Crying Song
„Crying Song“ — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის სიმღერა. იგი არის რიგით მესამე კომპოზიცია 1969 წლის ალბომზე More.[1][2] სიმღერა პასტორალის მსგავსი ბალადაა, დეივიდ გილმორის მშვიდე ვოკალით.
„Crying Song“ | ||||
---|---|---|---|---|
სიმღერა — პინკ ფლოიდი | ||||
ალბომიდან More | ||||
გამომცემელი | Lupus Music Co. Ltd | |||
გამოსვლის თარიღი |
13 ივნისი 1969 (ბრიტანეთი) 9 აგვისტო 1969 (აშშ) | |||
ჩაიწერა | მარტი 1969 | |||
ჟანრი | ფსიქოდელიური როკი | |||
ხანგრძლივობა | 3:34 | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი |
EMI Columbia (ბრიტანეთი) Tower (აშშ) | |||
ავტორ(ებ)ი | როჯერ უოტერსი | |||
პროდიუსერი | პინკ ფლოიდი | |||
More – სიმღერები | ||||
|
შექმნა
რედაქტირებასიმღერის კომპოზიციური მხარე სტანდარტულ ხალხურ ბალადებს ჰგავს, თუმცა გამონაკლისია მეორე აკორდი. იგი არის რე მაჟორში, ტრიტონით. ამ კონტექსტში რე მაჟორის ბემოლი დისონანსურია და მთელი ტაქტის განმავლობაში ჟღერს. იგი ქმნის მძინარე, სურეალისტურ ატმოსფეროს. სიმღერაში არის ოთხი სტროფი, გაერთიანებული გიტარისა და ბასის უნისონში ჟღერადობით.
ინსტრუმენტული შესრულება
რედაქტირებასიმღერა იწყება რიჩარდ რაიტის ვიბრაფონზე შესრულებით. დეივიდ გილმორი უკრავს აკუსტიკურ გიტარაზე და სლაიდ-გიტარაზე დაბოლოებისას. თავდაპირველად იგი ვოკალური პარტიის მსგავსია, რიტმული ვარიაციების თანხლებით. ნელ-ნელა იგი გადადის ცალკე მელოდიაში, თუმცა ინარჩუნებს ძირითად მელოდიურ სახეს. ეს მიდგომა ტიპიურია გილმორის გვიანდელი სტილისთვის. სიმღერაში როჯერ უოტერსი უკრავდა Fender Precision Bass-ზე, ხოლო ნიკ მეისონი უბრალოდ იყენებს სამუშაო დოლზე.
პერსონალი
რედაქტირება- დეივიდ გილმორი — კლასიკური აკუსტიკური გიტარა, ელექტრონული სლაიდ-გიტარა, წამყვანი ვოკალი
- რიჩარდ რაიტი — ვიბრაფონი
- ნიკ მეისონი — სამუშაო დოლი
- როჯერ უოტერსი — ბას-გიტარა
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- სიმღერის ტექსტი[დაარქივებული] საიტზე MetroLyrics
სქოლიო
რედაქტირება- ↑ სტრონგი, მარტინ ჩ. (2004). The Great Rock Discography, მეშვიდე, ედინბურგი: Canongate Books, გვ. 1177. ISBN 1-84195-551-5.
- ↑ მებეტი, ენდი (1995). The Complete Guide to the Music of Pink Floyd. ლონდონი: Omnibus Press. ISBN 0-7119-4301-X.