მეტი (ფილმი)
„მეტი“ (ინგლ. More) — 1969 წლის ინგლისურენოვანი მხატვრული ფილმი, რომლის რეჟისორია ბარბეტ შროდერი. ფილმი ყველაზე მეტად ცნობილია პინკ ფლოიდის თანმხლები მუსიკით, რომელიც შეტანილია ჯგუფის ალბომში „More“.
„მეტი“ | |
---|---|
რეჟისორი | ბარბეტ შროდერი |
პროდიუსერი | ბარბეტ შროდერი |
სცენარის ავტორი |
ბარბეტ შროდერი პოლ გეგოფი |
როლებში |
მიმზი ფარმერი კლაუს გრუნბერგი |
კომპოზიტორი | პინკ ფლოიდი |
ოპერატორი | ნესტორ ალმენდროსი |
დისტრიბუტორი | Jet Films |
გამოსვლის თარიღი | 4 აგვისტო, 1969 |
ხანგრძლივობა | 110 წთ. |
ქვეყანა |
დასავლეთი გერმანია საფრანგეთი ლუქსემბურგი |
ენა | ინგლისური |
სიუჟეტი
რედაქტირებაგერმანელი სტუდენტი, შტეფანი სწავლის დამთავრების შემდეგ მოგზაურობას გადაწყვიტავს. იგი ჩადის პარიზში და გაიცნობს თავისუფალ ამერიკელ გოგონას, ესტელას. ესტელა მას შეუყვარდება და ივისაზე აკითხავს. აღმოაჩენს რა, რომ გოგონა დაკავშირებულია ვინმე ვოლფთან, აგრეთვე დაადგენს, რომ ესტელა ჰეროინის მოყვარულიც არის და ამ ნარკოტიკს შტეფანსაც გაასინჯებს. შტეფანი აღმოაჩენს, რომ ესტელამ ჰეროინი ვოლფისგან მოიპარა. როდესაც უკანასკნელის ხალხი პოულობს ორივეს ქალაქისგან მოშორებით, ეს ორი იძულებული გახდება, იმუშავოს ვოლფის ბარში, რათა აანაზღაუროს დანაკარგი. მაგრამ ამასობაში შტეფანიც ნარკოდამოკიდებული ხდება, ფილმის ბოლოს კი ტრაგიკულად იღუპება ჰეროინის მიღების შედეგად.
წარმოება
რედაქტირება1969 წელს, ფილმის გამოცემამდე, საფრანგეთში არსებული ცენზურის გამო, ფილმი შეამოკლეს 81 წუთამდე. გახმოვანებიდან ამოღებული იქნა იმ ინგრედიენტების დასახელებებიც, რომლებიც ჰალუცინოგენების შემადგენლობაში შედის. DVD დისკზე ეს სახელწოდებები ნახსენებია სუბტიტრებში.
ფილმის დიდი ნაწილი გადაღებულია ივისაზე. ის ადგილი, სადაც შტეფანი იღუპება, მას შემდეგ მოგზაურების ერთ-ერთ საყვარელ ადგილად იქცა.
პრემიერა და გამოცემები
რედაქტირებაფილმის პრემიერა გაიმართა კანში, 1969 წლის 13 მაისს. აშშ-ში პრემიერის დღე იყო 1969 წლის 4 აგვისტო. მიუხედავად ამისა, წლების განმავლობაში ფილმი DVD დისკებზე არაოფიციალურად ვრცელდებოდა (სანამ ევროპასა თუ ამერიკაში მისი ოფიციალური გამოცემები არ გამოჩნდა).
საბოლოოდ, ბრიტანეთში გამოვიდა ვერსია, რომელშიც გაერთიანებულია როგორც Blu-Ray, ასევე DVD დისკი. მსგავსი სახით აგრეთვე გამოიცა ფილმი „ველი“. ორივე ფილმი ოფიციალურად შევიდა ბოქს-სეტის The Early Years 1965–1972 შემადგენლობაში.