მიწისეული ბოჭკოვანა

(გადამისამართდა გვერდიდან Inocybe geophylla)

მიწისეული ბოჭკოვანა (ლათ. Inocybe geophylla) — სოკოს სახეობა ბოჭკოვანას გვარისა, რომლის გავრცელების არეალი მოიცავს ევროპას, აზიას, ჩრდილოეთ ამერიკას, ჩრდილოეთ აფრიკას, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიას.

მიწისეული ბოჭკოვანა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
განყოფილება:  ბაზიდიუმიანი სოკოები
კლასი:  აგარიკომიცეტები
რიგი:  ფირფიტოვანნი
ოჯახი:  ბოჭკოვანასებრნი
გვარი:  ბოჭკოვანა
სახეობა:  მიწისეული ბოჭკოვანა
ლათინური სახელი
Inocybe geophylla (Sowerby) P.Kumm., 1871

შხამიანი სოკოა. შეიცავს მომწამვლელ ნივთიერება მუსკარინს. მოწამვლის სიმპტომები იწყება მიღებიდან 15-30 წუთის შემდეგ. იზრდება ერთეულებად ან დიდ ჯგუფებად წიწვოვან, ფოთლოვან და შერეულ ტყეებში, ზაფხულიდან შემოდგომამდე.

სოკო პირველად აღწერა ფრანგმა მიკოლოგმა პიერ ბიულიარმა 1791 წელს როგორც Agaricus geophyllus.[1] მიმდინარე ბინომიალური სახელწოდება მიანიჭა გერმანელმა მიკოლოგმა პაულ კუმერმა 1871 წელს.[2]

სამეცნიერო სინონიმები:

  • Agaricus geophyllus Bull. (1791)
  • Agaricus geophyllus Sowerby (1798)
  • Agaricus candidus Fr. (1815)
  • Gymnopus geophyllus (Bull.) Gray (1821)
  • Agaricus pleoceps Pers. (1828)
  • Agaricus clarkii Berk. & Broome (1873)
  • Inocybe geophylla var. lilacina (Peck) Gillet (1878)
  • Inocybe geophylla var. lutescens Gillet (1878)
  • Inocybe clarkii (Berk. & Broome) Sacc. (1887)

ქუდის დიამეტრი — 1-3 სმ-მდე, თავიდან კონუსურ-ზარისებრი, შემდეგ — რამდენადმე გაშლილი, სიმწიფეში ახასიათებს ბორცვაკი, აბრეშუმისებრ-ბოჭკოვანია. თავიდან თეთრია, ასაკთან ერთად ოდნავ ვარდისფერი ან იისფერი ელფერით, იშვიათად მოყვითალო, კიდეებთან დახეთქილი. ზედაპირი რადიალურად ბოჭკოვანია.[3] ბუნებაში მიწისეული ბოჭკოვანას რამდენიმე ვარიაცია არსებობს, თეთრი ფერით დაწყებული, ღია-იისფერით დამთავრებული.

ჰიმენოფორი — ფირფიტებიანი, ფირფიეტბი თხელი და ხშირი, შეზრდილი ფეხთან, თეთრი დაშვებული კიდეებით. თავიდან ნაცრისფერია, მოთეთრო, ან ყავისფერი, ასაკთან ერთად მურა ფერს იღებს. მოგვიანებით ყავისფერდება.

ფეხის სიგრძე — 2-5 სმ, სისქე — 0,2-0,5 სმ, ცილინდრული, მთლიანი, სიგრძივ-ბოჭკოვანი, მკვრივი, ძირისკენ გამსხვილებული, გლუვბოჭკოვანი, მოთეთრო, ზედა მხარეს ახასიათებს ფქვილისებრი ნაფიფქი. სიბერეში ფუყეა, თეთრი ან მოყავისფრო. საყელოს გარეშე.[4] დაზიანებისას ფერს არ იცვლის.[4]

რბილობი — თხელი, თეთრი, მყიფე, არასასიამოვნი გემოთი და ფქვილის[4] ან მიწის სუნით.[5]

სპორების ფხვნილი — მოყვითალო-მომურო ან მურა. სპორები — 8-10x4-5 მკმ, ელიფსოიდური, არათანაბარი, ღია-მომურო.

გავრცელება და ეკოლოგია

რედაქტირება

სოკო ფართოდაა გავრცელებული ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში.[4][6] გავრცელების არეალი აგრეთვე მოიცავს, აზიას, ჩრდილოეთ აფრიკას, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიას.[7]

იზრდება ნიადაგზე, ერთეულებად ან დიდ ჯგუფებად წიწვოვან, ფოთლოვან და შერეულ ტყეებში, ბალახიან ადგილებში, ტყის პირებში, გზის პირებზე,[8] პარკებში და ა.შ.

სეზონი — ივლისიდან შემოდგომამდე.

მსგავსი სახეობები

რედაქტირება

ტოქსიკურობა

რედაქტირება

შხამიანი სოკოა. ბოჭკოვანას ბევრი სხვა სახეობის მსგავსად, დიდი რაოდენობით მუსკარინს შეიცავს.[9][10] მოწამვლის სიმპტომები იწყება მიღებიდან 15-30 წუთის შემდეგ და იწვევს ძლიერ ნერწყვდენას, ოფლიანობას, ცრემლდენას. დიდი რაოდენობით მიღების შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს მუცლის ტკივილი, ძლიერი ღებინება, დიარეა, სუნთქვის გაძნელება, მხედველობის დაქვეითება და უკიდურეს შემთხვევაში სიკვიდილიც კი.[11] როგორც წესი გამოჯანმრთელება იწყება 2 საათის შემდეგ.[12] ავადმყოფს მკურნალობენ ატროპინით. დღემდე სოკოთი გარდაცვალების არცერთი ფაქტი არაა დაფიქსირებული.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Pierre Bulliard: „Histoire des champignons de la France”, vol. 2, Editura Barrois le jeune, Belin, Croullebois, Bazan, Paris 1791, tab. 522 (fasc. 127-132)
  2. Kummer, Paul (1871). Der Führer in die Pilzkunde (German). Zerbst: C. Luppe, გვ. 78. 
  3. ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 179, ISBN 99940-856-1-1.
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 Roger Phillips: Mushrooms and Other Fungi of Great Britain and Europe. MacMillan, London 1981, ISBN 978-0-330-26441-9, S. 220 (englisch).
  5. Sven Nilson, Olle Persson (Coauthor), Bo Mossberg (Illustrator): Fungi of Northern Europe 2: Gill-Fungi. Penguin, 1978, ISBN 978-0-14-063006-0, S. 98 (englisch).
  6. David Arora: Mushrooms Demystified. a Comprehensive Guide to the Fleshy Fungi. Ten Speed Press, Berkeley, Kalifornien 1986, ISBN 0-89815-169-4, S. 460 (englisch).
  7. Inocybe geophylla. Discover Life Maps. ციტირების თარიღი: 2016-01-10.
  8. Thomas Laessoe: Mushrooms. The visual guide to over 500 species of mushroom from around the world. Dorling Kindersley Publishers Ltd., 1998, ISBN 978-0-7513-1070-2 (englisch).
  9. Bruno Cetto: „Der große Pilzführer”, vol. 3, Editura BLV Verlagsgesellschaft, München, Berna, Viena 1980, p. 342-343
  10. Hans E. Laux: „Der große Pilzführer, Editura Kosmos, Halberstadt 2001, p. 180-181, ISBN 978-3-440-14530-2
  11. David Pegler: Grzyby Polski i Europy. Warszawa: Hachette Livre Polska, 2008. ISBN 978-83-7575-636-4.
  12. North, Pamela (1967). Poisonous Plants and Fungi in colour. Blandford Press & Pharmacological Society of Great Britain. p. 111.