მელინდა გეიტსი (დ. 15 აგვისტო, 1964)[1] — არის ამერიკელი ქველმოქმედი და Microsoft[2]- ის ყოფილი გენერალური მენეჯერი. 2000 წელს მელინდამ დააფუძნა თავის მეუღლესთან ბილ გეიტსთან ერთად "ბილ და მელინდა გეიტსების ფონდი ",მელინდას და ბილის საქველმოქმედო ორგანიზაცია 2015 წლის მონაცემებით მსოფლიოს უმსხვილეს კერძო საქველმოქმედო ორგანიზაციად დაასახელეს. ქალბატონი მელინდა გეიტსი კი Forbes– ის მიერ შეფასებული არის როგორც ერთ–ერთი ყველაზე ძლიერი ქალი მსოფლიოში.[3]

მელინდა გეიტსი
Melinda Gates - World Economic Forum Annual Meeting 2011.jpg
მელინდა გეიტსი
დაბადების თარიღი 15 აგვისტო, 1964 (1964-08-15) (55 წლის)
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
საქმიანობა ბიზნესმენი

ადრეული ცხოვრებარედაქტირება

მელინდა გეიტსი დაიბადა 1964 წლის 15 აგვისტოს დალასში, ტეხასის შტატში.[4][5] მელინდას ჰყავს ორი უმცროსი და ერთი უფროსი ძმა.[6] მამამისი Joseph French  Jr. იყო კოსმოსური ინჟინერი დედა Elaine Agnes Amerland კი დიასახლისი[7].

მელინდა არის კათოლიკე[8][9][10][11] ,მელინდამ დაამთავრა წმინდა მონიკას კათოლიკური სკოლა , მელინდა სკოლაში იყო საუკეთესო მოსწავლე[12].14 წლის ასაკში მელინდას მამამ apple II-ის კომპიუტერი აჩუქა,რამაც მოგვიანებით გამოიწვია ის რომ მელინდას გაუჩნდა ინტერესი პროგრამირებისადმი,მელინდამ შეისწავლა პროგრამირების ენა Basic, და დაიწყო კომპიუტერული თამაშების შექმნა.[13]

მელინდამ დაამთავრა 1982 წელს დალასის აკადემია.მელინდამ მოიპოვა ბაკალავრის ხარისხი კომპიუტერულ მეცნიერების და ეკონომიკის დარგში დიუკის უნივერსიტეტიდან 1986 წელს.

კარიერარედაქტირება

მელინდას პირველი სამუშაო იყო სკოლის მასწავლებლობა , მელინდა ასწავლიდა სკოლაში მათემატიკას და კომპიუტერულ პროგრამირებას[14]. ამის შემდეგ მელინდა შეურთდა Microsoft-ის ჯგუფს როგორც მარკეტინგის მენეჯერი, Microsoft-ში მუშაობისას მას ევალებოდა სხვადასხვა მულტიმედიური პროდუქტის განვითარება[15].ამ მულტიმედიურ პროდუქტებში შედის Cinemania, Encarta, Publisher, Microsoft Bob, Money, Works (Macintosh) და Word. გარდა ამისა, იგი მუშაობდა Expedia- ზე, რომელიც დღესდღეობით არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოგზაურობის დაჯავშნის ვებ – გვერდი.[16]

Microsoft Bob- ის პროგრამული დემონსტრირებისას მელინდამ აღნიშნა , რომ ეს იყო "ერთ-ერთი ყველაზე რთული რამ, რაც მე ოდესმე გაუკეთებია". თუმცა, Microsoft Bob-ის პროგრამა კომერციული მარცხი იყო. 90-იანი წლების დასაწყისში გეისი დაინიშნა ინფორმაციული პროდუქტების გენერალურ მენეჯერად, თანამდებობას მელინდა 1996 წლამდე ფლობდა.მელინდამ Microsoft დატოვა, ბილ გეიტსთან ქორწინების შემდეგ, რათა ოჯახზე გაამახვილებინა ყურადღება.[17]

გეიტსი 1996 წლიდან 2003 წლამდე მუშაობდა დიუკის უნივერსიტეტის სამეურვეო საბჭოში. იგი ესწრება ყოველწლიურ Bilderberg Group- ის კონფერენციას და 2004 წლიდან იკავებს ადგილს კომპანია Washington Post- ის დირექტორთა საბჭოში. მელინდა ასევე იყო Drugstore.com- ის დირექტორთა საბჭოს წევრი, მაგრამ 2006 წლის აგვისტოში დატოვა საქველმოქმედო პროექტებზე ფოკუსირებისთვის. 2000 წლიდან, გეიტსი აქტიური იყო და საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. 2014 წლის მდგომარეობით, ბილმა და მელინდამ 28 მილიარდი დოლარი გასცეს ქველმოქმედებაში.

2019 წელს მელინდა გეიტსმა გამოაქვეყნა წიგნი The Moment of Lift: How Empowering Women Changes the World წიგნი ეხება ქალთა უფლებებს.

2002 წელს მელინდამ და ბილ გეიტსმა მიიღეს Jefferson Awards for Public Service ჯილდო.

2005 წლის დეკემბერში მელინდა და ბილ გეიტსი პოლ დეივიდ ჰიუსონთან ერთად დასახელდნენ ჟურნალ Time- ის წლის ადამიანებად

ქორწინებარედაქტირება

მელინდამ დაიწყო Microsoft– ის აღმასრულებელ დირექტორთან ბილ გეიტსთან ურთიერთობა 1987 წელს[18], მას შემდეგ რაც ნიუ – იორკის სავაჭრო ბაზრობაზე შეხვდნენ ერთმანეთს. 1994 წელს მელიდინა ცოლად შეირთო ბილ გეიტსმა , ქორწილი ჩატარდა ლანაიში, ჰავაიში. მათ სამი შვილი ჰყავთ. ოჯახი ცხოვრობს ვაშინგტონში, ვაშინგტონის ტბაზე.

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. Harris, Paul. (November 25, 2006) A woman of substance. ციტატა: „Melinda Ann French was born in Dallas on 15 August 1964.“ ციტირების თარიღი: February 10, 2020
  2. Melinda Gates. Gates Foundation. ციტირების თარიღი: March 13, 2019.
  3. Power Women. Forbes. ციტირების თარიღი: March 13, 2019.
  4. Office romance: how Bill met Melinda. The Independent (June 27, 2008).
  5. Melinda Gates biography. A&E Television Networks (March 15, 2018). ციტირების თარიღი: October 24, 2018.
  6. "Melinda Gates goes public (pg. 2)" Archived May 1, 2012, საიტზე Wayback Machine. , cnn.com, January 7, 2008.
  7. Melinda Gates biography. A&E Television Networks (March 15, 2018). ციტირების თარიღი: October 24, 2018.
  8. Let's put birth control back on the agenda. April 2012. http://www.ted.com/talks/melinda_gates_let_s_put_birth_control_back_on_the_agenda. წაკითხვის თარიღი: June 29, 2013.
  9. "Melinda Gates: 'I'm a Catholic, but women need access to contraceptives'", Guardian.co.uk; retrieved June 29, 2013.
  10. "Catholic Melinda Gates defies the Vatican over birth control funds", independent.co.uk; retrieved June 29, 2013.
  11. Goodell, Jeff. (March 13, 2014) Bill Gates: The Rolling Stone Interview. Rolling Stone. ციტირების თარიღი: April 23, 2016.
  12. Jeanne M. Lesinski (2009). Bill Gates: Entrepreneur and Philanthropist. Twenty First Century Books. ISBN 9781580135702. ციტირების თარიღი: March 10, 2011. „Melinda, a devout Catholic, wanted a religious wedding“ 
  13. Office romance: how Bill met Melinda en (2008-06-27). ციტირების თარიღი: 2019-03-13.
  14. Staff, Fast Company. (2017-01-09) How Melinda Gates Is Diversifying Tech en-US. ციტირების თარიღი: 2019-03-13.
  15. Cathleen., Small (2017). Melinda Gates : Philanthropist and Education Advocate.. New York, NY: Cavendish Square Publishing LLC. ISBN 9781502627087. OCLC 1039680502. 
  16. Office Romance: How Bill met Melinda“. ციტირების თარიღი: January 10, 2019. 
  17. This failure taught me a lesson I'll never forget en. ციტირების თარიღი: 2019-03-13.
  18. Profile: Bill Gates“, BBC News, January 26, 2004.