ტაიმი (ჟურნალი)

ამერიკული ყოველკვირეული ჟურნალი
(გადამისამართდა გვერდიდან Time (ჟურნალი))

ტაიმი (ინგლ. TIME Magazine) — აშშ-ის ყოველკვირეული საინფორმაციო ჟურნალი, ნიუსუიკისა და იუეს ნიუს ენდ უორლდ რიპორტის მსგავსად. მისი ევროპული გამოცემა (Time Europe) ლონდონში იბეჭდება და ახლო-აღმოსავლეთის, აფრიკისა და ლათინური ამერიკის სიახლეებს ასახავს. აზიური გამოცემა (Time Asia) ჰონკონგში იბეჭდება, ხოლო კანადური (Time Canada) — ტორონტოში. სამხრეთ წყნარი ოკეანის გამოცემა, რომელიც ავსტრალიას, ახალ ზელანდიასა და ოკეანიას მოიცავს სიდნეიში იბეჭდება. ზოგიერთი სარეკლამო კამპანიის თანახმად ჟურნალის სათაური „დღეს ინფორმაცია ნიშნავს ყველაფერს“ (Today Information Means Everything) გამოთქმის აბრევიატურა უნდა იყოს.

ჟურნალის ლოგო
 
პირველი გამოცემის გარეკანი

ტაიმის პირველი გამოცემა 1923 წელს გამოვიდა, და მის გარეკანზე აწ-გადამდგარი აშშ-ის თემთა პალატის სპიკერი, ჯოზეფ კენონი ფიგურირებდა. გაუსწრო, რა თავის ორივე მთავარ კონკურენტს, ტაიმი პირველი ყოველკვირეული საინფორმაციო ჟურნალი იყო აშშ-ში. მისი თანადამფუძნებლები იყვნენ ბრიტონ ჰადენი და ჰენრი ლუსი. მათი ერთობლივი თანამშრომლობა იელის უნივერსიტეტიდან იწყება გაზეთში „იელის ყოველდღიური ამბები“, სადაც ისინი თავმჯდომარისა და მმართველი ედიტორის თანამდებობებს იყოფდნენ. ჰადენი 1929 წელს გარდაიცვალა და მას შემდეგ დომინირებული ფიგურა ტაიმში, ისევე როგორც ამერიკის მე-20 საუკუნის მედიაში ლუსი ხდება.

1989 წელს ტაიმი გახდა ტაიმ უორნერის ნაწილი, როცა უირნერ კომუნიკეიშენს და ტაიმ ინკ. გაერთიანდნენ. 2000წლიდან ჟურნალი ხდება აოლ ტაიმ უორნერის ნაწილი, თუმცა 2003 წლიდან კომპანია ისევ ტაიმ უორნერად იწოდება.

ტაიმს ყოველთვის საკუთარი წერის სტილი ჰქონდა, რომელიც სხვა ჟურნალთა მიერ ხშირად პაროდირებული იყო, უკუღმა დალაგებული გაუთავებელი წინადადებების გამო, რომელიც, ნიუ-იორკერის ერთი ჟურნალისტის თქმით, ღმერთმა უწყოდა სად დამთავრდებოდა. ჟურნალს ამასთან მხოლოდ ერთხელ აქვს ოფიციალური ედიტორიალი გამოქვეყნებული, 1974 წელს, პრეზიდენტ რიჩარდ ნიქსონის გადაყენების მოთხოვნით.

ტაიმის ხელწერად ითვლება მისი გარეკანის წითელი ჩარჩო, რომელიც ჟურნალის არსებობის 80 წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ შეიცვალა — 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდგომ გამოცემას წითელის ნაცვლად შავი ჩარჩო ჰქონდა გლოვის ნიშნად.

ტაიმის სტატიების ძირითადი ნაწილი პოლიტიკურ თემებს ეხება, თუმცა აღსანიშნავია ასევე პერიოდული მიმოხილვები ტექნოლოგიაში, მედიცინასა თუ ფსიქოლოგიაში მნიშვნელოვანი მეცნიერული მიღწევების შესახებაც.

წლის ადამიანი

რედაქტირება

ჟურნალის არსებობის 80 წლის განმავლობაში ყველაზე განთქმული განყოფილებაა მისი ყოველწლიური ნომინაცია „წლის პერსონა“ (აგრეთვე ცნობილი როგორც წლის ადამიანი) — მთავარი სტატია, რომელშიც ტაიმი ერთ-ერთ გამოჩენილ ადამიანს ან ჯგუფს გამოარჩევს, რომელსაც ან რომელთაც ამ წლის მოვლენებში განსაკუთრებული ეფექტი მოახდინეს. ტიტულის მიუხედავად, ნომინაცია შეიძლება ადამიანს არ მიენიჭოს — 1983 წელს საშინაო სამაგიდო კომპიუტერი ცნობილ იქნა „წლის მანქანად“.

1999 წელს ალბერტ აინშტაინი ტაიმის მიერ საუკუნის პერსონად იქნა აღიარებული.

არსებობს მცირე დავა იმაზე თუ ვის მიეკუთვნება ამა თუ იმ წლის ადამიანის ნომინაცია. ვინაიდან ნომინაცია მიმდინარე წლის მოვლენებზე ეფექტის სიდიდით განისაზღვრება, ნომინაცია განურჩევლად შეიძლება მიენიჭოს უდიდეს კეთილ ან ბოროტმზრახველსაც. წარსულში ისეთი ფიგურები, როგორიც იყვნებ ადოლფ ჰიტლერი და იოსებ სტალინი წლის ადამიანებად დასახელდნენ. თუმცა ჟურნალმა 2001 წლიდან პოლიტიკა შეიცვალა: მიიჩნევდნენ, რომ ოსამა ბინ ლადენი იყო ადამიანი, რომელმაც ყველაზე დიდი ეფექტი მოახდინა ამ წლის მიმდინარე მოვლენებზე, თუმცა ედიტორთა კომისიამ ამგვარი ნომინაცია სარისკოდ ჩათვალდა და ნომინაცია რუდოლფ ჯულიანის (ნიუ-იორკის ყოფილი მერი) მიაკუთვნა.

2005 წლის ადამიანებად ბილ გეიტსი, მელინდა გეიტსი და U2-ს როკ ვარსკვლავი ბონო დასახელდნენ.

ცნობილი ჟურნალისტები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება