Ich bin ein Berliner
ეს სტატია არის ნაწილი სერიისა: | |||
ანტიკური დრო | |||
ძველი გერმანელები | |||
მიგრაციის პერიოდი | |||
ფრანკთა სახელმწიფო | |||
შუა საუკუნეები | |||
აღმოსავლეთ ფრანკთა სამეფო | |||
საღვთო რომის იმპერია | |||
ერთიანი სახელმწიფოს შექმნა | |||
რაინის კავშირი | |||
გერმანიის კავშირი | |||
გერმანიის რევოლუცია 1848/49 | |||
ჩრდილო გერმანიის კავშირი | |||
გერმანიის გაერთიანება (1871) | |||
გერმანიის რაიხი | |||
გერმანიის იმპერია | |||
პირველი მსოფლიო ომი | |||
ვაიმარის რესპუბლიკა | |||
მესამე რაიხი | |||
მეორე მსოფლიო ომი | |||
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ | |||
ოკუპაცია | |||
დას. გერმანია + აღმ. გერმანია | |||
გერმანიის გაერთიანება (1990) | |||
თანამედროვეობა | |||
გერმანია |
„Ich bin ein Berliner“ (გერმანული წარმოთქმა: [ˈʔɪç ˈbɪn ʔaɪn bɛɐ̯ˈliːnɐ] , „მე ბერლინელი ვარ“) — შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯონ ფ. კენედის გამოსვლა 1963 წლის 26 ივნისს, დასავლეთ ბერლინში. იგი ფართოდ განიხილება როგორც ყველაზე ცნობილი გამოსვლა ანტიკომუნიზმისა და ცივი ომის ისტორიაში. კენედი მიზნად ისახავდა ხაზი გაესვა შეერთებული შტატების მხარდაჭერისთვის დასავლეთ გერმანიისადმი 22 თვის შემდეგ, როდესაც საბჭოთა კავშირის მიერ დაკავებულ აღმოსავლეთ გერმანიაში აღიმართა ბერლინის კედელი დასავლეთში მასობრივი ემიგრაციის თავიდან ასაცილებლად. ეს გამოსვლა გზავნილი იყო როგორც ბერლინელების, ისე საბჭოთა კავშირისადმი და აჩვენებდა აშშ–ს პოლიტიკის აშკარაუკმაყოფილებას ბერლინის კედლის მშენებლობის გამო. მეტყველების შემდეგ კიდევ ერთი ფრაზა იქნა ნათქვამი გერმანულ ენაზე, "Lasst sach nach Berlin kommen" ("მიეცით საშუალება ბერლინში მოვიდნენ").
Ich bin ein Berliner-ის (მე ვარ ბერლინელი) გამოსვლა | |
ჯონგ ფ. კენედის გამოსვლა Rathaus Schöneberg-ის შენობასთან მდებარე პლატფორმაზე, 1963 წლის 26 ივნისს (ხანგრძლივობა 9:01); “Ich bin ein Berliner“ პირველად ჩნდება 1:45-ზე, შემდეგ კიდევ ერთხელ 8:43-ზე.
| |
გამოსვლა ითვლება კენედის ერთ-ერთ საუკეთესოდ, აგრეთვე, ცივი ომის შესანიშნავ მომენტად და ახალი ფრონტის მაღალ წერტილად. ეს დასავლეთ ბერლინელებისთვის დიდი ზნეობრივი მოტივაცია იყო, რადგან ისინი აღმოსავლეთ გერმანიის ღრმად მდებარე, დასავლეთ გერმანიის კონტროლირებად ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ და ეშინოდათ აღმოსავლეთ გერმანიის შესაძლო ოკუპაციის. გამოსვლა ჩატარდა Rathaus Schöneberg-ის შენობასთან მდებარე პლატფორმაზე, სადაც 120 000 მაყურებლის თვალწინ, კენედიმ თქვა:
კენედიმ გამოსვლისას ორჯერ გამოიყენა ეს ფრაზა, მათ შორის დასასრულს, წინადადება წარმოთქვა ბოსტონის აქცენტით და წაიკითხა მისი ნოტიდან „ish bin ein Bear lee ner“, რომელიც ეწერა ინგლისური ორთოგრაფიის გამოყენებით, რათა გერმანული გამოთქმისთვის მიებაძა. მან ასევე გამოიყენა civilis romanus sum- ის კლასიკური ლათინური გამოთქმა, კერძოდ, c გამოთქვა, როგორც [ k ] და v როგორც [ w ].
არსებობს გავრცელებული მცდარი მოსაზრება (გერმანულენოვანი ქვეყნების ფარგლებს გარეთ), რომ ფრაზა არ იქნა გამოყენებული სწორად და სინამდვილეში ნიშნავს „მე ვარ ნამცხვარი“, რაც გულისხმობს ბერლინის დონატს. შემდეგში ეს ხუმრობა გადაიქცა ურბანულ ლეგენდად.
ფონი
რედაქტირებაგერმანიის დედაქალაქი ბერლინი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მდებარეობდა საბჭოთა კავშირის მკაცრად კონტროლირებადი ტერიტორიის სიღრმეში, დაყოფილი იყო ოთხს სხვადასხვა სექტორად, რომლებსაც აკონტროლებდა ანტიჰიტლერული კოალიციის ოთხი მოკავშირე ძალა: ამერიკის შეერთებული შტატები, გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი და საბჭოთა სოციალური რესპუბლიკების კავშირი. ცივი ომის კრიზისიდან გამომდინარე, საბჭოთა ძალებმა წამოიწყეს ბერლინის ბლოკადა, რომლის საპასუხოდ დასავლურმა ძალებმა დაიწყეს საჰაერო მისიები, რათა ბერლინის მეორე ნაწილში დახმარება გადაეტანათ. ამის შემდეგ, ნატოს მოკავშირეების მიერ კონტროლირებადი სექტორები გახდა დასავლეთ გერმანიის ექსკლეივი, რომელიც მთლიანად გარშემორტყმული იყო აღმოსავლეთ გერმანიით. 1952 წლიდან დაწყებული, საზღვარი აღმოსავლეთ და დასავლეთს შორის დახურული იყო ყველგან, გარდა ბერლინისა. ასობით ათასმა ადამიანმა აღმოსავლეთ გერმანია დატოვა, დასავლეთის გავლით დასავლეთ ბერლინში, რამაც გამოიწვია შრომითი გადინება და რომ აღმოსავლეთ გერმანია ეკონომიკური კოლაფსის საფრთხის ქვეშ დააყენა.
სიტყვის გენეზისი და შესრულება
რედაქტირებაწარმოშობა
რედაქტირებამოგზაურობამდე, პრაქტიკულ სესიებში, კენედიმ გაიარა მცირე ზომის გერმანული კითხვის პრაქტიკა, მათ შორის რამდენიმე წინადადება და აბზაცებიც კი; ამ სესიებში მას დაეხმარა მარგარეტ პლიშკე, თარჯიმანი, რომელიც მუშაობდა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში; ტედ სორენსენი, კენედის მრჩეველი და ჩვეული გამოსვლების ტექსტის მწერალი; და რობერტ ლოხნერი, რომელიც გაიზარდა ბერლინში. სწრაფად გაირკვა, რომ პრეზიდენტს ენების სწავლის ნიჭი არ ჰქონდა ბოძებული და სავარაუდოდ, გამოსვლისას შერცხვებოდა, თუ ამ წინადადებაზე მეტს იტყოდა[1]
განხორციელება
რედაქტირებაRathaus Schöneberg-ის კიბეებზე მოწყობილი გრძელი მაგიდასთან იმყოფებოდნენ ამერიკელი და გერმანელი მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის იყვნენ დეკან რასკი (კენედის სახელმწიფო მდივანი), ლუციუს დ. კლეი (ამერიკელი ადმინისტრატორი გერმანიაში), კონრად ადენაუერი (გერმანიის კანცლერი), ვილი ბრანდტი და ოტო ბახი (ბერლინის Abgeordnetenhaus-ის პრეზიდენტი). ხალხის რაოდენობა შეადგენდა 450 000 კაცს. ბახმა პირველ რიგში ისაუბრა ბერლინში განვითარებული მოვლენების შესახებ, განსაკუთრებით ყურადღება გაამახვილა კედელზე. მას მოსდევდა კონრად ადენაუერი, რომელმაც მოკლედ ისაუბრა და დამსწრე საზოგადოებას პრეზიდენტი წარუდგინა.
კენედის თან ახლდა არა რობერტ ლოხნერი, არამედ ჰაინც ვებერიც ბერლინის მისიის; ვებერმა პრეზიდენტის გამოსვლა აუდიტორიას გადაუთარგმნა. გარდა გამოსვლის ტექსტისა, რომელიც ფურცელზე ეწერა, კენედის ჰქონდა ცალკე ბარათი, რომელზეც მან თავად დაწერა გერმანული და ლათინური ფრაზების ფონეტიკური გამოთქმა და ყველა გააკვირვა, როდესაც ზოგისთვის მანამდე ნაცნობი ტექსტს გადაუხვია, რომლის მომზადებასაც კვირა დასჭირდა და ამის ნაცვლად, მან იმპროვიზაციის ხერხს მიმართა. [1]
მეტყველება კულმინაციურად დასრულდა ფრაზის — Ich bin ein Berliner-ის მეორედ წარმოთქმისას: „დღეს, თავისუფლების სამყაროში, ყველაზე საამაყო ტრაბახია Ich bin ein Berliner! “. დამსწრეები წყნარად იყვნენ, სანამ ვებერმა თარგმნა და გაიმეორა პრეზიდენტის გერმანული ფრაზა; კენედის აშკარად გულზე მოეშვა და გაუხარდა გულშემატკივრების პოზიტიური რეაქცია და მადლობა გადაუხადა ვებერს თარგმანისთვის. ვებერმა ეს კომპლიმენტიც თარგმნა. დაუმის სიტყვების თანახმად, ამ სიტყვების ხალხის ყურამდე მიტანის შემდეგ კენედი იღიმოდა ისეთი ბიჭის მსგავსად, რომელმაც ახლახან გადატრიალება მოახდინა. [1]
კენედის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი მაკჯორგ ბანდი ფიქრობდა, რომ გამოსვლა „ცოტა შორს წავიდა“, რადგან საბჭოთა კავშირის მიმართ დამრიგებლობითი ტონი ჰქონდა, ამიტომ იმავე დღეს, მოგვიანებით, ჩანიშნა მეორე გამოსვლა, რომელიც უფრო რბილი ტონით გამოირჩა. [2]
შედეგები და მემკვიდრეობა
რედაქტირებამიუხედავად იმისა, რომ მყისიერი რეაქცია დასავლეთ გერმანიის მოსახლეობის მხრიდან პოზიტიური იყო, საბჭოთა ხელისუფლება ნაკლებად კმაყოფილი დარჩა, რადგან სულ რაღაც ორი კვირით ადრე, კენედიმ უფრო დამაჯერებელი ტონით ისაუბრა და მოიხსენია საბჭოთა კავშირთან ურთიერთობის გაუმჯობესების საკითხები. კენედის ბერლინში გამოსვლის საპასუხოდ, ნიკიტა ხრუშჩოვმა რამდენიმე დღის შემდეგ აღნიშნა, რომ „ერთი შეხედვით ადამიანი იფიქრებდა, რომ გამოსვლები გაკეთდა ორი სხვადასხვა პრეზიდენტის მიერ”. [3]
რონალდ რეიგანმა გამოავლინა სენტიმენტები და გაიხსენა კენედის გამოსვლა 24 წლის შემდეგ, თავისი სიმბოლური გამოსვლის —„Tear down this wall!“-ის დროს, როდესაც მიხაილ გორბაჩოვს მიმართა სიტყვებით: „Mr. Gorbachev, Tear down this wall!“ (ბატონო გორბაჩოვო, ჩამოანგრიეთ ეს კედელი!).
ბერლინში არსებობს კენედის სამახსოვრო ადგილები, მაგალითად, ჯონ ფ. კენედის სახელობის გერმანულ-ამერიკული სკოლა და ჯონ ფ. კენედის ჩრდილოეთ ამერიკული კვლევების ინსტიტუტი. Rathaus Schöneberg–ის წინ მდებარე მოედანს სახელი გადაერქვა და ეწოდა John-F.-Kennedy-Platz (ჯონ ფიცჯერალდ კენედის მოედანი). კენედისადმი მიძღვნილი დიდი დაფა დამონტაჟებულია შენობის შესასვლელ სვეტზე, ხოლო შესასვლელის ზევით მდებარე ოთახი, რომელიც ზემოდან გააჰყურებს მოედანს, მიეძღვნა კენედის და მის ვიზიტს.
გამოსვლის ორიგინალი ხელნაწერი ინახება ამერიკის ეროვნული არქივებისა და ჩანაწერების ადმინისტრაციაში.
კულტურული ცნობები
რედაქტირებაფრაზა და ლეგენდა ციტირებულია ძალიან ხშირად ამერიკულ მხატვრულ და პოპულარულ კულტურაში. პირდაპირი ციტატის გარდა, არსებობს მრავალი ვარიაცია, დაწყებული „Ich bin ein (+ არსებითი სახელი, მაგალითად, Frankfurter, Hamburger)“, რომელიც, სავარაუდოდ, გასაგები იქნება პირველ რიგში ინგლისურენოვანი აუდიტორიის მიერ ამ გერმანული ფრაზისა და მისი მითის ფართო ცოდნის საფუძველზე. ფრაზა, ალბათ, ორაზროვანია, მაგრამ კონტექსტი არის ნათელი.
ლიტერატურა
რედაქტირება- Daum, Andreas W. (2007). Kennedy in Berlin. Cambridge University Press. ISBN 978-0-521-85824-3.
- Provan, John D. (2013). Ich bin ein Berliner. Berlinstory-Verlag. ISBN 978-3-86368-112-8.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ვინ ცნობილია "Ich bin ein Berliner" ამ დღეს 1963 წელს?[მკვდარი ბმული]
- მისამართის ტექსტი, აუდიო, ვიდეო
- სტატიის შესახებ დაარქივებული 2014-04-12 საიტზე Wayback Machine.
- ჯონ კ. კენედის წერილი ევროპაში მოგზაურობის წარმატების შესახებ 1963 წლის დაარქივებული 2014-05-03 საიტზე Wayback Machine. შაპელის ხელნაწერი ფონდი
- ტექსტი: კენედის ბერლინის მეტყველების ტექსტი
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 Daum, Andreas W. (2008). Kennedy in Berlin. Cambridge: Cambridge UP, გვ. 147–55. ISBN 978-0-521-85824-3.
- ↑ Robert Lochner. „Teaching JFK German“. CNN.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — September 5, 2006. ციტირების თარიღი: 2006-09-24.
- ↑ Ryan, Halford Ross (1995). U.S. presidents as orators: a bio-critical sourcebook. Greenwood, გვ. 219–20. ISBN 978-0-313-29059-6.