ნებულას დაჯილდოება — ყოველწლიური დაჯილდოება, რომელიც აშშ-ში სამეცნიერო ფანტასტიკისა და ფანტასტიკის ჟანრის საუკეთესო ნამუშევრების გამოსავლენად იმართება. დაჯილდოების ორგანიზატორი სამეცნიერო ფანტასტიკისა და ფანტასტიკის ჟანრის ამერიკელ მწერალთა არაკომერციული ორგანიზაციაა.

პულიცერის პრემია
წარადგენს სამეცნიერო ფანტასტიკისა და ფანტასტიკის ჟანრის ამერიკელ მწერალთა ასოციაცია
ქვეყანა აშშ
პირველად გადაეცა 1966
nebulas.sfwa.org

ნებულას პრემია სამეცნიერო ფანტასტიკისა და ფანტასტიკის ჟარში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პრესტიჟული ჯილდოა. ყოველწლიურად პრემია დაჯილდოების წინა წელს გამოცემულ ნამუშევრებს გადაეცემათ.

ნებულას პირველი დაჯილდოება 1966 წელს ჩატარდა. დღესდღეობით ჯილდოები 7 სხვადასხვა კატეგორიაში გაიცემა, რომელთა შორის 4 პრემიის დაარსების დღიდან არსებობს, ესენია: საუკეთესო რომანი, საუკეთესო ნოველა, საუკეთესო ნოველეტა და საუკეთესო მოთხრობა. დაჯილდოება ნებულას კონფერენციის ფარგლებში ტარდება, რომელიც ყოველ გაზაფხულს ამერიკის ტერიტორიაზე სხვადასხვა ლოკაციაზე იმართება.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება