A Spanish Piece

პინკ ფლოიდის სიმღერა

A Spanish Piece“ — პროგრესულ როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის მოკლე, რიგით მეთორმეტე კომპოზიცია 1969 წლის ალბომზე More.[1][2] იგი ჯგუფის პირველი კომპოზიციაა, რომლის ავტორად მხოლოდ დეივიდ გილმორია მითითებული. კომპოზიციის სამუშაო სახელწოდება იყო „Spanish Music“.

„A Spanish Piece“
სიმღერაპინკ ფლოიდი
ალბომიდან More
გამომცემელი Lupus Music Co. Ltd
გამოსვლის თარიღი 13 ივნისი 1969 (ბრიტანეთი)
9 აგვისტო 1969 (აშშ)
ჩაიწერა მარტი 1969
ჟანრი ფსიქოდელიური როკი, ინსტრუმენტული როკი, ფლამენკო, პასოდობლე
ხანგრძლივობა 1:04
ხმისჩამწერი ლეიბლი EMI Columbia (ბრიტანეთი)
Tower (აშშ)
ავტორ(ებ)ი დეივიდ გილმორი
პროდიუსერი პინკ ფლოიდი
Moreსიმღერები

კომპოზიცია ინსტრუმენტულია და პასოდობლეს სტილის ფლამენკო-გიტარით არის გაჯერებული (თუმცა ფილმში „მეტი“ მოქმედება ესპანურ ივისაზე მიმდინარეობს, სადაც ხალხური მუსიკა ფლამენკოს ჟანრის არ არის). კომპოზიციას ახლავე უკანა ფონზე როჯერ უოტერსის საუბრები, კერძოდ - მთვრალ მდგომარეობაში მიმართვები უცნობი ქალის მისამართით და ფრაზით „მომაწოდე ტეკილა, მანუელ“.

როჯერ უოტერსი: „გვითხრეს, რომ ერთ-ერთ ფრაგმენტში ესპანურ ბარში რადიოში მუსიკა უნდა ყოფილიყო, ამიტომ ამის მსგავსი რაღაც უნდა ჩაგვეწერა. შუა ჩანაწერისას დეივიდმა განასახიერა საუბარი.“

კომპოზიცია ჯგუფის კონცერტებზე არ შესრულებულა.

პერსონალი

რედაქტირება
  1. სტრონგი, მარტინ ჩ. (2004). The Great Rock Discography, მეშვიდე, ედინბურგი: Canongate Books, გვ. 1177. ISBN 1-84195-551-5. 
  2. მებეტი, ენდი (1995). The Complete Guide to the Music of Pink Floyd. ლონდონი: Omnibus Press. ISBN 0-7119-4301-X.