ირმისტუჩა

(გადამისამართდა გვერდიდან Hydnum repandum)

ირმისტუჩა (ლათ. Hydnum repandum) — სოკოს სახეობა ირმისტუჩისებრთა ოჯახისა, რომელიც ფართოდ არის გავრცელებული ევრაზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის ზომიერი კლიმატის ზონებში.

ირმისტუჩა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
განყოფილება:  ბაზიდიუმიანი სოკოები
კლასი:  აგარიკომიცეტები
რიგი:  მიქლიოსნაირნი
ოჯახი:  ირმისტუჩისებრნი
გვარი:  ირმისტუჩა
სახეობა:  ირმისტუჩა
ლათინური სახელი
Hydnum repandum L. (1753)
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 122090544

კარგი ხარისხის საჭმელი სოკოა, იჭმება ახალი ნორჩი ეგზემპლარები.[1] მიკორიზას ქმნის სხვადასხვა სახეობის ფოთლოვან და წიწვოვან ხეებთან. იზრდება ერთეულებად ან დიდ ჯგუფებად ზაფხულიდან შემოდგომამდე.

სოკო პირველად აღწერა შვედმა ბუნებისმეტყველმა კარლ ლინემ 1753 წელს.[2]

სამეცნიერო სინონიმები:

ნაყოფსხეული სიმაღლეში 5—10 სანტიმეტრს აღწევს. ქუდის დიამეტრი — 3-12 (15) სმ, ხორციანი, მშრალი და მყარია, უსწორმასწორო ბორცვიანი ზედაპირით, ხშირად არასწორი ფორმის. ნორჩობაში ქუდი ოდნავ ამოზნექილია, კიდეები შეკეცილია, ოდნავ ხავერდოვანი; სიბერეში ბრტყელია, ცენტრში ჩაზნექილი და ტალღოვანი, ზოგჯერ ლაპოტისებრი კიდეებით. არცთუ იშვიათად მეზობელი სოკოების ქუდებთან არის შეზრდილი. კანი არ სცილდება. შეფერილობა — ღია-ჯანგმიწისფერი და მოვარდისფრო-ყვითელი მოწითურო-ნარინჯისფერი და ღია-თხილისფრამდე. დაჭერისას ან გაჭრისას მუქდება, იღებს მოწითურო, ნარინჯისფერ ელფერს; მშრალ ამინდში უფერულდება და იღებს მკრთალ-ყვითელ ან მოთეთრო ფერს.

რბილობი — მკვრივი, მყიფე, მოთეთრო ან მოყვითალო, გადატეხვისას მომურო-ყვითელ ფერს იღებს. სუსტად გამოხატული სასიამოვნო (ხილის) სუნით. ასაკთან ერთად მაგრდება და მწარდება. თითქმის არასდროს არ ჭიანდება.[3]

ჰიმენოფორი შედგება ხშირი, ფეხისკენ დაღმავალი წვეტიანი ეკლებისგან (ზოგჯერ ფეხის ბაზამდე). ნორჩობაში ეკლები მოკლე და ელასტიურია, მოთეთრო მოყვითალო-მოვარდისფრომდე; სიმწიფეში 4-8 მმ სიგრძის, ქუდის ფერია,[4] ადვილად მტვრევადი.

ფეხის სიგრძე — 3-5 (8) სმ, სისქე — 1-3 სმ, მკვრივი, მთლიანი (ზოგჯერ კავერნებით), ცილინდრული ან ოდნავ მოხრილი, ხშირად ძირში გაფართოებული. ქუდთან მიმართებაში ექსცენტრული. ზედაპირი გლუვია (ძირში ქეჩისებრი), მშრალი, მოთეთრო ან მოყვითალო, ასაკთან ერთად მუქდება.

სპორების მტვერი — თეთრი, სპორები — 4-8,3×5,4-6,3 მკმ, ფართო-ელიფსისებური ან კვერცხისებრი, გლუვი, უფერული, არაამილოიდური.

ეკოლოგია და გავრცელება

რედაქტირება

მიკორიზას ქმნის სხვადასხვა სახეობის ფოთლოვან და წიწვოვან ხეებთან.[5][6] იზრდება ტყეში და ბუჩქნარში ნებისმიერ ნიადაგზე, ხშირად კირიანზე, უპირატესობას ანიჭებს ხავსიან საფარს. უხვად მოდის არყთან შერეულ ნათელ ტყეებში. ნაყოფსხეული ჩნდება ერთეულებად, გორებად ან დიდ ჯგუფებად,[7] თითქმის შეზრდილი ქუდებით და ფეხებით ერთ მთლიანობად, ხანდახან რიგებად და „ქაჯის წრეებად“.[8]

ფართოდ არის გავრცელებული ევროპა,[9] აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკის ზომიერი კლიმატის ზონებში. გავრცელების არეალი აგრეთვე მოიცავს ავსტრალიას, ახალ ზელანდიასა და ჩრდილოეთ აფრიკას. გვხვდება ცივ რეგიონებშიც; რუსეთის ვროპულ ნაწილში, ციმბირში და შორეულ აღმოსავლეთში.

სეზონი — ზაფხულის დასაწყისიდან შემოდგომამდე, პირველ ყინვებამდე (მასიური მოსავალია აგვისტოს მეორე ნახევრიდან სექტემბრის პირველ ნახევრამდე).

მსგავსი სახეობები

რედაქტირება

კვებითი ღირებულება

რედაქტირება

კარგი ხარისხის საჭმელ სოკოდ ითვლება. ახასიათებს თხილის მოტკბო გემო. იჭმება ნორჩობაში ახალი, შემწვარი, გამხმარი და დამარინადებული.[10] შესაძლებელია გაყინვაც. სიმწიფეში ახასიათებს მწარე გემო,[11] რომელიც ქვრება წინასწარი გათუთქვის (დაახ. 25 წუთის) შემდეგ.[12][13] მომზადების შემდეგ სოკო ზომაში არ იკლებს.

წიწვოვან ხეებთან დაკრეფილ ეგზეპლარებს შესაძლოა ძლიერ გამოხატული არასასიამოვნო გემო ახასიათებდეს.[14]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Мир растений : в 7 т. / Под ред. академика А.Л. Тахтаджяна. Т.2. Слизевики. Грибы — 2-е изд., перераб. — М.: Просвещение, 1991. — 475 с. (Стр. 354).
  • Аурел Дермек. Грибы. — Братислава: Словарт, 1989. — C. 58.
  • З.А.Клепина и Е.В.Клепина. Справочник грибника. — Москва: АСТ-ПРЕСС, 2006. — 256 с. (стр. 59)
  • „Грибы“. Справочник. / пер. с итал. Ф.Двин — Москва: АСТ. Астрель, 2004. — 303 с. (стр. 236)
  • Лессо Т. Грибы, определитель / пер. с англ. Л. В. Гарибовой, С. Н. Лекомцевой. — М.: «Астрель», „АСТ“, 2003. — С. 238. — ISBN 5-17-020333-0.
  • Уду Ж. Грибы. Энциклопедия = Le grand livre des Champignons / пер. с фр. — М.: Астрель, АСТ, 2003. — С. 77. — ISBN 5-271-05827-1.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 48, ISBN 99940-856-1-1.
  2. Linnaeus C. (1753). Species Plantarum (la). Stockholm, Sweden: Impensis Laurentii Salvii, გვ. 1178. 
  3. Linus Zeitlmayr: „Knaurs Pilzbuch”, Editura Droemer Knaur, München-Zürich 1976, p. 213-214, ISBN 3-426-00312-0
  4. Pavol Škubla. Wielki atlas grzybów. Poznań: Elipsa, 2007, ISBN 978-83-245-9550-1.
  5. Feng, Bang; Wang, Xiang-Hua; Ratkowsky, David; Gates, Genevieve; Lee, Su See; Grebenc, Tine; Yang, Zhu L. (6 May 2016). „Multilocus phylogenetic analyses reveal unexpected abundant diversity and significant disjunct distribution pattern of the Hedgehog Mushrooms ( Hydnum L.) - Scientific Reports“. Scientific Reports. 6 (1): 25586. doi:10.1038/srep25586. PMC 4858670. PMID 27151256.
  6. Hydnum repandum, Wood Hedgehog mushroom. ციტირების თარიღი: 2019-11-18
  7. Ewald Gerhardt, Stefan Łukomski (tłum.). Grzyby – wielki ilustrowany przewodnik. Warszawa: Klub dla Ciebie - Bauer-Weltbild Media, 2006, ISBN 83-7404-513-2.
  8. Dickinson C, Lucas J (1982). VNR Color Dictionary of Mushrooms. New York, New York: Van Nostrand Reinhold. p. 46. ISBN 978-0-442-21998-7.
  9. Swenie, Rachel A.; Baroni, Timothy J.; Matheny, P. Brandon (2018-11-30). „Six new species and reports of Hydnum (Cantharellales) from eastern North America“. MycoKeys. Pensoft Publishers. 42 (42): 35–72. doi:10.3897/mycokeys.42.27369. ISSN 1314-4049. PMC 6286385. PMID 30564052.
  10. Mabey R. (2007). Food for Free. London, UK: Collins. pp. 196–97. ISBN 978-0-00-724768-4.
  11. Edmund Michael, Bruno Hennig, Hanns Kreisel: Handbuch für Pilzfreunde, Bd. 1: Die wichtigsten und häufigsten Pilze. 5. überarbeitete Auflage. VEB Gustav Fischer Verlag, Jena. 1983.
  12. Bruno Cetto: Der große Pilzführer, Bd. 1. BLV, München 1978. S. 573. ISBN 978-3-405-11909-6.
  13. Luce Höllthaler : «Pilzdelikatessen», Издательство Wilhelm Heyne Verlag, Мюнхен, 1982, стр. 118, ISDN 3-453-40334
  14. Courtecuisse R. (1999). Mushrooms of Britain and Europe. Collins Wildlife Trust guides. London: Harpercollins. p. 325. ISBN 978-0-00-220012-7.