ჯეფ ვანდერმირი (ინგლ. Jeff VanderMeer; დ. 7 ივლისი, 1968[14]) — ამერიკელი მწერალი და ლიტერატურული კრიტიკოსი. ცნობადობა მოიპოვა ტრილოგიით სამხრეთის ზღვარი, რომელიც ბესტსელერი გახდა. ტრილოგიის პირველი რომანისთვის „ანიჰილაცია“ (2014) ავტორმა მიიღო ნებულასა[15] და შირლი ჯექსონის პრემიები,[16] ხოლო წიგნის მიხედვით რეჟისორმა ალექს გარლანდმა ამავე სახელწოდების ფილმი გადაიღო.[17]

ჯეფ ვანდერმირი
დაბადების თარიღი 7 ივლისი, 1968(1968-07-07)[1] [2] [3] [4](55 წლის)
დაბადების ადგილი Bellefonte, პენსილვანია[5]
საქმიანობა რომანისტი, მწერალი[6] , ლიტერატურული კრიტიკოსი, სამეცნიერო ფანტასტიკოსი მწერალი, ჟურნალისტი[6] და სცენარისტი
მოქალაქეობა  აშშ[7] [8]
ალმა-მატერი ფლორიდის უნივერსიტეტი
Magnum opus Southern Reach Trilogy და Leviathan
ჯილდოები ფენტეზის მსოფლიო პრემია საუკეთესო მოთხრობისთვის[9] , ფენტეზის მსოფლიო პრემია საუკეთესო ანთოლოგიისთვის[10] , ფენტეზის მსოფლიო პრემია საუკეთესო ანთოლოგიისთვის, Tähtifantasia Award, შირლი ჯექსონის პრემია რომანისთვის[11] , ლოკუსის ჯილდო საუკეთესო ანთოლოგიისთვის[12] და ნებულას პრემია საუკეთესო რომანისთვის[13]
მეუღლე Ann VanderMeer
გავლენა მოახდინეს
საიტი jeffvandermeer.com

ვანდერმირს „თანამედროვე ამერიკის ფანტასტიკური ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წარმომადგენელი“ უწოდებენ.[18] მიუხედავად იმისა, რომ მწერლის ნაწარმოებები ტრადიციულ ჟანრულ კლასიფიკაციას არ ესადაგება,[19] ვენდერმის შემოქმედებაში მხვდებით პოსტმოდერნისტული, ეკოფიქციისა და პოსტაპოკალიფსური ფიქციის ჟანრის ელემენტებს.[20]

ვანდერმირის ნაშრომებს ახიასიათებენ, როგორც „გამომწვევს“ და „ღრმა და სულისშემძვრელი ინტელექტუალური წიაღსვლების შემცველს.“[21] მას ადარებენ ისეთ მწერლებს, როგორებიც არიან ხორხე ლუის ბორხესი,[22] ფრანც კაფკა და ჰენრი დეივიდ თოროუ.

ჯილდოები რედაქტირება

ვანდერმირი ფენტეზის მსოფლიო პრემიაზე 14-ჯერ იყო წარდგენილი. მწერალი არაერთხელ მოხვდა მრავალი ლიტერატურული ჯილდოს ფინალისტებს შორის, მათ შორისაა ჰიუგოს, ბრემ სტოკერის, საშინელებათა ჟანრის საერთაშორისო გილდიისა და ფილიპ დიკის პრემიები.

ვანდერმირის მოპოვებულ ჯილდოებსა და ნომინაციებს შორისაა:

  • 2000 — ფენტეზის მსოფლიო პრემია ნოველისთვის „მარტინ ლეიკის ტრანსფორმაცია“[23]
  • 2003 — ფენტეზის მსოფლიო პრემია ანთოლოგიისთვის „ლევიათანი 3“
  • 2009 — ნომინაცია ნებულას პრემიაზე რომანისთვის „ფინჩი“[24]
  • 2012 — ფენტეზის მსოფლიო პრემია ანთოლოგიისთვის „უცნაური“
  • 2013 — BSFA-ს ჯილდო არამხატვრული ნაწარმოებისთვის „საოცრებათა წიგნი“[25]
  • 2013 — ლოკუსის პრემია არამხატვრული ნაწარმოებისთვის „საოცრებათა წიგნი“
  • 2013 — ნომინაცია ჰიუგოს პრემიაზე „საოცრებათა წიგნისთვის“
  • 2013 — ნომინაცია ფენტეზის მსოფლიო პრემიაზე „საოცრებათა წიგნისთვის“
  • 2014 — ნებულას პრემია რომანისთვის „ანიჰილაცია“[26]
  • 2014 — შირლი ჯექსონის პრემია რომანისთვის „ანიჰილაცია“[16]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Authors profile: Jeff VanderMeer // Tor.com — 2008.
  2. Internet Speculative Fiction Database — 1995.
  3. NooSFere — 1999.
  4. The Fine Art Archive — 2003.
  5. Authority — 1997.
  6. 6.0 6.1 The Fine Art Archive — 2003.
  7. Escape From L.A. // The New York Times / J. KahnManhattan, NYC: New York Times Company, A. G. Sulzberger, 2014. — ISSN 0362-4331; 1553-8095; 1542-667X
  8. China Miéville makes shortlist for Nebula awards // The GuardianUK: GMG, 2010. — ed. size: 161152 — ISSN 0261-3077
  9. https://web.archive.org/web/20101201074405/http://worldfantasy.org/awards/awardslist.html
  10. https://www.sfadb.com/World_Fantasy_Awards_2003
  11. https://www.shirleyjacksonawards.org/award-winners/2014-award-winners/
  12. 2017 Locus Awards Winners // LocusOakland: 2017. — ISSN 0047-4959
  13. 2014 Nebula AwardsScience Fiction and Fantasy Writers Association.
  14. Summary Bibliography: Jeff VanderMeer. ციტირების თარიღი: September 6, 2019
  15. SFWA Nebula Award Winners Announced (2014).
  16. 16.0 16.1 2014 Shirley Jackson Awards Winners.
  17. McNary, Dave (October 31, 2014). 'Annihilation' Movie Gains Momentum at Paramount with Alex Garland (EXCLUSIVE)“. variety.com. ციტირების თარიღი: May 9, 2015.
  18. "Jeff VanderMeer entry, Contemporary Authors Online, 2016," Gale Biography in Context, accessed September 1, 2017.
  19. "Starred review of Borne by Jeff VanderMeer," Publishers Weekly, February 6, 2017.
  20. "Jeff VanderMeer Amends the Apocalypse" by Laura Miller, The New Yorker, April 24, 2017.
  21. "Starred review of Annihilation by Jeff Vandermeer," Publishers Weekly, December 23, 2013.
  22. "SHRIEK: AN AFTERWORD BY JEFF VANDERMEER," Believermag.com, Sept. 2006, accessed June 26, 2017
  23. World Fantasy Convention. (2010)Award Winners and Nominees. დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 1, 2010. ციტირების თარიღი: თებერვალი 17, 2022.
  24. Locus Online News " 2009 World Fantasy Awards Nominees. Locus Publications.
  25. http://www.bsfa.co.uk/bsfa-award-winners-announced დაარქივებული 2018-11-06 საიტზე Wayback Machine. "BSFA Award winners announced", accessed on May 3, 2014
  26. Nebula Award Winners Announced en-US (2015-06-06). ციტირების თარიღი: 2021-05-17