Call of Duty
„Call of Duty“ — პირველი პირის შუტერის ჟანრის ვიდეო თამაშების სერია, რომელიც თავდაპირველად შეიქმნა Microsoft Windows-ისთვის და შემდგომში გამოვიდა სათამაშო და პორტატიულ კონსოლებზეც. ძირითადი თამაშების გარდა, აგრეთვე შემუშავდა რამდენიმე სპინოფი. სერიის ადრეულ თამაშებში სიუჟეტი ძირითადად მიმდინარეობს მეორე მსოფლიო ომში, მაგრამ მომდევნო ნაწილებში (მაგალითად, როგორიც არის „Call of Duty 4: Modern Warfare“) სიუჟეტი ეხება თანამედროვე პერიოდს და ასევე მომავალ დროსაც. სერიის უახლესი თამაშია „Call of Duty: WWII“, გამოსული 2017 წლის 3 ნოემბერს, რომელიც მოიცავს მეორე მსოფლიო ომის პერიოდს. სულ გამოსულია 14 ძირითადი თამაში და 10 სპინოფი.
Call of Duty | |
---|---|
ჟანრები | პირველი პირის შუტერი |
დეველოპერ(ებ)ი |
|
გამომცემელი | Activision |
პლატფორმები | |
თავდაპირველი პლატფორმა | Microsoft Windows |
შექმნის თარიღი | 2003 |
პირველი გამოცემა |
„Call of Duty“ 29 ოქტომბერი, 2003 |
ბოლო გამოცემა |
„Call of Duty: Modern Warfare III“ 10 ნოემბერი, 2023 |
სერიის მფლობელი და გამომცემელია კომპანია Activision, ხოლო თამაშებს მონაცვლეობით ქმნიან მისი შვილობილი კომპანიები: Infinity Ward, Treyarch და Sledgehammer Games.[1][2] ზოგიერთი თამაში, მათ შორის სპინოფები და მობილური თამაშები შემუშავებული იქნა სხვადასხვა კომპანიების მიერ: Gray Matter Interactive, Nokia, Exakt Entertainment, Spark Unlimited, Amaze Entertainment, n-Space, Aspyr, Rebellion Developments, Ideaworks Game Studio, და nStigate Games. სერია გამოიყენებს სხვადასხვა ძრავებს, რომელთა შორისაცაა id Tech 3, Treyarch NGL და IW Engine
2016 წლის თებერვლის მონაცემით, მსოფლიოს მასშტაბით სერიის გაყიდვების რაოდენობამ 250 მილიონ ასლს მიაღწია, ხოლო შემოსავალი 15 მილიარდ აშშ დოლარი შეადგინა.[3]
ძირითადი თამაშები
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „Call of Duty“ ვიკისაწყობში.
- ოფიციალური საიტი
- „Call of Duty“ — MobyGames
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Danny Cowan. (2014-02-10) Activision: This year's Call of Duty game is 'next-gen first'. joystiq. ციტირების თარიღი: 2014-02-12.
- ↑ David Hinkle. (2014-02-06) Call of Duty now takes three years to make, three studios keep it annual. joystiq. ციტირების თარიღი: 2014-02-12.
- ↑ Activision Blizzard Announces Fourth Quarter and Full Year 2015 Financial Results. Business Wire (11 თებერვალი, 2016). ციტირების თარიღი: 7 დეკემბერი, 2016.