პინკ ფლოიდის გამოუცემელი სიმღერების სია

(გადამისამართდა გვერდიდან In the Beechwoods)

ბრიტანული პროგრესული როკ ჯგუფი პინკ ფლოიდი ცნობილია იმით, რომ ჩაწერილი აქვს არაერთი კომპოზიცია, რომელიც ოფიციალური სახით არასოდეს გამოცემულა. მოცემულ სიაში წარმოდგენილია მხოლოდ ისეთი კომპოზიციები, რომელთა არსებობა ოფიციალურად არის დადასტურებილი. ჩანაწერთა დიდი ნაწილი წარმოდგენილია სხვადასხვა ბუტლეგზე.

სიდ ბარეტის პერიოდის გამოუცემელი მასალა

რედაქტირება

I Get Stoned (Stoned Alone)

რედაქტირება

I Get Stoned არის სიდ ბარეტის სიმღერა, ჩაწერილი 1966 წლის შემოდგომაზე. სავარაუდოდ, პირველი სტრიქონებია „Living Alone/I Get Stoned“. სიმღერის ძირითადი ფირები დაკარგულია, თუმცა „Living Alone“-ის სათაურით 2 სიმღერიანი დემო ფირი ჩაიწერა სიდის ალბომის Barrett მომზადების პერიოდში, 1970 წელს. ცნობილია, რომ ეს 2 სიმღერიანი დემო კვლავ ინახება EMI-ს არქივში.

„Pink Theme“ არის ჯგუფის კომპოზიცია, რომელიც სრულდებოდა 1966 წელს. ვარაუდობენ, რომ იგი ინსტრუმენტული ნომერი იყო. ჯგუფმა ის ჩაწერა ლონდონში, ყველა წმინდანის სახელობის საეკლესიო დარბაზში, 1966 წლის 14 ოქტომბერს. თუმცა, ეს ან სხვა ჩანაწერი არსად მოიპოვება.

„Flapdoodle Dealing“ არის ჯგუფის კომპოზიცია, რომელიც სრულდებოდა 1966 წელს. ვარაუდობენ, რომ იგი ინსტრუმენტული ნომერი იყო, რომლის სათაური როჯერ უოტერსს ეკუთვნოდა. ჯგუფმა ის ჩაწერა ლონდონში, ყველა წმინდანის სახელობის საეკლესიო დარბაზში, 1966 წლის 14 ოქტომბერს. ეს ან სხვა ჩანაწერი არსად მოიპოვება.

„Let's Roll Another One“ არის სიდ ბარეტის სიმღერა, რომელიც მოგვიანებით გამოვიდა, როგორც „Candy And A Currant Bun“. მასში ჟღერს ორიგინალური ტექსტი, რომელიც ჰალუცინოგენების თემის ჭარბი ციტირების გამო შეცვლილი იქნა.

„She Was A Millionaire“ სიდ ბარეტის სიმღერაა, რომელიც ჩაიწერრა ები-როუდის სტუდიებში, 1967 წლის აპრილში და დაგეგმილი იყო „See Emily Play“-ს შემდეგ სინგლის სახით გამოსაცემად. ცნობილია, რომ პირველი სტრიქონები იყო „She Was A Millionaire/She Had Some Time To Spare“. ინსტრუმენტული ნაწილი ჩაწერილი იქნა პინკ ფლოიდის მიერ, მაგრამ ძირითადი ფირები სავარაუდოდ წაიშალა. მიუხედავად ამისა, სიმღერის ელემენტები მოხვდა ბარეტის სოლო კომპოზიციაში „Opel“, რომელიც 1969 წელს ჩაიწერა. სიდის მიერ ალბომზე Barrett 1970 წელს მუშაობისას ჩაიწერა პირობითი ინსტრუმენტული ვერსიაც (მიკროფონისგან მოშორებით წაღიღინებული ტექსტით). საბოლოოდ, სიმღერა დაუსრულებელი დარჩა, თუმცა 1970 წლის ინსტრუმენტული ვერსია ინახება EMI-ს არქივში.

„Reaction in G“, რომელსაც ხოლმე შეცდომით უწოდებენ „Stoned Alone“, არის პინკ ფლოიდის იშვიათი ინსტრუმენტული კომპოზიცია. მისი ნაწყვეტების მოსმენა შესაძლებელია პინკ ფლოიდის ბუტლეგებზე. თავად კომპოზიცია არის ჯგუფის ცინიკური პასუხი მოყვარულებისა და პრომოუტერების თხოვნაზე, კონცერტებზე დაეკრათ ცნობილი სიმღერები „Arnold Layne“ და „See Emily Play“ (რასაც ჯგუფი პრინციპულად ეწინააღმდეგებოდა). როგორც წესი, კონცერტებზე „Reaction in G“ წარმოდგენილი იყო თავისუფალი მუსიკალური იმპროვიზაციის სახით.

საკონცერტო ვერსია თავდაპირველად ვრცელდებოდა ბუტლეგებზე. საბოლოოდ გამოიცა ბოქს-სეტის The Early Years 1965–1972 შემადგენლობაში.

ინსტრუმენტული ვერსია, ჩაწერილი სტუდიაში Sound Techniques 1967 წლის 4 სექტემბერს. ჩანაწერის პირველი 90 წამი შეტანილია სხვადასხვა ბუტლეგში. ნომერს შეცდომით ეწოდება „Sunshine“ – უკანასკნელი მოგვიანებით იქცა „Matilda Mother“-ის სახელწოდებად.

„One in a Million“ (აგრეთვე ცნობილი როგორც „Rush in a Million“[1], „Once in a Million“, „Rust in a Million“ და „Brush Your Window“) არის ჯგუფის სიმღერა, რომელიც 1967 წელს სრულდებოდა[2]. ცნობილია რომ ჩაიწერა კოპენჰაგენში, 1967 წლის 13 სექტემბერს გამართულ კონცერტზე[2][1][3]. სახელწოდების სხვადასხვა ვერსია გამომდინარეობს იქიდან, რომ ჩანაწერზე ბუნდოვნად ისმის თუ როგორ აცხადებს მას როჯერ უოტერსი (რომელიც სიმღერას თავად ასრულებდა).

„Intremental“ — ჯგუფის ერთ-ერთი სიმღერის თანმხლები ინსტრუმენტული კომპოზიცია, რომელიც ჩაიწერა 1967 წელს, სტუდიაში De Lane Lea[4]. ვარაუდობენ, რომ ეს არის კომპოზიციის In The Beechwoods გაგრძელება.

„Early Morning Henry“ არის დემო ვერსია, რომელიც იწერებოდა იგივე პერიოდში, რაც „Set The Controls For The Heart Of The Sun“ - როგორც მითითებულია დევიდ პარკერის წიგნში „Random Precision“, სადაც განიხილება სიდ ბარეტის ჩანაწერები. ავტორმა, თავისივე აღიარებით, სცადა ნიკ მეისონთან დაკავშირება, რათა დაედგინა, თუ რა იყო ეს სიმღერა, თუმცა მეისონს მასზე არაფერი ახსოვდა. ითვლება, რომ სიმღერის ძირითადი ფირი დაკარგულია.

„Green Onions“-ის, Booker T. & the M.G.'s-ის სიმღერის ვერსია. შესრულდა BBC1-ის გადაცემაში Tomorrow's World, 1967 წლის 12 დეკემბერს.

„Have You Got It Yet?“ — სიდ ბარეტის მიერ დაწერილი, დაუსრულებელი სიმღერა. იქმნებოდა იმ პერიოდში, როდესაც პინკ ფლოიდი ხუთკაციანი შემადგენლობით არსებობდა (დევიდ გილმორის ჩათვლით). ამ პერიოდში ბარეტს, რომლის გონებრივი მდგომარეობა და გართულებული ხასიათი ჯგუფს პრობლემებს უქმნიდნენ, ურჩიეს შინ დარჩენა და სიმღერების წერა. დაგეგმილი იყო, რომ იგი ჯგუფისათვის სიმღერებს ისევე შექმნიდა, როგორც The Beach Boys-ის წევრი ბრაიან უილსონი, რომელიც ასევე შინაურ პირობებში მუშაობდა[5][6][7].

ბარეტის არაპროგნოზირებადი ქცევა და იუმორის იდიოსინკრეზული გრძნობა[8] საბოლოო ჯამში აისახა Have You Got It Yet?-ში. როდესაც ჯგუფის სხვა წევრებმა სცადეს სიმღერის გაცნობა და შესრულება, სიდი ცვლიდა მელოდიასა და სტრუქტურას და სხვები ვერ მიჰყვებოდნენ მის ჩანაფიქრს[6][7] while singing the chorus "Have You Got It Yet?" and having the rest of the band answer "No, no!".[9]. სიმღერისას სიდი იმეორებდა ფრაზას „Have You Got It Yet?“ (ქართ. უკვე მიხვდით?), სხვები კი პასუხობდნენ - „No, no!“ (ქართ. უკვე მიხვდით?). ჯგუფიდან წასვლამდე ეს იყო სიდის მიერ სიმღერის დაწერის უკანასკნელი მცდელობა. ფილმში „The Pink Floyd and Syd Barrett Story“ როჯერ უოტერსი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც სიდი სიმღერას შესასწავლად სულ უფრო და უფრო შეუძლებელ მასალად აქცევდა, მან (უოტერსმა) გადადო ბას გიტარა, დატოვა ოთახი და აღარასოდეს დაუკრავს სიდთან. ჯგუფის ან ბარეტის მიერ სიმღერის საბოლოო ვერსია არ ჩაწერილა.

გვიანდელი პერიოდის გამოუცემელი მასალა

რედაქტირება

ინსტრუმენტული კომპოზიციები „კომიტეტიდან“

რედაქტირება

1968 წლის დასაწყისში პინკ ფლოიდმა ჩაწერა რამდენიმე ინსტრუმენტული კომპოზიცია, რომლებიც მოხვდა პიტერ საიკსის ფილმში „კომიტეტი“. თავდაპირველად სიმღერები უნდა დაეწერა სიდ ბარეტს, მაგრამ მისი სოლო-მცდელობები წარუმატებელი აღმოჩნდა. ჯგუფმა, უკვე გილმორთან ერთად, ყველაფერი ჩაწერა ლონდონში. ორი ძირითადი კომპოზიცია ეფუძნება ერთსა და იმავე მელოდიას, თუმცა წარმოდგენილია სხვადასხვა ტემპით. გიტარის მთავარი რიფი ჟღერს პირველ ვერსიაში, ხოლო კლავიშებიანები – მეორეში. მესამე, ხანგრძლივი ინსტრუმენტული ნომერი, არის „Careful With That Axe, Eugene“-ის ადრეული ვერსია. მისი შესავალი წარმოადგენს ტაბლებზე დაკრულ პარტიას, რომელიც სტუდიაში უკუღმა შებრუნებული ეფექტით დაამუშავეს. აგრეთვე ჟღერს გიტარებს და მაღალი ტონალობის მქონე ხმოვანი ეფექტი. სპეციფიკური ჟღერადობის გამო ზოგიერთი მსმენელი თვლის, რომ იგი წარმოადგენს ბარეტის იდეას, რომელიც თავად ჯგუფმა მოგვიანებით გამოიყენა. პირველი და მეორე კომპოზიცია გამოვიდა ბოქს-სეტის The Early Years 1965—1972 შემადგენლობაში.

ჩაიწერა 1968 წლის 13 თებერვალს, ალბომის A Saucerful of Secrets სესიების პერიოდში.

ჩაიწერა 1968 წლის 13 თებერვალს, ალბომის A Saucerful of Secrets სესიების პერიოდში. ხმის მიქსზე იმავე დღეს იმუშავეს.

Incarceration of a Flower Child

რედაქტირება

1968 წელს როჯერ უოტერსის მიერ დაწერილი სიმღერა, რომელიც პინკ ფლოიდის მიერ არასოდეს ჩაწერილა[10]. სავარაუდოდ, მისი ტექსტი სიდ ბარეტის შესახებ არის[11][12], მაგრამ უოტერსს ეს არ დაუდასტურებია. სიმღერა საბოლოოდ ჩაიწერა მერიან ფეიტფულის მიერ, 1999 წლის ალბომისთვის Vagabond Ways[11][12][13]. მისი პირველი სტრიქონების თანმხლები მელოდია და ტექსტი სიმღერის „Your Possible Pasts“ იდენტურია (ალბომიდან The Final Cut).

Stefan's Tit არის გამოუცემელი სიმღერა ალბომის More ჩაწერის სესიებიდან.

სხვა გამოუცემელი სიმღერა ალბომის More ჩაწერის სესიებიდან.

Theme (Dramatic Version)

რედაქტირება

გამოუცემელი სიმღერა ალბომის More ჩაწერის სესიებიდან.

„Alan's Blues“ არის ინსტრუმენტული ბლუზური კომპოზიცია, რომელიც პირველად ფილმისათვის „ზაბრისკი პოინტი“, 1969 წლის დეკემბერში ჩაიწერა. ეს ვერსია 1997 წელს, ფილმის საუნდტრეკის ვრცელ ვერსიასთან ერთად გამოიცა, სათაურით „Love Scene 6“. 1970 წელს იგი სრულდებოდა კონცერტებზე, საუნდტრეკის სხვადასხვა ინსტრუმენტულ კომპოზიციასთან, მაგრამ მოგვიანებით საკონცერტო პროგრამიდან ამოღებული იქნა. 1972 წელს იგი სრულდებოდა ბისზე. შესაძლოა, ჩაწერილი იქნა 1971 წელს. მოიპოვება საკონცერტო ბუტლეგურ ჩანაწერებზე, ხშირად - სათაურით „Pink Blues“.

გამოუცემელი კომპოზიცია ფილმის „ზაბრისკი პოინტი“ საუნდტრეკის ჩაწერის პერიოდიდან. ჩაწერილია 1969 წელს და ეფუძნება დევიდ გილმორის სოლო კომპოზიციას „The Narrow Way“ (ალბომიდან Ummagumma)[14]. საუნდტრეკსა და ფილმში გამოყენებული არ იქნა, მაგრამ შეტანილია ბუტლეგურ ჩანაწერებში. განსხვავებული ვერსიას ოფიციალურად გამოვიდა საუნდტრეკის 2 დისკიან გამოცემაზე (1997).

ვრცელი ინსტრუმენტული კომპოზიცია, რომელიც დაგეგმილი იყო ფილმის „ზაბრისკი პოინტი“ ერთ-ერთ, უდაბნოში სქესობრივი აქტის ამსახველ სცენაში შესატანად[15][16]. ჩაიწერა მისი სამი დუბლი - Love Scene No. 1, Love Scene No. 2 და Love Scene No. 3. ყოველი მათგანი ერთმანეთისგან განსხვავდება, მაგრამ სამივეში ჟღერს ორგანისა და გიტარის მოტივი. Oenone მომდინარეობს ბერძნული მითოლოგიის პერსონაჟის სახელიდან. სხვადასხვა ბუტლეგურ ჩანაწერზე ასევე მითითებულია სათაური Oneone.

იმპროვიზაცია, ჩაწერილი Atom Heart Mother-ის 1970 წლის ტურნეს პერიოდში. ახლოს არის „Biding My Time“-ის ბლუზურ იმპროვიზაციასთან.

ხშირად უწოდებენ უბრალოდ „Blues“-ს. ეს არის ბლუზური იმპროვიზაცია, რომელიც ჟღერდა Meddle-ის პერიოდის კონცერტებზე, 1971 წელს. იხ. აგრეთვე „Alan's Blues“.

Corrosion in the Pink Room

რედაქტირება

„Corrosion in the Pink Room“ არის კომპოზიცია, რომლის ავტორები არიან როჯერ უოტერსი, დევიდ გილმორი, რიჩარდ რაიტი და ნიკ მეისონი. ეს არის ინსტრუმენტული ნომერი, რომელიც 1970-იანი წლების დასაწყისში ჯგუფის კონცერტებზე სრულდებოდა. წარმოადგენს ავანგარდულ კოლაჟს, რომელშიც გაერთიანებულია რაიტის მიერ ფორტეპიანოზე შესრულებული მელოდია, როჯერ უოტერსის სკეტ ვოკალი (კომპოზიის „Several Species of Small Furry Animals Gathered Together in a Cave and Grooving with a Pict“ მსგავსად), „Funky Dung“-ის მსგავსი ფანკური იმპროვიზაცია და ვეშაპების მსგავსი ხმები, რომლებიც ასევე ჟღერს სიმღერებში „Embryo“ და „Echoes“. მიუხედავად იმისა, რომ კომპოზიცია ოფიციალურად არ გამოცემულა, არსებობს მისი ვიდეოჩანაწერი. როჯერ უოტერსი კომპოზიციის შესრულებისას ხშირად ახსენებდა ვინმე სტივენს – სავარაუდოდ, იგი გულისხმობდა ჯგუფის მენეჯერ სტივ ო’რურკს.[17]

ნიკ მეისონის მიერ 1969 წელს ჩაწერილი სიმღერა. ეს BBC-ს რადიოსადგურისათვის იქნა ჩაწერილი. აღსანიშნავია, რომ ეს ერთ-ერთია ჯგუფის ოთხი სიმღერიდან, რომლებშიც ჟღერს ნიკის ვოკალი. სიმღერა მხოლოდ ბუტლეგურ ჩანაწერებზე მოიპოვება.

ბლუზური იმპროვიზაცია, რომელიც შესრულდა 1970 წელს მონტრეში. უოტერსმა გამოაცხადა: „დრო აზროვნების გასაფართოვებლად აღარ არის, ამიტომ დავუკრავთ დამამშვიდებელ მუსიკას“. მიუხედავად იმისა, რომ ნომერი „Alan's Blues“-ის მსგავსია, აგრეთვე ჟღერს ელემენტები „Atom Heart Mother“-იდან და „Mudmen“-იდან. ჩანაწერი შეტანილია ბუტლეგში Early Flights, Volume 1.

ეს სიმღერა დაიწერა როჯერ უოტერსის მიერ. სიმღერა ეძღვნება უსიამოვნო გამოცდილებას, რომელიც ჯგუფმა შეიძინა ჟურნალში გამოქვეყნებული, სასმელის Gini რეკლამის შემდეგ. სპეციალურად ამ რეკლამისათვის პინკ ფლოიდის წევრებმა რამდენიმე პრომო-ფოტოსურათი გადაიღეს. ტექსტში საუბარი იყო სულის უდაბნოში გაყიდვაზე. ცნობილია მისი მეორე სათაურიც, „How Do You Feel?“.

გარდა ამისა, არსებობს ვარაუდი, რომ „Bitter Love“ იყო რეკლამისათვის ჩაწერილი სიმღერა, ხოლო „How Do You Feel?“ იყო სწორედ ის, რაც როჯერმა დაწერა წარუმატებელ სარეკლამო კამპანიასთან დაკავშირებით.

„Drift Away Blues“ არის პირობითი სათაური, რომლითაც ცნობილია ჯგუფის მიერ 1977 წლის 6 ივლისს, მონრეალში[18], ბისზე შესრულებული ბლუზური იმპროვიზაცია. კომპოზიციას წინ უსწრებდა დამქანცველი საკონცერტო ტურნე.

ჯგუფის 1977 წლის ტურნე In the Flesh იყო პირველი, რომელიც მოიცავდა დიდ სტადიონებს. 1977 წლის ივლისში, მონრეალში გამართული შოუს დროს მოყვარულთა მცირე ჯგუფი, რომელიც სცენის წინ იმყოფებოდა, თავისი ყვირილით იმდენად გამაღიზიანებლად მოქმედებდა როჯერზე, რომ მან მოთმინება დაკარგა და ერთ-ერთ მათგანს შეაფურთხა. შემდეგ უოტერსმა გამოაცხადა: „ვინაიდან საკუთარ სიმღერებს ვეღარ ვუკრავთ, აი ამ მუსიკის თანხლებით შინ წავიდეთ“. დევიდ გილმორი ინციდენტით გაღიზიანებული იყო და სცენა დატოვა. ბლუზის სამოყვარულო ჩანაწერი ბუტლეგურ ჩანაწერებშია შეტანილი.

„Overture“ არის ფილმისთვის „პინკ ფლოიდი: კედელი“ დაწერილი შესავალი.[19] უცნობია, ჩაწერილა თუ არა იგი ოდესმე.[19]

ალბომში The Wall შესატანად დაგეგმილი კომპოზიცია, რომელშიც რადიო დიჯეი მაყურებლებს დასცინოდა. სხვადასხვა წყარო არასწორად უთითებს მის სათაურს, როგორც „The Death of Disco“ ან „The Death of Cisco“. ვარაუდობენ, რომ სიმღერაში გამოყენებულმა ტექსტურმა იდეებმა გადაინაცვლეს „In the Flesh“-ში, ხოლო გიტარაზე შესრულებული რიფი მოხვდა „Young Lust“-ში.

გამოუცემელი ალბომები

რედაქტირება

„კომიტეტი“ - საუნდტრეკი

რედაქტირება

ერთ დროს დაგეგმილი იყო ფილმში „კომიტეტი“ შეტანილი მუსიკალური ჩანაწერების კრებულის გამოცემა. ამ ფილმისათვის ჯგუფმა ჩაწერა რამდენიმე უსათაური კომპოზიცია. ფილმში ასევე ჟღერს ჯგუფის The Crazy World of Arthur Brown სიმღერა „Nightmare“.

ბუტლეგური ჩანაწერები (როგორც გრამფირფიტებისა, ასევე СD-ების სახით) ჯგუფის მოყვარულთა მიერ იქნა გავრცელებული. მოპოვებული მასალა ხანგრძლივობით შეადგენს სტანდარტული გრამფირფიტის ერთ მხარეს. ვარაუდობენ, რომ ამის გამო მისი გამოცემა კომერციულად მომგებიანი არ იქნებოდა.

„ზაბრისკი პოინტი“ - საუნდტრეკი

რედაქტირება

2011 წელს ბუტლეგური ჩანაწერების განხილვისა და გაცვლის ერთ-ერთ ფორუმზე გავრცელდა დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ ფილმის „ზაბრისკი პოინტი“ საუნდტრეკის გამოცემა დაგეგმილი იყო განსხვავებული სახით - მხოლოდ პინკ ფლოიდის მუსიკით (რომლის ნაწილი არ იქნა შეტანილი ფილმში). გავრცელებული ინფორმაციით, კომპოზიციების სია უნდა ყოფილიყო ასეთი:

  1. „Heart Beat, Pig Meat“
  2. „Country Song“
  3. „Fingal's Cave“
  4. „Crumbling Land“
  5. „Alan's Blues“
  6. „Oenone“
  7. „Rain in the Country/Unknown Song“
  8. „Come in No. 51, Your Time Is Up/Careful with That Axe, Eugene“

16 დამატებითი კომპოზიცია ოფიციალურად გამოვიდა ბოქს-სეტის The Early Years 1965—1972 შემადგენლობაში.

ალბომის The Dark Side of the Moon წარმატების შემდეგ ჯგუფი ერთგვარ კრიზისში იმყოფებოდა და სცადა ექსპერიმენტული Household Objects-ის ჩაწერა. მუსიკალური ბგერების მისაღებად ჯგუფის წევრები სტუდიაში ატარებდნენ ცდებს შინაური მოხმარების სხვადასხვა ნივთთან - ხელის მიქსერებთან, რეზინის ფირებთან, ჭიქებთან და ა.შ. სხვადასხვა მიზეზის გამო, ალბომზე მუშაობა შეწყვიტეს.

ჯგუფის კამპანიის Why Pink Floyd...? ფარგლებში 2011 წლის სექტემბერსა და ნოემბერში გამოიცა ორი კომპოზიცია ამ სესიებიდან - „The Hard Way“ და „Wine Glasses“.

ალბომის The Wall მიხედვით შექმნილი ფილმის „პინკ ფლოიდი: კედელი“ (1982) გადაღების პერიოდში ჯგუფს დაგეგმილი ჰქონდა სპეციალური ფილმისათვის ჩაწერილი სიმღერებისგან შედგენილი ინდივიდუალური ალბომის გამოცემა. მასში ასევე დაგეგმილი იყო ალბომის პერიოდში სტუდიაში ჩაწერილი დემო ვერსიების შეტანა. ალბომის ორიგინალური სათაური უნდა ყოფილიყო „Spare Bricks“ (ქართ. სათადარიგო აგურები), თუმცა მოგვიანებით იგი The Final Cut-ით შეცვალეს.

The Big Spliff არის ემბიენტური მუსიკის ჟანრის და იქმნებოდა ალბომის The Division Bell პარალელურად. ჯგუფის წევრები აპირებდნენ მის გამოცემას,[20] მაგრამ ჩანაფიქრზე უარი თქვეს. მიუხედავად ამისა, 2014 წელს ცნობილი გახდა, რომ ჯგუფის ახალი ალბომი The Endless River ეფუძნებოდა ამ სესიებს.[21] ნიკ მეისონმა და დევიდ გილმორმა განმარტეს, რომ გამოყენებული იქნებოდა მხოლოდ მცირე ნაწილი.[22]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Unreleased Pink Floyd material: One in a Million. Pinkfloydhyperbase.dk. ციტირების თარიღი: 21 სექტემბერი 2012.
  2. 2.0 2.1 პალასიოსი, ჯულიან (2010). „Summer Tempests“, Syd Barrett & Pink Floyd: Dark Globe, განახლებული, ლონდონი: Plexus, გვ. 272. ISBN 0-85965-431-1. 
  3. მენინგი, ტობი (2006). „Soundtracks, Compilations & Bootlegs“, The Rough Guide to Pink Floyd, პირველი გამოცემა, ლონდონი: Rough Guides, გვ. 226. ISBN 1-84353-575-0. 
  4. პალასიოსი, ჯულიან (2010). „Vegetable Man“, Syd Barrett & Pink Floyd: Dark Globe, განახლებული, ლონდონი: Plexus, გვ. 288. ISBN 0-85965-431-1. 
  5. შეფნერი, ნიკოლას (2005). „Apples and Oranges“, Saucerful of Secrets: პინკ ფლოიდის ოდისეა, ახალი, ლონდონი: Helter Skelter, გვ. 265. ISBN 1-905139-09-8. 
  6. 6.0 6.1 მენინგი, ტობი (2006). „The Underground“, The Rough Guide to Pink Floyd, პირველი გამოცემა, ლონდონი: Rough Guides, გვ. 45. ISBN 1-84353-575-0. 
  7. 7.0 7.1 შეფნერი, ნიკოლას (2005). „Prologue - Wish You Were Here“, Saucerful of Secrets: პინკ ფლოიდის ოდისეა, ახალი, ლონდონი: Helter Skelter, გვ. 14. ISBN 1-905139-09-8. 
  8. დილორენცო, კრის. "Syd Barrett: Careening Through Life." Trouser Press February 1978 გვ. 26–32
  9. პალასიოსი, ჯულიან (2010). „Thunder Within the Earth“, Syd Barrett & Pink Floyd: Dark Globe, განახლებული, ლონდონი: Plexus, გვ. 317. ISBN 0-85965-431-1. 
  10. თომპსონი, დეივ. Incarceration of a Flower a Child - Marianne Faithfull : Listen, Appearances, Song Review. AllMusic. ციტირების თარიღი: 20 სექტემბერი 2012.
  11. 11.0 11.1 პალასიოსი, ჯულიან (2010). „The Return of Ulysses“, Syd Barrett & Pink Floyd: Dark Globe, განახლებული, ლონდონი: Plexus, გვ. 392. ISBN 0-85965-431-1. 
  12. 12.0 12.1 მენინგი, ტობი (2006). „The Underground“, The Rough Guide to Pink Floyd, პირველი გამოცემა, ლონდონი: Rough Guides, გვ. 46. ISBN 1-84353-575-0. 
  13. დემელონი, ტომ. Vagabond Ways - Marianne Faithfull : Songs, Reviews, Credits, Awards. AllMusic. ციტირების თარიღი: 20 სექტემბერი 2012.
  14. http://pinkfloydhyperbase.dk/unreleased/index.html#RAIN IN THE COUNTRY
  15. მენინგი, ტობი (2006). „Soundtracks, Compilations & Bootlegs“, The Rough Guide to Pink Floyd, პირველი გამოცემა, ლონდონი: Rough Guides, გვ. 227. ISBN 1-84353-575-0. 
  16. Unreleased Pink Floyd material: Oenone. Pinkfloydhyperbase.dk. ციტირების თარიღი: 21 სექტემბერი 2012.
  17. მეისონი, ნიკ. Inside Out: A Personal History of Pink Floyd (Weidenfeld & Nicolson, 2004). ISBN 978-0-297-84387-0.
  18. AWAY BLUES
  19. 19.0 19.1 Unreleased Pink Floyd material: Overture. Pinkfloydhyperbase.dk. ციტირების თარიღი: 21 სექტემბერი 2012.
  20. მეისონი, ნიკ. Inside Out: A Personal History of Pink Floyd, გვ. 315. 
  21. Pink Floyd to release new album The Endless River in October. Consequence of Sound (6 ივლისი, 2014). ციტირების თარიღი: 6 ივლისი, 2014.
  22. იანგი, ალექს. (22 სექტემბერი 2014) Pink Floyd reveals details of new album, The Endless River. ციტირების თარიღი: 22 სექტემბერი 2014.