Gray Matter Interactive Studios, Inc. (ადრე Xatrix Entertainment, Inc.) — ამერიკული ვიდეო თამაშების დეველოპერი კომპანია, დაფუძნებული 1993 წლის 25 მარტს, დრიუ მარკჰემის და ბერი დემპსის მიერ ლოს-ანჯელესში, კალიფორნიაში. კომპანიის თავდაპირველი სახელწოდება იყო Xatrix Entertainment, ხოლო სახელი Gray Matter Interactive დაერქვა 1999 წლის 17 ივნისს.

Gray Matter Interactive Studios, Inc.
ტიპი შვილობილი კომპანია
დარგი ვიდეო თამაშების ინდუსტრია
დაფუძნდა 25 მარტი, 1993; 29 წლის წინ (1993-03-25)
დამაარსებელი დრიუ მარკჰემი
ბერი დემპსი
დაიხურა 2005
სათავო ოფისი ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ
მფლობელი Activision (2002–2005)

2002 წლის 14 იანვარს შეიძინა Activision-მა. 2005 წელს შეერწყა Activision-ის შვილობილ კომპანია Treyarch-ს.

თამაშებირედაქტირება

წელი სათაური გამომცემელი
1994 „Cyberia“ Interplay Productions
1995 „Cyberia 2: Resurrection“ Interplay Productions
1997 „Redneck Rampage“ Interplay Productions
„The Condemned“ Microsoft Studios
„Redneck Rampage: The Early Years“ Interplay Productions, Logicware
1998 „Redneck Rampage Rides Again“ Interplay Productions
„Redneck Deer Huntin'“ Interplay Productions
„Quake II Mission Pack: The Reckoning“ Activision
1999 „Kingpin: Life of Crime“ Interplay Entertainment
2001 „Return to Castle Wolfenstein“ Activision
2003 Trinity: The Shatter Effect (გაუქმებული)[1] Activision
2004 Call of Duty: United Offensive Activision, MediaQuest, Aspyr

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება