ნებულას პრემია საუკეთესო რომანისთვის

ლიტერატურული ჯილდო

ნებულას პრემია საუკეთესო რომანისთვის ყოველწლიურად სამეცნიერო ფანტასტიკისა და ფანტასტიკის ჟანრის ამერიკელ მწერალთა ასოციაციის მიერ სამეცნიერო ფანტასტიკის ან ფანტასტიკის ჟანრის რომანებს გადაეცემა. პრემიაზე წარდგენილი ნაშრომის მოცულობა არანაკლებ 40,000 სიტყვას უნდა შეადგენდეს. ნაშრომი გამოქვეყნებული უნდა იყოს ინგლისურ ენაზე აშშ-ში და ხელმისაწვდომი უნდა იყოს ამერიკელი მკითხველისთვის, აგრეთვე ელექტრონული ვერსიის სახით წარმოდგენის შემთხვევაში დასაშვებია აშშ-ს გარეთ გამოქვეყნებული და ინგლისურ ენაზე თარგმნილი ნაშრომები. პრემიაზე დასაშვებია რომანები, რომლებიც ადრე გამოქვეყნებული მოთხრობების განვრცობილ ვერსიას წარმოადგენენ, ასევე, ავტორის სურვილის შემთხვევაში, რომანად შეიძლება მიჩნეულ იქნეს ინდივიდუალურად გამოქვეყნებული ნოველები.[1] პრემია 1966 წლიდან გაიცემა.

ყველა მეტ ნებულას პრემიას საუკეთესო რომანისთვის ურსულა ლე გუინი ფლობს, რომელმაც ექვსი ნომინაციიდან ოთხი გამარჯვება მოიპოვა. მეორე ადგილს ჯო ჰალდემანი იკავებს, რომელსაც ოთხი ნომინაციიდან სამი გამარჯვება აქვს მოპოვებული. ყველაზე მეტ, თორმეტ ნომინაციას ჯეკ მაკდევიტი ფლობს, რომელმაც ერთი გამარჯვება მოიპოვა.

გამარჯვებულები რედაქტირება

წელი ავტორი რომანი
1966 ფრენკ ჰერბერტი დიუნი[2]
1967 სემუელ დელანი ბაბილონი-17[3]
დენიელ კიზი ყვავილები ელჯერნონისთვის[4]
1970 ურსულა ლე გუინი წყვდიადის მარცხენა ხელი[5]
1972 რობერტ სილვერბერგი ცვლილებების დრო[6]
1973 აიზეკ აზიმოვი თავად ღმერთები[7]
1974 ართურ კლარკი შეხვედრა რამასთან[8]
1975 ურსულა ლე გუინი განპყრობილები[9]
1976 ჯო ჰალდემანი მარადიული ომი[10]
1980 ართურ კლარკი სამოთხის შადრევნები[11]
1985 უილიამ გიბსონი ნეირომანსერი[12]
1986 ორსონ სკოტ კარდი ენდერის თამაში[13]
1991 ურსულა ლე გუინი ტეჰანუ[14]
1994 კიმ სტენლი რობინსონი წითელი მარსი[15]
1999 ჯო ჰალდემანი სამუდამო მშვიდობა[16]
2003 ნილ გეიმანი ამერიკელი ღმერთები[17]
2006 ჯო ჰალდემანი კამუფლაჟი[18]
2009 ურსულა ლე გუინი განჭვრეტა[19]
2013 კიმ სტენლი რობინსონი 2312[20]
2015 ჯეფ ვანდერმირი ანიჰილაცია[21]

სქოლიო რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება