რადიარდ კიპლინგი

(გადამისამართდა გვერდიდან ჯოზეფ რადიარდ კიპლინგი)

ჯოზეფ რადიარდ კიპლინგი (ინგლ. Joseph Rudyard Kipling; დ. 30 დეკემბერი, 1865, ბომბეი, ინდოეთი ― გ. 18 იანვარი, 1936, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი) — ინგლისელი ჟურნალისტი, მოთხრობების ავტორი, პოეტი და რომანისტი. დაიბადა ბრიტანეთის ინდოეთში, რამაც დიდი გავლენა მოახდინა მის შემოქმედებაზე. მის საუკეთესო პროზაულ ნამუშევრებად მიიჩნევა რომანები: „ჯუნგლების წიგნი“ (1894) და „კიმი“ (1901) და მოთხრობა „კაცი, რომელსაც მეფობა უნდოდა“ (1888);[35] ასევე ცნობილია მისი ლექსები. იგი მოთხრობების წერის ხელოვნებაში ინოვატორად მიიჩნევა,[36] მისი „მრავალმხრივი და ნათელი თხრობით გამორჩეული“ საბავშვო წიგნები კი კლასიკადაა აღიარებული.[37][38]

რადიარდ კიპლინგი
ინგლ. Joseph Rudyard Kipling
დაბადების თარიღი 30 დეკემბერი, 1865(1865-12-30)[1] [2] [3] [4] [5] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [16] [17] [18] [19] [20] [21] [22] [23] [24]
დაბადების ადგილი მუმბაი, ბრიტანეთის ინდოეთი[1] [8]
გარდაცვალების თარიღი 18 იანვარი, 1936(1936-01-18)[1] [2] [3] [4] [5] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [13] [14] [15] [16] [17] [18] [19] [20] [21] [22] [23] [24] (70 წლის)
გარდაცვალების ადგილი ლონდონი
დასაფლავებულია უესტმინსტერის სააბატო[25] და გოლდერს-გრინი[25] [5]
საქმიანობა მწერალი[22] [26] , პოეტი[22] , რომანისტი, სამხედრო კორესპონდენტი, საბავშვო მწერალი, ავტობიოგრაფი, სცენარისტი, ჟურნალისტი და სამეცნიერო ფანტასტიკოსი მწერალი
ენა ინგლისური ენა
მოქალაქეობა  გაერთიანებული სამეფო[27]
 დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო
ალმა-მატერი United Services College
Magnum opus ჯუნგლების წიგნი, კიმი, თუკი..., ჯუნგლების მეორე წიგნი, Just So Stories და Gunga Din
ჯილდოები ნობელის პრემია ლიტერატურაში[28] [29] , ლიტერატურის სამეფო საზოგადოების წევრი, Lektorix, doctor honoris causa from the University of Paris[30] და Doctor honoris causa of the University of Strasbourg[31]
მეუღლე კაროლინ სტარ ბალესტიერი[32]
შვილ(ებ)ი ჯონ კიპლინგი[32] , ელსი ბემბრიჯი[33] [32] და ჯოზეფინა კიპლინგი[9] [32]
ნათესავ(ებ)ი Catherine Pullein[34]
გავლენა მოახდინეს
ხელმოწერა

კიპლინგი XIX-XX საუკუნეების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრიტანელი ავტორია. მის შესახებ ჰენრი ჯეიმზი წერდა: „პირადად მე, კიპლინგი წარმომიდგენია ყველაზე სრულყოფილ გენიოსად ყველა იმ ინტელექტუალ ადამიანს შორის, ვისაც კი ოდესმე შევხვედრივარ“. 1907 წელს 41 წლის კიპლინგს მიენიჭა ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში, რითაც ამ ჯილდოს მფლობელი პირველი ინგლისურენოვანი და ყველაზე ახალგაზრდა მწერალი გახდა.[39]

კიპლინგის ნაწარმოებების მდიდარმა ენამ, მეტაფორების სიუხვემ დიდი წვლილი შეიტანა ინგლისური ენის საგანძურში.

ბიოგრაფია

რედაქტირება

ბავშვობა

რედაქტირება

რადიარდ კიპლინგი დაიბადა ინდოეთის ქალაქ ბომბეიში, ადგილობრივი სკოლის პედაგოგ ჯონ ლოკვუდ კიპლინგისა და ალისა კიპლინგის (მაკდონალდი) ოჯახში. სახელი რადიარდი ბავშვმა მიიღო ინგლისის ტბის პატივსაცემად, რომელთანაც მშობლებმა გაიცნეს ერთმანეთი. ცხოვრების საწყისი და ბედნიერი წლები რადიარდმა ინდოეთის ეგზოტიკური ბუნების გაცნობაში გაატარა. მაგრამ 5 წლის ასაკში იგი დასთან ერთად სასწავლებლად ინგლისში გაამგზავრეს. შემდეგი 6 წელი რადიარდმა კერძო პანსიონში გაატარა, რომლის პატრონიც (მადამ როზა) ხშირად სჯიდა მას. ასეთმა დამოკიდებულებამ სიცოცხლის ბოლომდე დაღი დაუსვა მის ცხოვრებას – იგი უძილობით იტანჯებოდა.

12 წლის ასაკში მშობლები რადიარდს აწყობენ კერძ დევონის სასწავლებელში, რათა შემდგომში პრესტიჟულ სამხედრო აკადემიაში ჩარიცხულიყო. სასწავლებლის დირექტორი მამამისის მეგობარი კორმელ პრაისი იყო, რომელმაც ხელი შეუწყო ლიტერატურის შესწავლაში. ახლომხედველობამ ხელი შეუშალა რადიარდს სამხედრო კარიერის გაგრძელებაში, ხოლო აღნიშნული სასწავლებლის დიპლომი სხვა ტიპის უნივერსიტეტისთვის შეუთავსებადი აღმოჩნდა. შვილის მოთხრობებით აღფრთოვანებულმა, მამამ რადიარდი ლაჰორის „სამოქალაქო და სამხედრო გაზეთის“ რედაქციაში მოაწყო ჟურნალისტად.

1882 წლის ოქტომბერში კიპლინგი ბრუნდება ინდოეთში და იწყებს ჟურნალისტად მუშაობას. თავისუფალ დროს იგი წერდა პატარა მოთხრობებსა და ლექსებს, რომლებსაც შემდეგ გაზეთში სხვა სტატიებთან ერთად აქვეყნებდა. ნაწარმოებების პირველი გაყიდვები 1883 წელს დაიწყო.

მოგზაურობა

რედაქტირება

80-იანი წლების შუაში რადიარდი, როგორც ალაჰაბადის გაზეთ „პიონერის“ კორესპონდენტი, იწყებს მოგზაურობას აზიასა და აშშ-ში. „პიონერთან“ მას საქმიანი კონტრაქტი აკავშირებდა – გაზეთს უნდა გამოეცა კიპლინგის საგზაო ჩანახატები. მოგზაურობასთან ერთად რადიარის შემოქმედების გაყიდვა გაიზარდა, 1888 და 1889 წლებში მისი 6 წიგნი გამოიცა, რამაც შემოქმედებითი აღიარება მოუტანა.

1889 წელს მან მოინახულა ბირმა, ჩინეთი, იაპონია, აშშ და დიდი ხნის მოგზაურობის შემდეგ ლონდონში დასახლდა. მას უკვე ჩარლზ დიკენსის მემკვიდრედ მოიხსენიებდნენ. 1890 წელს მისი პირველი რომანი „ჩამქრალი სინათლე“ გამოვიდა.

შემოქმედება

რედაქტირება

ლონდონში კიპლინგი ეცნობა ახლაგაზრდა ამერიკელ გამომცემელ უოლკოტ ბეილსტირს, რომელთანაც ერთად მუშაობს მოთხრობაზე „ნუალაკჰა“ (The Naulahka). 1892 წელს უოლკოტი გარდაიცვალა, და ცოტა ხანში რადიარდი მის დაზე – კაროლინაზე ქორწინდება. თაფლობის თვის დროს, ბანკი, რომელშიც კიპლინგს მთელი თავისი კაპიტალი ჰქონდა უეცრად გაბანკროტდა და ცოლ-ქმარს ფული მხოლოდ იმისთვის დარჩა, რომ ვერმონტამდე მიეღწიათ, სადაც კაროლინას ნათესავები ცხოვრობდნენ. შემდეგი 4 წელიწადი მათ ვერმონტში გაატარეს.

ამ დროს იწყებს კიპლინგი ბავშვებისთვის წერას. 1894–1895 წლებში გამოდის მისი ცნობილი „ჯუნგლების წიგნი“ (The Jungle Book) და „ჯუნგლების მეორე წიგნი“ (The Second Jungle Book). გამოიცა ასევე ლექსთა კრებული „შვიდი ზღვა“ (The Seven Seas). გაუჩნდა ორი შვილი: ჯოზეფინა და ელსი. ცოლისძმასთან ჩხუბის შემდეგ 1896 წელს ოჯახთან ერთად ინგლისში ბრუნდება. 1897 წელს გამოსცემს მოთხრობას „მამაცი ზღვაოსნები“ (Captains Courageous). 1899 კიპლინგმა დიდი დარტყმა მიიღო - აშშ-ში მოგზაურობისას ფილტვების ანთებისგან უფროსი ქალიშვილი – ჯოზეფინა გარდაეცვალა.

1899 წელს სამხრეთ აფრიკაში ატარებს რამდენიმე თვეს, სადაც ცნობილ მაგნატ სისილ როდს გაიცნობს. 1901 წელს გამოდის მისი რომანი „კიმი“ (Kim), მისი ერთ-ერთი საუკეთესო ნაწარმოები. აფრიკაშივე იგი აგროვებს მასალას ახალ საბავშვო წიგნისთვის, რომელიც 1902 წელს გამოდის სახელწოდებით „უბრალო ზღაპრები“ (Just So Stories).

იმავე წელს კიპლინგი ყიდულობს აგარაკს სასექსის საგრაფოში, ინგლისში, სადაც ცხოვრების ბოლომდე სახლდება. იქვე წერს თავის ცნობილ წიგნებს (Puck of Pook’s Hill) და (Rewards and Fairies). ლიტერატურულ საქმიანობასთან ერთად პოლიტიკურს იწყებს. იგი წერს გერმანიასთან სამომავლო ომზე, გამოდის კონსერვატორთა მხარდაჭერით და ფემინიზმის წინააღმდეგ. 1907 წელს მან ნობელის პრემია მიიღო.

მოთხრობები:
რედაქტირება

1. ათასი მწუხარების ჭიშკარი

2. პატარა ტობრა

3. ლისპეტი

4. ღმერთების ხაზინა

5. მოხეტიალე ებრაელი

6. ამირას მოწყალება

7. ნაბოთე

8. მეამბოხე მოტი-გოჯი

9. წყალდიდობის ჟამს

10. ნამგეი დულა

11. რიქშა-აჩრდილი

12. ოლქის თავკაცი

13. იმრეის დაბრუნება

14. ტყუპი[40]

პირველი მსოფლიო ომი

რედაქტირება

პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ კიპლინგი ლიტერატურულ შემოქმედებას სულ უფრო მცირე დროს უთმობს. 1915 წელს კიდევ ერთი ძლიერი დარტყმა მიიღო – ომში დაიღუპა უფროსი ვაჟი, ჯონი. რადიარდი ამ დროს მეუღლესთან ერთად წითელ ჯვარში მუშაობდა. ომის შემდეგ იგი სამხედრო დაკრძალვების კომისიაში მუშაობდა. სწორედ მის მიერ იქნა არჩეული ბიბლიური ფრაზა „მათი სახელები მუდამ იცოცხლებენ“ ხსოვნის ობელისკებზე.

ბოლო დღეები

რედაქტირება

კიპლინგი აგრძელებდა ლიტერატურულ შემოქმედებას 1930-იანი წლების დასაწყისამდე, თუმცა ნაკლები წარმატებით. ბოლო წლებში ავადმყოფობდა. გარდაიცვალა 1936 წლის 18 იანვარს თავის ქალაში სისხლის ჩაქცევით. მისი სიკვდილის შესახებ ინფორმაცია შეცდომით ნაადრევად დაიბეჭდა ერთ-ერთ ჟურნალში და კიპლინგმა მისთვის ჩვეული ენამახვილობით რედაქციას ასეთი შინაარსის წერილი მისწერა: „ახლა წავიკითხე, რომ გარდავცვლილვარ. არ დაგავიწყდეთ, ჟურნალის ხელმომწერთა სიიდან ამომშალეთ!“

რადიარდ კიპლინგი დაკრძალულია ვესტმინსტერის სააბატოში, პოეტთა კუთხეში.

საინტერესო ფაქტები

რედაქტირება
 

1930 წლამდე, კიპლინგის მიერ გამოცემულ წიგნებზე ხშირად იყო გამოსახული სვასტიკა. რადიარდი მას იყენებდა როგორც ძველინდურ სიმბოლოს, რომელიც წარმატებისა და ბედნიერების მომტანი იყო. მას შემდეგ რაც ნაცისტებმა სვასტიკა საკუთარი მოძრაობის სიმბოლოდ აირჩიეს, კიპლინგმა დაიქირავა გრავიურებზე მომუშავე სპეციალისტი და სცადა მაქსიმალურად გაენადგურებინა იგი თავისი ძველი გამოცემებიდან, რათა ამით ეჩვენებინა საზოგადოებისთვის, რომ იგი არ თანაუგრძნობდა გერმანელებს. 1936 წელს კი მოუწია საჯარო გამოსვლა ნაციზმის გმობითა და მისი საშიშროების შესახებ.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Allen, Charles (2007) Kipling Sahib: India and the Making of Rudyard Kipling, Abacus, 2007. ISBN 978-0-349-11685-3
  • David, C. (2007). Rudyard Kipling: a critical study, New Delhi, Anmol, 2007. ISBN 81-261-3101-2
  • Eliot, T.S. (1941). A Choice of Kipling's Verse, made by T. S. Eliot with an essay on Rudyard Kipling. Faber and Faber. 
--- paperback edition 1963.
  • Gilbert, Elliot L. ed., (1965) Kipling and the Critics (New York: New York University Press)
  • Gilmour, David. (2003) The Long Recessional: The Imperial Life of Rudyard Kipling New York: Farrar, Straus and Giroux. ISBN 0-374-52896-9

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 Deutsche Nationalbibliothek Record #118562290 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 ბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზა — 2000.
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 Find a Grave — 1996.
  6. 6.0 6.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  7. 7.0 7.1 IMSLP — 2006.
  8. 8.0 8.1 8.2 http://web.archive.org/web/20170323100843/http://jeugdliteratuur.org/auteurs/rudyard-kipling
  9. 9.0 9.1 9.2 Lundy D. R. The Peerage
  10. 10.0 10.1 Discogs — 2000.
  11. 11.0 11.1 NooSFere — 1999.
  12. Benezit Dictionary of ArtistsOUP, 2006. — ISBN 978-0-19-977378-7
  13. 13.0 13.1 BD Gest'
  14. 14.0 14.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  15. 15.0 15.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  16. 16.0 16.1 Vegetti Catalog of Fantastic Literature
  17. 17.0 17.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  18. 18.0 18.1 GeneaStar
  19. 19.0 19.1 Roglo — 1997. — 10000000 ეგზ.
  20. 20.0 20.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  21. 21.0 21.1 Babelio — 2007.
  22. 22.0 22.1 22.2 22.3 The Fine Art Archive — 2003.
  23. 23.0 23.1 Rudyard Kipling / B. Delmas, R. Mathis — 2009.
  24. 24.0 24.1 ПроДетЛит — 2019.
  25. 25.0 25.1 Western Gazette — 1936. — გამ. 10355. — S. 9.
  26. Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
  27. LIBRISNational Library of Sweden, 2016.
  28. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/literature/laureates/1907/
  29. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/
  30. Liste des docteurs honoris causa de l'Université de Paris de 1918 à 1933 inclus — 1934. — Vol. 9, გამ. 1. — P. 90–95. — ISSN 0041-9176
  31. https://gallica.bnf.fr/ark:/12148/bpt6k45854946
  32. 32.0 32.1 32.2 32.3 Kindred Britain
  33. Souden D. Wimpole Hall: Cambridge — 1999. — ISBN 978-0-7078-0139-1
  34. http://theweald.org/N10.asp?NId=2175
  35. "The Man who would be King" დაარქივებული 2013-05-20 საიტზე Wayback Machine. . Notes on the text by John McGivering. kiplingsociety.co.uk.
  36. Rutherford, Andrew (1987). General Preface to the Editions of Rudyard Kipling, in "Puck of Pook's Hill and Rewards and Fairies", by Rudyard Kipling. Oxford University Press. ISBN 0-19-282575-5
  37. Rutherford, Andrew (1987). Introduction to the Oxford World's Classics edition of 'Plain Tales from the Hills', by Rudyard Kipling. Oxford University Press. ISBN 0-19-281652-7
  38. James Joyce considered Tolstoy, Kipling and D'Annunzio the "three writers of the nineteenth century who had the greatest natural talents", but that they "did not fulfill that promise". He also noted their "semi-fanatic ideas about religion, or about patriotism". Diary of David Fleischman, 21 July 1938, quoted in James Joyce by Richard Ellmann, p. 661, Oxford University Press (1983) ISBN 0-19-281465-6
  39. Alfred Nobel Foundation. Who is the youngest ever to receive a Nobel Prize, and who is the oldest?. Nobelprize.com. ციტირების თარიღი: 30 September 2006
  40. „ათასი მწუხარების კარიბჭე“ - რადიარდ კიპლინგი, „მსოფლიოს რჩეული მოთხრობები“, პალიტრა L, თბილისი, 2011, ISBN 978-994-19-202-9