Harvester of Sorrow
„Harvester of Sorrow“ — ამერიკული მძიმე მეტალ ჯგუფ მეტალიკის მეორე სინგლი და მეექვსე სიმღერა მათივე მეოთხე სტუდიური ალბომი ...And Justice for All.
„Harvester of Sorrow“ | ||||
---|---|---|---|---|
სინგლი — მეტალიკა | ||||
ალბომიდან ...And Justice for All | ||||
B-მხარე |
Breadfan The Prince | |||
გამოსვლის თარიღი | 28 აგვისტო 1988[1] | |||
ჩაიწერა | იანვარი–მაისი, 1988, სტუდიაში One on One, ლოს-ანჯელესი, კალიფორნია | |||
ჟანრი | თრეშ მეტალი | |||
ხანგრძლივობა | 5:42 | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი | Elektra | |||
ავტორ(ებ)ი | ჯეიმზ ჰეტფილდი, ლარს ულრიხი | |||
პროდიუსერი | მეტალიკა, ფლემინგ რასმუსენი | |||
მეტალიკა — სინგლების ქრონოლოგია | ||||
| ||||
აუდიომაგალითი | ||||
yes |
სიმღერის ტექსტი
რედაქტირებატექსტში აღწერილია ადამიანი, რომელსაც ნორმალური ცხოვრება ჰქონდა და მოულოდნელად იწყებს გარშემო მყოფთა ხოცვას.[2] სიმღერა ეხება იმას, თუ როგორ მოიცავს ადამიანს უგუნურება ალკოჰოლისა და ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ და თავის სიბრაზეს საკუთარ ოჯახზე ამოანთხევს, როგორ აწამებს მათ და, სიმღერის დასასრულს როგორცაა მინიშნებული, ხოცავს მათ.[3][4][5][6]
საკონცერტო შესრულება
რედაქტირებასიმღერა პირველად ცოცხლად შესრულდა 1988 წლის 23 მაისს ალბომის ...And Justice for All გამოსვლამდე, დასავლეთ ჰოლივუდში, კალიფორნია,[7] ფესტივალზე Monsters of Rock, რომელზედაც ასევე გამოვიდნენ ჯგუფები: დოკენი, სკორპიონსი, ვან ჰალენი და Kingdom Come.
ქავერ და ტრიბუტ ვერსიები
რედაქტირება- სიმღერის ქავერი შეასრულა ალტერნატიულმა/სკა ჯგუფმა Link 80, 2000 წლის კრებულისთვის Punk Goes Metal;
- აპოკალიპტიკამ - მეტალიკისადმი მიძღვნილი ალბომისთვის A Tribute to the Four Horsemen;
- გერმანულმა ელექტრონიკის შემსრულებელმა ჯგუფმა Funker Vogt - ტრიბუტ ალბომისთვის The Blackest Album vol. 3.
სხვა ინფორმაცია
რედაქტირებასიმღერამ მიაღწია მეოცე ადგილს ბრიტანეთის სინგლების ჩარტში და სამი კვირა გაატარა იქ.[8]
სიმღერამ გამოყენება ჰპოვა სპორტში, კერძოდ - ბეისბოლში.
სიმღერების სია
რედაქტირება- Harvester of Sorrow (05:42)
- Breadfan (05:44)
- The Prince (04:26)
პრომო 7" სინგლი
რედაქტირება- Harvester of Sorrow (05:42)
A-მხარე
რედაქტირება- Harvester of Sorrow (05:42)
- Breadfan (05:44)
- The Prince (04:26)
პერსონალი
რედაქტირება- ჯეიმზ ჰეტფილდი — წამყვანი ვოკალი, რიტმული გიტარა
- კირკ ჰემეტი — წამყვანი გიტარა
- ჯეისონ ნიუსტედი — ბას-გიტარა, დამატებითი ვოკალი
- ლარს ულრიხი — დრამები, დასარტყმელი საკრავები
სქოლიო
რედაქტირება- ↑ სინგლი Harvester of Sorrow. Metallica.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-20. ციტირების თარიღი: 2011-06-23.
- ↑ Malcolm Dome, Mick Wall, Chris Charlesworth (1995). „...And Justice for All“, The Complete Guide to the Music of Metallica. Omnibus Press, გვ. 52-54. ISBN 0-7119-4902-6. ციტირების თარიღი: 2009-05-21.
- ↑ Harvester of Sorrow. Encyclopedia Metallica. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-24. ციტირების თარიღი: 2011-06-22.
- ↑ Harvester of Sorrow. Songmeanings.net. ციტირების თარიღი: 2011-06-22.
- ↑ Harvester of Sorrow. Songfacts.com. ციტირების თარიღი: 2011-06-22.
- ↑ Harvester of Sorrow. Lyricinterpretations.com. ციტირების თარიღი: 2011-06-22.
- ↑ მეტალიკის სიმღერების სტატისტიკა. Metlists.com. ციტირების თარიღი: 2011-06-18.
- ↑ Neil Warwick, Tony Brown, Jon Kutner (2004). The Complete Book of the British Charts, 3, Omnibus Press, გვ. 723. ISBN 1-84449-058-0. ციტირების თარიღი: 2009-05-21.