Hades
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|Hades}} |
Hades — Roguelike და ARPG ჟანრის ინდი-ვიდეო თამაში, რომელიც შექმნა და გამოაქვეყნა ამერიკულმა კომპანია Supergiant Games-მა 2020 წლის სექტემბერში Microsoft Windows, macOS-სა და Nintendo Switch-ზე. მოგვიანებით 2021 წლის აგვისტოში თამაში ხელმისაწვდომი გახდა PlayStation 4-ზე, PlayStation 5-ზე, Xbox One-სა და Xbox Series X/S-ზე.
Hades | |
---|---|
„Hades“-ის გარეკანის ფოტო | |
დეველოპერ(ებ)ი | Supergiant Games |
გამომცემელი | Supergiant Games |
პლატფორმ(ებ)ი | |
გამოსვლის თარიღი |
|
ჟანრ(ებ)ი | Roguelike, action/RPG |
რეჟიმ(ებ)ი | ერთმოთამაშიანი |
დიზაინერ(ებ)ი |
|
პროგრამისტ(ებ)ი |
|
მხატვარი | ჯენ ზი |
სცენარისტი | გრეგ კასავინი |
მოთამაშე აკონტროლებს ზაგრეუსს, ჰადესის შვილს, რომელიც ცდილობს გაიქცეს ქვესკნელიდან და ავიდეს ოლიმპოს მთაზე, რაშიც ეხმარებიან სხვა ღმერთები. ყოველ დაბრკოლებაზე მოთამაშეს უწევს შეებრძოლოს მონსტრებს. თამაშს გააჩნია Hack and slash საბრძოლო სისტემა; მოთამაშე აწყობს შეტევის კომბინაციებს თავისი მთავარი იარაღით, სპეციალური ძალით და მაგიით, რათა დაამარცხოს მტრები და გადარჩეს რაც შეიძლება დიდხანს. მიუხედავად იმისა, რომ ზაგრეუსი ხშირად კვდება, იგი ცოცხლდება და იყენებს ბრძოლებში მოპოვებულ ფულს იმისათვის, რომ გააძლიეროს მისი ძალები და შეიძინოს ახალი იარაღები.
თამაშს წილად ხვდა უმაღლესი შეფასებები ვიდეო თამაშების კრიტიკოსებისაგან. მიმმოხილველთა უმეტესობამ მაღალი შეფასება მისცა თამაშის გეიმპლეის, პერსონაჟებს, მუსიკას, თხრობის სტილსა და მხატვრულ მხარეს. მიჩნეულია 2020 წლის ერთ-ერთ საუკეთესო ვიდეო თამაშად; რამდენიმე დაჯილდოების ცერემონიალზე წლის თამაშის წოდება მიენიჭა.
გეიმპლეი
რედაქტირებამოთამაშე არის ზაგრეუსის, ჰადესის შვილის როლში და მისი მიზანია თავი დააღწიოს ჰადესს, ზაგრეუსის ბოროტ მამას და შეხვდეს მის დედას, პერსეფონეს მოკვდავების სამყაროში. მის მიზანს მხარს უჭერენ ოლიმპოს ღმერთები. მას უგზავნიან საჩუქრებს, რათა ადვილად შეძლოს მონსტრების დამარცხება და ქვესკნელიდან გაქცევა. მას ასევე ეხმარებიან ქვესკნელის მაცხოვრებლები: სიზიფე, ევრიდიკე და პატროკლე. თამაშის სამყარო დაყოფილია ოთხ რეგიონად: ტარტაროსი, ელიზიუმი, ასფოდელი და სტიქსის ტაძარი.
თამაში წარმოდგენილია იზომეტრიული ხედვით (როდესაც პერსონაჟს ზემოდან უყურებ) რომელშიც მოთამაშე აკონტროლებს ზაგრეუსს. თამაში იწყება საბრძოლო ოთახებში, სადაც ბრძოლის მცდელობა გექნება. ოთახები წინასწარ არის შედგენილი მაგრამ მათი მიმდევრობა და მონსტრები ყოველთვის შემთხვევითობის პრინციპითაა არჩეული. თამაშს აქვს გატეხე და დაჭერი საბრძოლო სისტემა.[1] მოთამაშეს პირველი ჩვეულებრივი და მეორე სპეციალური შეტევა განსაზღვრულია მის წინასწარ არჩეულ იარაღზე (6-დან). მაგიური შელოცვა რომელიც გამოიყენება შორ მანძილზე საბრძოლველად და გამოძახების შეტევა რომლის დროსაც იყენებ ერთ-ერთი ღმერთის უძლიერეს ძალას. მისიის დროს ოლიპოელი ღმერთები გძავნიან ყუთებს სამი არჩევნით რომლის დახმარებითაც უფრო ადვილად კლავ მოწინააღმდეგეს. ყუთებში არსებული ძალები დამოკიდებულია მის გამომგზავნზე. ზევსის ყუთები მოთამაშეს აძლევს ელვის ძალას, ხოლო პოსეიდონის კი მოწინააღმდეგის უკან გადაგდების საშუალებას.
მოთამაშე გადის ოთახებს რათა ნელნელა მიაღწიოს ქვესკნელიდან გასასვლელ კარებს. ოთახის მონსტრებისგან გასუფთავების მერე მოთამაშეს გადაეცემა ჯილდოები, რაც საშუალებას აძლევს ზაგრეუსს რომ გაძლიერდეს მისი მიზნის უფრო ადვილად მიღწევისთვის. როდესაც ზაგრეუსის სიცოცხლის მაჩვენებელი ნულზე დაეცემა და მას აღარ ექნება „სიკვდილ საწინააღმდეგო“ ჟეტონი, იგი მოკვდება. სიკვდილის შემდეგ მას წაიყვანს ქვესკნელის მდინარე სტიქსი ჰადესის სახლში, იქ კი იგი ცოცხლდება. ბრძოლის დროს მიღებული ძალების სიკვდილის შემდეგ იკარგება და გიწევს მისი თავიდან მოპოვება, მაგრამ ჰადესის სახლში შეძენილი ზოგიერთი ძალა მუდმივად გრჩება. გარკვეული რაოდენობის ოთახების გასუფთავების შემდეგ მოთამაშეს მოუწევს შეერკინოს რეგიონის მთავარ ბოსს და გადავიდეს ახალ რეგიონში.
ბრძოლებს შორის, ზაგრეუსს შეუძლია დაათვალიეროს ჰადესის სახლი სანამ ახალი გაქცევის მცდელობას დაიწყებს. აქ მოთამაშეს შეუძლია გამოიყენოს ბრძოლი დროს მოპოვებული ფული და გაძლიერდეს. მოთამაშეს შეუძლია გახსნას და გააძლიეროს ზაგრეუსის შესაძლებლობები, გახსნას ან გააძლიეროს მისი იარაღები. მოთამაშეს შეუძლია ზაგრეუსი დაალაპარაკოს ქვესკნელის სხვა პერსონაჟებს და გააუმჯობესოს მათთან ურთიერთობა რაც რამდენიმე შემთხვევაში გაძლევს დამატებით მისიას და ასევე ჯილდოს.[2][3][4] მოთამაშეს ასევე შეუძლია რომანტიული ურთიერთობა გააბას სხვადასხვა პერსონაჟთან მათი მისიების შესრულების დროს.
თამაშის პროგრესირებასთან ერთად მოთამაშეს საშუალება ეძლევა გაზარდოს სირთულე სასჯელის ზავის საშუალებით, რომელიც თამაშის ზოგიერთი ასპექტის შეცვლის საშუალებას იძლევა. მაგალითად ზავს შეუძლია გაზარდოს შეტევის ძალა ან გამძლეობა ან მონსტრების რაოდენობა თითოეულ ოთახში. ზავს შეუძლია დიდად შეცვალოს თამაშის მიმდევრობა. მაგალითად თეზევსისთვის ტყვიამფრქვევის მიცემით ან ჰადესთან ბრძოლაში დამატებითი რაუნდის დამატებით. თამაშის სირთულის აწევით მოთამაშეს თიოთოეული ოთახის გასუფთავების შემდეგ ეძლევა უფრო ბევრი ფული და ასევე ჰადესის სახლის დეკორი.
გარდა ამისა, მოთამაშეს ეძლევა საშუალება გააქტიუროს პარამეტრი სახელწოდებით — ღმერთის რეჟიმი. ეს პარამეტრი მოთამაშეს აძლიერებს ყოველი სიკვდილის შემდეგ. ეს პარამეტრი შექმნილია მოთამაშეებისთვის რომლებსაც უჭირთ თამაშის მონსტრების დამარცხება.
სიუჟეტი
რედაქტირებაზაგრეუსს, ჰადესის შვილს სურს გაიქცეს ქვესკნელიდან. მას ეხმარება მისი დედინაცვალი ნიქსი. ჰადესი ამტკიცებს, რომ ქვესკნელიდან გაქცევა შეუძლებელია და ათავისუფლებს მონსტრებს რათა ხელი შეუშალოს ზაგრეუს მისი ჩანაფიქრის განხორციელებაში. როგორც კი ზაგრეუსი კვდება იგი ცოცხლდება ჰადესის სახლში ქვესკნელის ფსკერზე, რომელსაც იგი ტოვებს მისი მორიგი მცდელობის განხორციელებისთვის.
საბოლოოდ გაირკვევა, რომ ზაგრეუს სურს ქვესკნელიდან გაქცევა იმიტომ რომ შეხვდეს მის ნამდვილ დედას პერსეფონეს. მას სულ ეუბნებოდნენ რომ ნიქსი იყო მისი ნამდვილი დედა. ჰადესი კრძალავს მისი ცოლის სახელის წარმოთქმასაც და ყველას ელის საშინელი სასჯელი რომელიც მის წესებს შეეწინააღმდეგება. ნიქსი ეხმარება ზაგრეუსს დედამისზე სიმართლის გაგებაში, ზაგრეუსის ოლიმპოს ღმერთებთან დაკავშირებით. ქვესკნელიდან გაქცევის და ჰადესის დამარცხების შემდეგ ზაგრეუსი პოულობს დედამისს საბერძნეთის ერთ-ერთ აგარაკზე. ცრემლიანი შეხვედრის შემდეგ ზაგრეუსი აღმოაჩენს რომ მამამისივით იგი ქვესკნელსაა მიჯაჭვული და იქიდან გასვლა მის სწრაფ სიკვდილს გამოიწვევს. ამისდა მიუხედავად ზაგრეუსი პირობას დებს რომ კიდევ გააგრძელებს ქვესკნელიდან გაქცევას და გაიგებს თუ რატომ იქნა გაძევებული პერსეფონე ქვესკნელიდან.
დედამისთან მისვლის დროს გაირკვევა რომ ჰადესს ზევსმა პერსეფონე საჩუქრად გადასცა ქვესკნელის მართვისთვის, როდესაც სხვა ღმერთებს ეგონათ რომ იგი უბრალოდ გაქრა. ორივეს ჰქონდა კარგი ქორწილი, მანამ სანამ დაიბადებოდა მკვდარი ზაგრეუსი. ჰადესისთვის ბედს გადაეწყვიტა რომ მას არასდროს ეყოლებოდა მემკვიდრე. პრესეფონე მწუხარებით გაიქცა ქვესკნელიდან და უარი თქვა ოლიმპოზე დაბრუნებაზე რადგან ის ადგილი არ მოსწონდა, ღმერთების ხშირი კამათის გამო. ზაგრეუსი საბოლოოდ გააცოცხლა ნიქსმა მას შემდეგ რაც მან ბედისწერასთან ზავი დადო. პერსეფონე უარს ამბობს ქვესკნელში დაბრუნებაზე რადგან ეშინია ჰადესის შურისძიების. ზაგრეუსი ბევრი წუწუნის შემდეგ მაინც დაითანხმებს პერსეფონეს სახლში დაბრუნებაზე. პერსეფონე ხელახლა შეუდგება მის საქმეებს როგორც ქვესკნელის დედოფალი, ჰადესი კი საშუალებას მისცემს ზაგრეუსს გააგრძელოს ქვესკნელიდან გაქცევა.
ეპილოგში პერსეფონე ეუბნება ზაგრეუსს მის იდეაზე. მას სურს რომ მოიწვიოს ოლიპოელი ღმერთები და ნადიმით გაუმასპინძლდეს მათ. დღესასწაულზე მათ თქვეს რომ ჰადესი და პერსეფონე ქვესკნელიდან გაიქცნენ და ეყოლათ ზაგრეუსი. ხოლო ამბობდნენ იმასაც რომ ქვესკნელის ბროწეულის მარცვლების გამო პერსეფონეს ჰქონდა საშუალება წასულიყო ქვესკნელიდან რამდენიმე თვე ყოველ წელს. ღმერთები იღებენ ამ ახსნას, როცა მათ უკვე იციან სიმართლე. როცა ყველა შერიგდება, ზაგრესის მისია ქვესკნელიდან გაქცევაზე ისევე გრძელდება.
ჯილდოები
რედაქტირებათამაშმა მიიღო უამრავი ჯილდო სხვადასხვა დაჯილდოების ცერემონიებზე. New York Game Awards-ის 10-ე ყოველწლიურ დაჯილდოებაზე გაიმარჯვა წლის თამაშის, საუკეთესო მუსიკისა და საუკეთესო სცენარის კატეგორიებში.[5] „Hades“ 2020 წლის საუკეთესო თამაშად დაასახელა „Polygon“-მა,[6] „Giant Bomb“-მა,[7] „IGN“-მა,[8] „USGamer“-მა,[9] „Destructoid“-მა,[10] „Time“-მა,[11] „The Washington Post“-მა,[12] „Slant Magazine“-მა[13] და Entertainment Weekly-მ.[14] აგრეთვე გადაეცა ნებულას პრემია საუკეთესო სცენარისთვის, [15] ისევე როგორც წლის თამაშის ჯილდო 2021 წლის ბრიტანული აკადემიის თამაშების დაჯილდოებაზე,[16] D.I.C.E. Awards-ზე,[17] Gayming Awards-ზე,[18] Game Developers Choice Awards-სა[19] და Global Industry Game Awards-ზე.[20] „Hades“ არის პირველი თამაში, რომელსაც გადაეცა ჰიუგოს პრემია.[21]
Year | Award | Category | Result | Ref. |
---|---|---|---|---|
2020 | Golden Joystick Awards | წლის თამაში | ნომინირებული | [22] |
წლის PC თამაში | ნომინირებული | |||
საუკეთესო თხრობა | ნომინირებული | |||
საუკეთესო ვიზუალური დიზაინი | ნომინირებული | |||
საუკეთესო ინდი-თამაში | მოგებული | |||
კრიტიკოსთა რჩეული | მოგებული | |||
The Game Awards 2020 | წლის თამაში | ნომინირებული | [23] | |
საუკეთესო რეჟისურა | ნომინირებული | |||
საუკეთესო თხრობა | ნომინირებული | |||
საუკეთესო მხატვრული მხარე | ნომინირებული | |||
საუკეთესო საუნდტრეკი და მუსიკა | ნომინირებული | |||
საუკეთესო სამსახიობო შესრულება | ნომინირებული | |||
საუკეთესო ინდი-თამაში | მოგებული | |||
საუკეთესო ექშენ-თამაში | მოგებული | |||
საუკეთესო გახმოვანება | ნომინირებული | |||
2021 | ბრიტანული აკადემიის თამაშების 17-ე დაჯილდოება | საუკეთესო თამაში | მოგებული | [24][16] |
საუკეთესო მხატვრული მიღწევისთვის | მოგებული | |||
საუკეთესო აუდიო მიღწევისთვის | ნომინირებული | |||
საუკეთესო გეიმდიზაინი | მოგებული | |||
საუკეთესო მუსიკა | ნომინირებული | |||
თხრობა | მოგებული | |||
Original Property | ნომინირებული | |||
საუკეთესო სამსახიობო შესრულება მეორე ხარისხოვან როლში | მოგებული | |||
GLAAD Media Award (32) | გამორჩეული ვიდეო თამაში | ნომინირებული | [25] | |
D.I.C.E. Awards (24) | წლის თამაში | მოგებული | [26][17] | |
გამორჩეული მიღწევისთვის მხატვრული მიმართულებით | ნომინირებული | |||
საუკეთესო პერსონაჟი (Zagreus) | ნომინირებული | |||
საუკეთესო თხრობა | ნომინირებული | |||
წლის ექშენ-თამაში | მოგებული | |||
საუკეთესო ინდი-თამაში | მოგებული | |||
საუკეთესო გეიმდიზაინი | მოგებული | |||
ნებულას პრემია | საუკეთესო სცენარი | მოგებული | [15][27] | |
ჰიუგოს პრემია | საუკეთესო ვიდეო თამაში (სპეციალური ჯილდო) | მოგებული | [28][21] | |
Game Developers Choice Awards (21-ე) | წლის თამაში | მოგებული | [19] | |
საუკეთესო აუდიო | მოგებული | |||
საუკეთესო დიზაინი | მოგებული | |||
ჯილდო ინოვაციისთვის | ნომინირებული | |||
საუკეთესო თხრობა | ნომინირებული | |||
საუკეთესო ვიზუალური ხელოვნება | ნომინირებული |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Cassidy, Ruth (24 ივნისი, 2020). „How Supergiant Games made the hack'n'slash accessible with Hades“. Rock, Paper, Shotgun. Gamer Network. ციტირების თარიღი: 11 დეკემბერი, 2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ Frustick, Rush. (7 დეკემბერი, 2018) Hades blends God of War with Binding of Isaac in marvelous ways. Polygon. ციტირების თარიღი: 7 დეკემბერი, 2018
- ↑ Alexandria, Heather. (7 დეკემბერი, 2018) I Am Going To Play A Ton Of Hades. Kotaku. ციტირების თარიღი: 10 დეკემბერი, 2018
- ↑ Senior, Tom. (10 დეკემბერი, 2018) Hades is already a killer combat game in early access. PC Gamer. ციტირების თარიღი: 10 დეკემბერი, 2018
- ↑ Hades Takes Game Of The Year At 10th Annual New York Game Awards en-GB (2021-01-27). ციტირების თარიღი: 2021-02-15
- ↑ Myers, Maddy. (2020-12-14) Why Hades is Polygon's game of the year en. ციტირების თარიღი: 2020-12-15
- ↑ Giant Bombcast Game of the Year 2020: Day Five, https://www.giantbomb.com/shows/game-of-the-year-2020-day-five/2970-20912. წაკითხვის თარიღი: 2021-01-23
- ↑ IGN's Game of the Year 2020 – IGN, 21 დეკემბერი, 2020, https://www.ign.com/articles/game-of-the-year-2020. წაკითხვის თარიღი: 2020-12-22
- ↑ Van Allen, Eric. (23 დეკემბერი, 2020) USG Game of the Year 2020: Hades Isn't Just About Escaping Home, But Rebuilding It. USGamer. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-04-29. ციტირების თარიღი: 23 დეკემბერი, 2020
- ↑ Carter, Chris. (23 დეკემბერი, 2020) Destructoid's award for Overall Best Game of 2020 goes to.... Destructoid. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-04-15. ციტირების თარიღი: 23 დეკემბერი, 2020
- ↑ „The 10 Best Video Games of 2020“. Time. ციტირების თარიღი: 2020-12-03.
- ↑ „The best video games of 2020“. The Washington Post. ციტირების თარიღი: 2020-12-11.
- ↑ The 25 Best Video Games of 2020 (7 დეკემბერი, 2020). ციტირების თარიღი: 2020-12-11
- ↑ The best videogames of 2020 EN. ციტირების თარიღი: 2020-12-28
- ↑ 15.0 15.1 "SFWA Announces 56th Annual Nebula Award Winners". SFWA. ციტირების თარიღი 2021-06-07.
- ↑ 16.0 16.1 Del Rosario, Alexandra. (25 მარტი, 2021) BAFTA Games Awards: Supergiant Games' 'Hades' Takes Home Top Prize – Complete Winners List. Deadline Hollywood. ციტირების თარიღი: 25 მარტი, 2021
- ↑ 17.0 17.1 Rousseau, Jeffrey. (22 აპრილი, 2021) Hades wins Game of the Year at DICE Awards 2021. GamesIndustry.biz. ციტირების თარიღი: 22 აპრილი, 2021
- ↑ Gayming Awards announce winners of inaugural 2021 event (2021-01-26). ციტირების თარიღი: 2021-04-05
- ↑ 19.0 19.1 Beresford, Trilby. (July 21, 2021) 2021 Game Developers Choice Award Winners. The Hollywood Reporter. ციტირების თარიღი: July 21, 2021
- ↑ IGDA Announces First Global Industry Game Awards Winners en-US (2021-08-30).
- ↑ 21.0 21.1 MacGregor, Jody. (18 დეკემბერი, 2021) Hades is the first videogame to win a Hugo Award. PCGamer. ციტირების თარიღი: 18 დეკემბერი, 2021.
- ↑ ნოემბერი, 2020, Ben Tyrer 24. (24 ნოემბერი, 2020) Every winner at the Golden Joystick Awards 2020 en. ციტირების თარიღი: 2021-02-03
- ↑ Stedman, Alex. (2020-12-10) The Game Awards 2020: Complete Winners List en-US. ციტირების თარიღი: 2020-12-12
- ↑ Phillips, Tom. (2 მარტი, 2021) The Last of Us Part 2 receives record number of BAFTA nominations. Eurogamer. ციტირების თარიღი: 2 მარტი, 2021
- ↑ The Nominees for the 32nd Annual GLAAD Media Awards (28 იანვარი, 2021).
- ↑ 2021 DICE Awards: Ghost of Tsushima and The Last of Us: Part 2 lead with the most nominations (2021-01-26). ციტირების თარიღი: 2021-02-03
- ↑ Kerr, Chris. (June 7, 2021) Hades wins the Nebula Award for Best Game Writing. Gamasutra. ციტირების თარიღი: June 7, 2021.
- ↑ Bonifacic, I.. (14 აპრილი, 2021) 2021 Hugo Award game finalists include 'Hades' and 'Animal Crossing'. Engadget. ციტირების თარიღი: 14 აპრილი, 2021.