ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.
რომის სახელმწიფო
ინსტიტუტები
რომის სამეფო
რომის რესპუბლიკა
რომის იმპერია
პრინციპატი დომინატი
ძირითადი მაგისტრატები:
საგანგებო მაგისტრატები:
სხვა თანამდებობები და წოდებები:
პოლიტიკა და კანონი:

დეცემვირი (ლათ. Decemviri მხოლობითში decemvir) ნიშნავს ათი კაცისგან შემდგარ კოლეგიას. არსებობდა სხვადასხვა სახის დეცემვირატები: საკანონმდებლო - legibus scribundis consulari imperio, სასამართლო - stlitibus iudicandis, მსხვერპლშეწირვებისთვის - sacris faciundis და საჯარო მიწების გამნაწილებელი - agris dandis adsignandis.

Decemviri Legibus Scribundis Consulari Imperio

რედაქტირება

დეცემვირების არჩევა რომში მოხდა კანონების შექმნის მიზნით. საკანონმდებლო კომისიის არჩევის იდეა რომში ძვ. წ. 462 წლიდან გახდა. ძვ. წ. 455 წელს ტრიბუნებმა შემოიტანეს წინადადება რომ სენატორებს შეექმნათ საკანონმდებლო კოლეგია, სენატმა გაგზავნა ათენში ელჩობა სოლონის კანონების შესასწავლად. ისინი ერთ წელიწადში დაბრუნდნენ, რის შედეგადაც პატრიციების და პლებეების შეთანხმების შემდეგ აირჩიეს 10 კაციანი კოლეგია "decemviri legibus scribendis", ვისაც უნდა შეექმნა კანონმდებლობა.

ამ მაგისტრუსებს მიენიჭათ კონსულის ძალაუფლება და ტრიბუნებსაც არ ჰქონდათ მათი მოქმედებების გასაჩივრების უფლება. მიუხედავად ამისა, ტიტუს ლივიუსის ცნობებით ტრიბუნატი მეორე დეცემვირატამდე არსებობდა.

პირველი დეცემვირები აირჩიეს ძვ. წ. 451 წელს. პირველი დეცემვირები იყვნენ:

  • აპიუს კლავდიუსი
  • ტიტუს გენუციუსი
  • პუბლიუს სესტიუსი
  • ლუციუს ვეტურიუსი
  • გაიუს იულიუსი
  • ავლუს მანლიუსი
  • პუბლიუს სულპიციუსი
  • პუბლიუს კურიაციუსი
  • ტიტუს რომილიუსი
  • სპურიუს პოსტუმიუსი

კლავდიუსმა და გენუციუსმა ეს წოდება კონსულობის მაგივრად მიიღეს, რადგან ამ წელს ისინი იყვნენ არჩეულები.

პირველი მოწვევის დეცემვირებმა შექმნეს კანონების ათი ტაბულა და გამოიტანეს იგი სახალხო კრებაზე განსახილველად. ხალხის თანხმობით ამ კანონებს ცენტურიებში ეყარა კენჭი. როდესაც პირველ მოწვევას ვადა გაუვიდა, სენატიც და ხალხიც კმაყოფილები იყვნენ დეცემვირების მმართველობით, თან მიაჩნდათ რომ კანონები შევსებას და სრულყოფას საჭიროებს, ამიტომ მოხდა დეცემვირების მიეორედ არჩევა. წინა მოწვევიდან დარჩა მარტო აპიუს კლავდიუსი, დანარჩენები იყვნენ:

  • მარკუს კორნელიუს მალუგინენსისი
  • მარკუს სერგიუს ესკილინუსი
  • ლუციუს მინუციუს ესკილინუს აუგურინუსი
  • კვინტუს ფაბიუს ვიბულანუსი
  • კვინტუს პოეტელიუს ლიბო ვისოლუსი
  • ტიტუს ანტონიუს მერენდა
  • კესო დუილიუს ლონგუსი
  • სპურიუს ოპიუს კორნიცენი
  • მანიუს რაბულეიუსი

მათ შეიმუშავეს ახალი კანონები, რომლებიც შემდეგ მეთერთმეტე და მეთორმეტე ცხრილებში გაერთიანდა, საიდანაც ჩამოყალიბდა თორმეტი ტაბულის კანონები. ახალი დეცემვირების მმართველობა წინასგან რადიკალურად განსხვავდებოდა. სხრა დეცემვირი მოექცა აპიუს კლავდიუსის გავლენის ქვეშ და მათი მმართველობა ტირანიად იქცა. ადრე თუ მხოლოდ ერთ დეცემვირს დაყვებოდა 12 ლიქტორი ნაჯახებიანი ფასცებით, და ყოველ 10 დღეში ისინი იცვლებოპდნენ, ახლა უკვე ყველას 12 ლკიქტორი დაყვებოდა. პატრიციების სასარგებლოდ ისინი სასტიკად ავიწროვებდნენ პლებეებს, რომლებიც ტრიბუნების გარეშე თავს ვეღარ იცავდნენ. სენატმა დაკარგა თავისი მნიშვნელობა, რის გამოც სენატორებიც უკმაყოფილონი იყვნენ. როდესაც გავიდა ერთი წელი და დეცემვირებს ვადა ამოეწურათ, მათ უარი თქვეს არჩევნების ჩატარებაზე.

ძვ. წ. 449 წელს მოხდა გადატრიალება, რის შედეგადაც დეცემვირების ძალაუფლება დაემხო და ისევ იქნენ არჩეულნი კონსულები და ტრიბუნები.

Decemviri Stlitibus Iudicandis

რედაქტირება

Decemviri Litibus ან Stlitibus Judicandis წარმოადგენდნენ სასამართლო კოლეგიას და განიხილავდნენ სამოქალაქო საქმეებს. როგორც ჩანს ეს ინსტიტუტი არ იყო ჩამოყალიბებული ძვ. წ. 292 წლამდე, თუმცა ტიტუს ლივიუსთან (III; 55) პირველად 10 კაციანი სასამართლო კოლეგია მოხსენებულია ძვ. წ. 449 წელს, როგორც პლებეური მაგისტრატურა და შეიქმნა 12 ცხრილის კანონების ჩამოყალიბების შემდეგ. დეცემვირების ხელმძღვანელი იყო პრეტორი, ხოლო მათი არჩევა ხდებოდა სახალხო კრებებზე. ამ სასამართლომ რესპუბლიკის დასასრულამმდე იარსება.

Decemviri Sacris Faciundis

რედაქტირება

Decemviri Sacris Faciundis იყო სასულიერო კოლეგია, მის წევრებს მთელი სიცოცხლით ირჩევდნენ. მათი მთავარი მოვალეობა იყო სიბილინის წიგნების დაცვა და მათში არსებული წინასწარმეტყველებების წაკითხვა. თავდაპირველად ეს კოლეგია ორი კაცისგან შედგებოდა და შესაბამისად duumviri ეწოდებოდა, ამ კოლეგიასი მხოლოდ ყველაზე წარჩინებულ პატრიციებს ირჩევდნენ. ძვ. წ. 367 წელს მათი რაოდენობა 10 კაცამდე გაიზარდა და დაერქვათ დეცემვირები. ხუთი მათგანი ირჩეოდა პატრიციებისგან ხუთი კი პლებეებისგან. ძვ. წ. 82 წელს სულამ გაზარდა დეცემვირთა რიცხვი 15 კაცამდე და გარდაიქმნა quindecemviri-ად. იულიუს კეისარმა კიდევ ერთი ადამიანი დაამატა კოლეგიას, მაგრამ მოგვიანებით ისევ 15 კაციანი კოლეგია დარჩა.

Decemviri Agris Dandis Adsignandis

რედაქტირება

Decemviri Agris Dandis Adsignandis - მათ ფუნქციაში შედიოდა საჯარო მიწების ხალხისთვის გადანაწილება.

წყაროები

რედაქტირება

ბერძნული და რომაული ლექსიკონი (ინგლისურად)

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დეცემვირი“-დან