სინგლი „Royals“. სიმღერა საერთაშორისო ჰიტი გახდა, რომელმაც პირველი პოზიცია დაიკავა Billboard Hot 100-ში. 1987 წლის შემდეგ ლორდი გახდა ყველაზე ახალგაზრდა შემსრულებელი, რომლის სინგლმა პირველ ადგილამდე მიაღწია აშშ-ში. მოგვიანებით, იმავე წელს, მან გამოუშვა სადებიუტო ალბომი Pure Heroine. დისკმა ახალ ზელანდიასა და ავსტრალიაში პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო Billboard 200-ში – მე-3. ალბომიდან კიდევ ოთხი სინგლი გამოსცა იმავე წელს – „Tennis Court“, „Team“, „No Better“ და „Glory and Gore“. ლორდიმ 2014 წელს დაწერა სიმღერა „Yellow Flicker Beat“ ფილმისთვის „შიმშილის თამაშები: კაჭკაჭჯაფარა – ნაწილი 1“. ლორდის მუსიკა მოიცავს ჟანრებს, რომელთა შორის არის დრიმ-პოპი და ინდიტრონიკა თანხლებით. მომღერალს მიღებული აქვს გრემის ორი, ბრიტანეთის მუსიკის ერთი და ახალი ზელანდიის ათი მუსიკალური ჯილდო. 2013

ლორდი

ლორდი 2017 წელს
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ელა მარია ლანი იელიჩ-ო'კონორი
დაბ. თარიღი 7 ნოემბერი, 1996 (1996-11-07) (27 წლის)
დაბ. ადგილი ტაკაპუნა,
ოკლენდი,
ახალი ზელანდია
ჟანრ(ებ)ი არტ-პოპი
დრიმ-პოპი
ინდი-პოპი
ელექტროპოპი
საქმიანობა მომღერალი
სიმღერების ავტორი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი
აქტიური 2009–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი
ხელმოწერა
საიტი lorde.co.nz
ლორდი ვიკისაწყობში

დისკოგრაფია რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება