Quicksilver (ინსტრუმენტალი)

Quicksilver“ — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის ავანგარდული, ინსტრუმენტული, რიგით მეთერთმეტე კომპოზიცია 1969 წლის ალბომზე More.[1][2]

„Quicksilver“
სიმღერაპინკ ფლოიდი
ალბომიდან More
გამომცემელი Lupus Music Co. Ltd
გამოსვლის თარიღი 13 ივნისი 1969 (ბრიტანეთი)
9 აგვისტო 1969 (აშშ)
ჩაიწერა მარტი 1969
ხანგრძლივობა 7:13
ხმისჩამწერი ლეიბლი EMI Columbia (ბრიტანეთი)
Tower (აშშ)
ავტორ(ებ)ი როჯერ უოტერსი, რიჩარდ რაიტი, დეივიდ გილმორი, ნიკ მეისონი
პროდიუსერი პინკ ფლოიდი
Moreსიმღერები

შემოკლებული სახით კომპოზიცია საკონცერტო The Man and The Journey-ში ჟღერდა, სახელწოდებით „Sleep“. ალბომის ვერსია 7 წუთს და 13 წამს გრძელდება და საკონცერტოზე 3 წუთით უფრო ხანგრძლივია. მასში ჟღერს ფსიქოდელიური ეფექტები და კონკრეტული მუსიკის სხვა ელემენტები, პინკ ფლოიდის ადრეული ჟღერადობის დამახასიათებელი ნიშნები. სიმღერის სახელწოდება მომდინარეობს ვერცხლისწყლის ალტერნატიული სახელწოდებისგან. ფილმში „მეტი“ არის სცენა, რომელშიც ეს კომპოზიცია ჟღერს, ხოლო მისი მთავარი პერსონაჟების ვერცხლისწყალს ეთამაშებიან.

სიმღერის სამუშაო სახელწოდება იყო Waterpipe.

  1. სტრონგი, მარტინ ჩ. (2004). The Great Rock Discography, მეშვიდე, ედინბურგი: Canongate Books, გვ. 1177. ISBN 1-84195-551-5. 
  2. მებეტი, ენდი (1995). The Complete Guide to the Music of Pink Floyd. ლონდონი: Omnibus Press. ISBN 0-7119-4301-X.