Dramatic Theme
„Dramatic Theme“ — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის რიგით მეცამეტე და უკანასკნელი კომპოზიცია 1969 წლის ალბომზე More.[1][2]
„Dramatic Theme“ | ||||
---|---|---|---|---|
სიმღერა — პინკ ფლოიდი | ||||
ალბომიდან More | ||||
გამომცემელი | Lupus Music Co. Ltd | |||
გამოსვლის თარიღი |
13 ივნისი 1969 (ბრიტანეთი) 9 აგვისტო 1969 (აშშ) | |||
ჩაიწერა | მარტი 1969 | |||
ჟანრი | ფსიქოდელიური როკი, ინსტრუმენტული როკი, პროგრესული როკი, ჯემ-როკი | |||
ხანგრძლივობა | 2:15 | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი |
EMI Columbia (ბრიტანეთი) Tower (აშშ) | |||
ავტორ(ებ)ი | დეივიდ გილმორი, როჯერ უოტერსი, რიჩარდ რაიტი, ნიკ მეისონი | |||
პროდიუსერი | პინკ ფლოიდი | |||
More – სიმღერები | ||||
|
ისტორია
რედაქტირება„Dramatic Theme“ ჯგუფის კიდევ ერთი ინსტრუმენტული კომპოზიციაა, რომლის ავტორი ოთხივე მუსიკოსია. მასში გამოყენებულია იგივე მოტივი, რაც „Main Theme“-ში, თუმცა იგი ძირითადად აგებულია დეივიდ გილმორის გიტარაზე და მხოლოდ 2 წუთს და 15 წამს გრძელდება. CD-ის ანოტაციებში ნიკ მეისონის თანაავტორის სახით მითითება მოცემული არ იყო, თუმცა ეს შეცდომა მოგვიანებით შესწორდა.
კომპოზიციის კიდევ ერთი ვერსია, „Theme (Beat Version)“ მოხვდა გამოცემის The Early Years 1965–1972 შემადგენლობაში.
იმპროვიზაცია კონცერტებზე არ შესრულებულა.
პერსონალი
რედაქტირება- დეივიდ გილმორი — ელექტრონული გიტარა
- როჯერ უოტერსი — ბასი
- რიჩარდ რაიტი — Farfisa-ს ორგანი
- ნიკ მეისონი — დასარტყმელი საკრავები
სქოლიო
რედაქტირება- ↑ სტრონგი, მარტინ ჩ. (2004). The Great Rock Discography, მეშვიდე, ედინბურგი: Canongate Books, გვ. 1177. ISBN 1-84195-551-5.
- ↑ მებეტი, ენდი (1995). The Complete Guide to the Music of Pink Floyd. ლონდონი: Omnibus Press. ISBN 0-7119-4301-X.