მხედართა მეთაური

(გადამისამართდა გვერდიდან Magister Equitum)
რომის სახელმწიფო
ინსტიტუტები
რომის სამეფო
რომის რესპუბლიკა
რომის იმპერია
პრინციპატი დომინატი
ძირითადი მაგისტრატები:
საგანგებო მაგისტრატები:
სხვა თანამდებობები და წოდებები:
პოლიტიკა და კანონი:

მხედართა მეთაური (ლათ. Magister Equitum) — რომის რესპუბლიკაში მაგისტრატურა. მხედართა მეთაური ინიშნებოდა დიქტატორთან ერთად და ისინი ერთად ტოვებდნენ თანამდებობას. მხედართა მეთაურს დიქტატორი ირჩევდა და სენატი ამტკიცებდა. თუ მხედართა მეთაური თანამდებობაზე კვდებოდა, მაშინ მის ნაცვლად დიქტატორი სხვას ირჩევდა, ხოლო თუ მასსა და დიქტატორს შორის სერიოზული უთანხმოება ხდებოდა, დიქტატორს არ შეეძლო მხედართა მეთაურის გადაყენება სანამ თვითონ არ დატოვებდა პოსტს.

მხედართა მეთაური ექვემდებარებოდა დიქტატორს, თუმცა ამ უკანასკნელის ადგილზე არყოფნისას, შეეძლო მისი ფუნქციებიც ეკისრა. მხედართა მეთაური ატარებდა toga praetextaს და ახლდა 6 ლიქტორი.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ტიტუს ლივიუსი, რომის ისტორია.
  • Dictionary of Greek and Roman Biography and Mythology, უილიამ სმითი, ed., Little, Brown and Company, Boston (1849).
  • Dictionary of Greek and Roman Antiquities, უილიამ სმითი, ed., Little, Brown, and Company, Boston (1859).
  • Harper's Dictionary of Classical Literature and Antiquities, Harry Thurston Peck, ed. (მეორე გამოცემა, 1897).
  • Oxford Classical Dictionary, N. G. L. Hammond and H. H. Scullard, eds., Clarendon Press, Oxford (Second Edition, 1970).
  • Michael Grant, The Roman Emperors, Scribner’s (1985).