More Blues“ — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის რიგით მეათე კომპოზიცია 1969 წლის ალბომზე More.[1][2] კომპოზიცია ინსტრუმენტულია და 2 წუთს და 12 წამს გრძელდება. მისი ავტორი ჯგუფის ყველა წევრია.

„More Blues“
სიმღერაპინკ ფლოიდი
ალბომიდან More
გამომცემელი Lupus Music Co. Ltd
გამოსვლის თარიღი 13 ივნისი 1969 (ბრიტანეთი)
9 აგვისტო 1969 (აშშ)
ჩაიწერა მარტი 1969
ჟანრი ინსტრუმენტული როკი, ბლუზ-როკი, ეისიდ-როკი, ჯემ-როკი
ხანგრძლივობა 2:12
ხმისჩამწერი ლეიბლი EMI Columbia (ბრიტანეთი)
Tower (აშშ)
ავტორ(ებ)ი როჯერ უოტერსი, რიჩარდ რაიტი, დეივიდ გილმორი, ნიკ მეისონი
პროდიუსერი პინკ ფლოიდი
Moreსიმღერები

ფილმში „მეტი“ კომპოზიცია ჟღერს სცენაში, სადაც ჩანს, რომ მთავარი გმირი შტეფანი მუშაობს ბარში და ყიდის მისი მფლობელის, ერნესტო ვოლფის მარიხუანას და ჰეროინს. ბოქს-სეტის The Early Years 1965–1972 შემადგენლობაში შევიდა ნომრის ალტერნატიული ვერსია.

ჯგუფი საკუთარ კონცერტებზე სხვადასხვა წლებში ასრულებდა უფრო ვრცელ და ენერგიულ ბლუზურ იმპროვიზაციებს.

  1. სტრონგი, მარტინ ჩ. (2004). The Great Rock Discography, მეშვიდე, ედინბურგი: Canongate Books, გვ. 1177. ISBN 1-84195-551-5. 
  2. მებეტი, ენდი (1995). The Complete Guide to the Music of Pink Floyd. ლონდონი: Omnibus Press. ISBN 0-7119-4301-X. 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=More_Blues&oldid=4586294“-დან