ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

გიორგი „ჯურა“ იაკშიჩი (სერბ. Георгије „Ђура“ Јакшић, ხორ. Georgije „Đura“ Jakšić) — სერბი პოეტი, პროზაიკოსი, მხატვარი, დრამატურგი, სერბული ბოჰემიის წევრი და პატრიოტი[1]. სერბული მხატვრობის რომანტიზმის გამორჩეული წარმომადგენელი.

ჯურა იაკშიჩი
Đura Jakšić, Ђура Јакшић
სრული სახელი სერბ. Георгије Јакшић
დაბადების თარიღი 27 ივლისი, 1832
დაბადების ადგილი სრპსკა-ცრნია, ავსტრიის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 16 ნოემბერი, 1878 (46 წლის)
გარდაცვალების ადგილი ბელგრადი, სერბეთის სამთავრო
დასაფლავებულია ბელგრადის ახალი სასაფლაო
საქმიანობა პოეტი, მწერალი, მხატვარი, დრამატურგი
ენა სერბული
მოქალაქეობა სერბეთის სამთავრო;
ავსტრიის იმპერიის დროშა ავსტრიის იმპერია
მიმდინარეობა რომანტიზმი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ჯურა იაკშიჩი დაიბადა ვოევოდინურ სოფელ სრპსკა-ცრნიაში, (ახლა იქ მისი სახლ-მუზეუმი მდებარეობს) სოფლის მღვდლის ოჯახში. ადრეული განათლება მიიღო ტიმიშოარასა და სეგედში. რამდენიმე წლის განმავლობაში, ბუდაპეშტში მდებარე მარასტონის ხელოვნების კერძო სკოლაში სწავლობდა. 1848 წლის რევოლუციის გამო, სწავლა შეწყვიტა და შემდგომში არც დაუსრულებია. რევოლუციაში აქტიურად მონაწილეობდა, სრბობრანთან დაიჭრა კიდევაც. რევოლუციის შემდეგ სერბეთში დაბრუნდა. რამდენიმე ხნის განმავლობაში ცხოვრობდა ველიკი ბეჩკერეკში (ახლა — ქალაქი ზრენიანინი), სადაც მხატვრობას დანილ კონსტანტინთან ეუფლებოდა.

1851 წელს ვენაში წავიდა. აქ მან ხატვის სწავლა განაგრძო და გაიცნო პოეტი ბრანკო რადიჩივიჩი და მთარგმნელი ჯურო დანიჩიჩი.

1853 წელს წავიდა მიუნხენში, სადაც ხელოვნების აკადემიაში სწავლობდა.

1861-1862 წწ. ვენის ხელოვნების აკადემიაში სწავლობდა[2]. შემდეგ საბოლოოდ სერბეთში დაბრუნდა. 1872 წლიდან ბერლინის სახელმწიფო ტიპოგრაფიაში კორექტორად მუშაობდა. 1878 წელს, ბოსნია და ჰერცეგოვინაში ოსმალების წინააღმდეგ აჯანყებაში მონაწილეობდა. ღარიბი იყო, მაგრამ ბოჰემიურ ცხოვრების წესს მისდევდა და ალკოჰოლს ბოროტად იყენებდა. იმავე წელს ტუბერკულოზით გარდაიცვალა.

ჯურა იაკშიჩი, სერბული რომანტიზმის ერთ-ერთი კაშკაშა წარმომადგენელია. მისი ნამუშევრები სავსეა ემოციებით, ვნებებით, სამშობლოსადმი სიყვარულით. ლექსები, რომლებიც გამსჭვალულია თავისუფლებისკენ სწრაფვის იდეებით, ასევე ტირანიის საწინააღმდეგო პროტესტით, რომელიც გაჟღენთილია სასიყვარულო ლირიკითა და რომანტიკული პათოსით.

საქმიანობა

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

ჯურა იაკშიჩი „სერბული ეროვნული სულის სიმბოლოდაა“ მიჩნეული. მის ლექსებში შეინიშნება თავისუფლებისკენ სწრაფვა, პროტესტი ტირანიის წინააღმდეგ, რომანტიკული ლირიკა და გმირული პათოსი.

იაკშიჩმა დაწერა დაახლოებით ორმოცამდე მოთხრობა, სამი დრამა („სერბების გადასახლება“ (1863), „ელიზავეტა, მონტენეგროს პრინცესა“ (1868), „Станое Главаш“ (1878) და რომანი „მებრძოლები“[3]. ის, XIX საუკუნის, ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი სერბი მხატვარია და სერბული მხატვრობის რომანტიზმის ყველაზე გამორჩეული წარმომადგენელია.

პოეზიაში იაკშიჩზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონიეს პეტეფმა და ბაირონმა, მხატვრობაში — რემბრანდტმა.

მხატვრობა

რედაქტირება

1854 წელს დაწერა სურათი „აბრაამის მსხვერპლი“. ასევე ავტორია შემდეგი კომპოზიციური სიუჟეტებისა: „კოსოვო“, „მონტენეგროს აჯანყება“ და „სადარაჯოზე” (სხვა სახელწოდებები — „ღამის გუშაგი”, „მოსვენება ბრძოლის შემდეგ”, „დარაჯობა”). „მონტენეგროს აჯანყებაში“ ასახულია აჯანყების ერთ-ერთი ყველაზე დრამატული მომენტი. რამდენიმე აჯანყებულისგან შემდგარი ჯგუფი, რომელთა შორის არიან ქალები, მოზარდები და ხანდაზმულები, შეკრებილნი არიან მთის მწვერვალზე, რომლებიც მოწინააღმდეგეთა მოგერიებას ცდილობენ.

 
Nocna straza (ღამის დარაჯი)

ასევე მის ისტორიულ ტილოებს შორისაა — „კარაგიორგის მკვლელობა” და რელიგიურ თემატიკასთან დაკავშირებული მთელი რიგი სურათებისა. მაგრამ, იაკშიჩს დიდი პოპულარულობა, სერბეთის ცნობილ ისტორიულ პერსონაჟთა პორტრეტებმა მოუტანეს: მეფე დუშანი, უფლისწული მარკო, თავადი ლაზარი, თავადი მილან ობრენოვიჩი და სხვა. მან ასევე, რამდენიმე ქალის პორტრეტი დაწერა. პორტრეტზე „გოგონა ლურჯ ფერებში”, გამოსახულია კიკინდიში მცხოვრები მედუქნე მილა პოპოვიჩის ქალიშვილი, რომელზეც მხატვარი შეყვარებული იყო.

 
Devojka u plavom (გოგონა ლურჯ ფერებში)

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Центральная Европа, Орбис, 1933. — გვ. 454.
  2. БСЭ3|статья=ЯКШИЧ ДЖУРА
  3. Якшич Джура — Мегаэнциклопедия Кирилла и Мефодия — статья. Энциклопедия Кирилла и Мефодия. ციტირების თარიღი: 2018-05-21.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჯურა_იაკშიჩი“-დან