Call of Duty (ვიდეო თამაში)

2003 წლის ვიდეო თამაში

Call of Dutyპირველი პირის შუტერი ვიდეო თამაში, შექმნილი Infinity Ward-ის და გამოცემული Activision-ის მიერ 2003 წლის 29 ოქტომბერს. ეს არის პირველი თამაში „Call of Duty“-ის სერიიდან[6] და გამოიყენებს Tech 3 ძრავის განახლებულ ვერსიას. თამაშის თემები და გეიმპლეი არის „Medal of Honor“-ის მსგავსი, მაგრამ ამ უკანასკნელისგან განსხვავებით, მასში ომის დანახვა შესაძლებელია არა მხოლოდ ამერიკელი ჯარისკაცის კუთხიდან, არამედ ბრიტანელისა და საბჭოთა ჯარისკაცის კუთხიდანაც.

Call of Duty
დეველოპერ(ებ)ი Infinity Ward
გამომცემელი ჩრდ.ამ. Aspyr (Mac)
სერია „Call of Duty“
ძრავა id Tech 3[1]
პლატფორმ(ებ)ი Microsoft Windows, OS X,[2] N-Gage, Xbox 360, PlayStation 3
გამოსვლის თარიღი
29 ოქტომბერი, 2003
ჟანრ(ებ)ი პირველი პირის შუტერი
რეჟიმ(ებ)ი ერთმოთამაშიანი, მრავალმოთამაშიანი
რეჟისორ(ებ)ი კენ ტერნერი
პროდიუსერ(ებ)ი ვინს ზამპელა
დიზაინერ(ებ)ი ზეიდ რიეკე
პროგრამისტ(ებ)ი ჯეისონ უესტი[4]
მხატვარი
  • ჯასტინ ტომასი
  • მაიკლ ბუნი
  • ჩენს ბლასკო
სცენარისტი მაიკლ შიფერი
კომპოზიტორი

თამაშს გააჩნია როგორც ერთმოთამაშიანი რეჟიმი, ასევე მრავალმოთამაშიანიც. სხვა მსგავს თამაშებთან შედარებით, მასში გაზრდილია მოკავშირეთა ხელოვნური ინტელექტის დონე, რომლებიც რეაგირებენ სიტუციიდან გამომდინარე და ეხმარებიან მოთამაშეს რთულ მდგომარეობაში.

„Call of Duty“-ზე მუშაობა დაიწყო 2002 წლის აპრილში. შემქნელთა ჯგუფი შედგებოდა იმ თანამშრომლებისგან, რომლებმაც შეიმუშავეს „Medal of Honor: Allied Assault“. 2004 წლის სექტემბერში Gray Matter Interactive-ის მიერ შეიქმნა დამატება სახელწოდებით „Call of Duty: United Offensive“.

თამაშმა მიიღო უმაღლესი შეფასებები ვიდეო თამაშების მიმოხილველებისგან. აგრეთვე გადაეცა რამდენიმე ჯილდო სხვადასხვა გამომცემლებისგან, მათ შორის „წლის თამაშის“ ტიტული და ინტერაქტიული ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის ჯიდლო.[7] საერთო განხილვების საიტებზე GameRankings და Metacritic PC ვერსია ფლობს 91.52%[8] და 91/100.[9]

პროექტი წარმატებული აღმოჩნდა კომერციულადაც. 2006 წლის მონაცემით, აშშ-ში გაიყიდა 790,000 ასლი ოდენობით. 2013 წლის მონაცემით, მსოფლიოს მასშტაბით გაყიდულია თამაშის 4.5 მილიონი ეგზემპლარი.[10]

2005 წლის 25 თებერვალს გამოვიდა თამაშის გაგრძელება „Call of Duty 2“, რომელსაც წინა ნაწილის მსგავსად დიდი წარმატება ჰხვდა წილად.[11][12]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Stead, Chris. (15 ივლისი, 2009) The 10 Best Game Engines of This Generation. IGN. ციტირების თარიღი: 3 მარტი, 2016.
  2. Call of Duty Deluxe Now Available as Download for both PowerPC Mac and Intel Mac. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-09-23. ციტირების თარიღი: 2018-02-04.
  3. Call of Duty Ships en. IGN (2010-11-18). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-02-11. ციტირების თარიღი: 2018-02-04.
  4. Call of Duty Manual, s. 36.
  5. Call of Duty Manual, s. 38.
  6. GameSpot - Call of Duty. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 ოქტომბერი, 2009. ციტირების თარიღი: 23 სექტემბერი, 2007.
  7. 7th Annual Interactive Achievement Awards. ინტერაქტიული ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემია. ციტირების თარიღი: 26 აგვისტო, 2014.
  8. Call of Duty. GameRankings. CBS Interactive Inc.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-07-10. ციტირების თარიღი: 27 ოქტომბერი, 2011.
  9. Call of Duty for PC Reviews, Ratings, Credits, and More at Metacritic. Metacritic.com. ციტირების თარიღი: 27 ოქტომბერი, 2011.
  10. Call of Duty: A Short History. IGN. Ziff Davis (ნოემბერი, 2013). ციტირების თარიღი: 23 თებერვალი, 2014.
  11. Call of Duty 2 for Xbox 360. GameRankings (11 აგვისტო, 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-23. ციტირების თარიღი: 21 ივლისი, 2009.
  12. Call of Duty 2 (Xbox 360) reviews. Metacritic (11 იანვარი, 2005). ციტირების თარიღი: 21 ივლისი, 2009.