გერმანიის რევოლუცია (1848-1849)

(გადამისამართდა გვერდიდან გერმანიის რევოლუცია 1848/49)

გერმანული ქალაქების 1848 წლის რევოლუციები1848 წლის რევოლუციების ნაწილი, რომელთაც თითქმის მთელი ევროპა ჰქონდათ მოცული. რევოლუციის მიზანი იყო ფეოდალიური წყობილების მოსპობა, რევოლუციის მამოძრავაბელი ძალა იყო მცირერიცხოვანი პროლეტარიატი, ხელოსნები და გლეხობა.

გერმანია, ავტორი: ფილიპ პეიტი
რევოლუციონერებთან შეხვედრა ბერლინში, 1848 წლის 19 მარტი

ფეოდალური დაქუცმაცებულობა ხელს უშლიდა კაპიტალიზმის განვითარებას. 1845-1846 წლების მოუსავლიანობამ გააღრმავა ეკონომიკური კრიზისი. ცნობებმა საფრანგეთის მეორე რესპუბლიკის გამოცხადების შესახებ დააჩქარა რევოლუციური პროცესები.

პირველი მასობრივი გამოსვლები მოეწყო 27 თებერვალს ბადენში, მარტში მოძრაობა მოედო დასავლეთ და სახმრეთ-დასავლეთ გერმანიის სახელმწიფოებს. 6 მარტიდან დაიწყო გამოსვლები ბერლინში. 18 მარტს გამოსვლები გადაიზარდა ქუჩებში შეტაკებებში. პრუსიის მეფე იძულებული გახდა ჯარები გაეყვანა ბერლინიდან და 29 მარტს გამოცხადდა ლიბერალური მთავრობის შექნნა რაინის ოლქის მსხვილი ბუჟუაზიის წარმომადგენლების ლ. კამპჰაუზენის და დ. ჰანზემანის მეთაურობით. 22 მაისს გაიხსნა პრუსიის ეროვნული კრება, რომელიც აირჩიეს ორსაფეხუროვანი კენჭისყრით. 18 მაისს მაინის ფრანკფურტში გაიხსნა საერთო ეროვნული კრება, რომელსაც უნდა გადაეწყვიტა გერმანიის გაერთიანების საკითხი, მაგრამ საკითხის გადაწყვეტა კრებამ გააჭიანურა.

ივნისში პარიზის მუშების აჯანყების დამარცხებამ დააჩქარა რეაქციის გამარჯვება გერმანიაში. 18 სექტემბერს მაინის ფრანკფურტში დაიწყო აჯანყება, რომელიც ჯარმა ჩაახშო. ოქტომბერში აჯანყება ჩააშეს ვენაში, 2 ნოემბერს პრუსიის მეფემ დანიშნა ახალი მთავრობა გრაფ ბრანდენბურგის და ბარონ მონტოიფელის მეთაურობით. ბერლინში მალე შეიყვანეს ჯარები და ეროვნული კრება გარეკეს. 1848 წლის 6 დეკემბერს გამოქვეყნდა კონსტიტუცია, რომელიც გზას უხსნიდა აბსოლუტიზმის აღდგენას. რეაქცია გადავიდა შეტევაზე მთელი გერმანიის მასშტაბით.

1849 წლის მარტში ფრანკფურტის ეროვნულმა კრებამ მიიღო კონსტიტუცია, მაგრამ პრუსიამ და ზოგიერთმა სხვა სახელმწიფომ ეს კონსტიტუცია უარყო. გაზაფხულის და ზაფხულის განმავლობაში მიმდინარეობდა აჯანყება ამ კონსტიტუციის დასაცავად. მოძრაობა მოედო საქსონიას და გერმანიის სამხრეთ-დასავლეთს, დრეზდენს, ბადენ-პფალცს, მაგრამ აჯანყება მაინც დამარცხდა.

აჯანყებულები მოითხოვდნენ უფრო მეტ პოლიტიკურ უფლებებს, დემოკრატიას და ნაციონალიზმს. საშუალო კლასი მოითხოვდა ლიბერალიზმს, ხოლო მუშათა კლასი საცხოვრებელი და სამუშაო პირობების რადიკალურ ცვლილებებს. მიუხედავად ამისა მუშთა კლასი და საშუალო ფენა გაერთიანებული იყო, საბოლოოდ ისინი მაინც დაამარცხა კონსერვატიულმა არისტოკრატიამ, რამაც ბევრი ლიბერალის დევნილობაში წასვლა გამოიწვია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Davis Randers-Pehrson, Justine (1999). Germans and the Revolution of 1848-1849, New German-American Studies/Neue Deutsch-Amerikanische Studien. New York: Peter Lang. 
  • Hahs, Hans J. The 1848 Revolutions in German-speaking Europe (2001)
  • (2000) რედ. Evans, R. J. W.; Hartmut Pogge von Strandmann: The Revolutions in Europe, 1848-1849: From Reform to Reaction. Oxford: Oxford University Press. 
  • Hamerow, Theodore (1967). Restoration, Revolution, Reaction: Economics and Politics in Germany, 1815-1871. Princeton: Princeton University Press. 
  • Hewitson, Mark. "'The Old Forms are Breaking Up, … Our New Germany is Rebuilding Itself': Constitutionalism, Nationalism and the Creation of a German Polity during the Revolutions of 1848–49," English Historical Review, Oct 2010, Vol. 125 Issue 516, pp 1173–1214
  • მარქსი, კარლ; ფრიდრიხ ენგელსი. Karl Marx and Frederick Engels: Collected Works. 
  • Mattheisen, Donald J. "History as Current Events: Recent Works on the German Revolution of 1848," American Historical Review Vol. 88, No. 5 (Dec., 1983), pp. 1219–1237 in JSTOR
  • O'Boyle Lenore. "The Democratic Left in Germany, 1848," Journal of Modern History Vol. 33, No. 4 (Dec., 1961), pp. 374–383 in JSTOR
  • Palmer, Alan (1976). Bismarck. New York: Charles Scribner's Sons. ISBN 0-6841-4683-5. 
  • Pollock, James K.; Thomas H. Pollock (1952). Germany in Power and Eclipse. New York: D. Van Nostrand Co., Inc.. 
  • Robertson, Priscilla. "Students on the Barricades: Germany and Austria, 1848," Political Science Quarterly Vol. 84, No. 2 (Jun., 1969), pp. 367–379 in JSTOR
  • Robertson, Priscilla. Revolutions of 1848: A Social History (1952), pp 105–85
  • Sheehan, James J. (1990). German History, 1770-1866 (Series: Oxford History of Modern Europe). Oxford: Oxford University Press.  pp 656–710
  • Sperber, Jonathan (2005). The European Revolutions, 1848-1851 (Series: New Approaches to European History). Cambridge: Cambridge University Press. 
  • Vick, Brian (2002): Defining Germany The 1848 Frankfurt Parliamentarians and National Identity (Harvard University Press ISBN 978-0-674-00911-0).

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება