ჩარლზ დიკენსი

(გადამისამართდა გვერდიდან დიკენსი, ჩარლზ)

ჩარლზ ჯონ ჰუფემ დიკენსი (ინგლ. Charles John Huffam Dickens, ფსევდონიმი - „ბოზ“ (ინგლ. „Boz“), დ. 7 თებერვალი, 1812, ლენდპორტი, ჰემფშირი — გ. 9 ივნისი, 1870, გედს-ჰილი, კენტი) — ვიქტორიანული ერისა და ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ინგლისელი მწერალი, რომლის რომანებისა და მოთხრობების ბეჭდვა არასდროს შეწყვეტილა.[16][17]

ჩარლზ დიკენსი
ინგლ. Charles Dickens
დაბადების თარიღი 7 თებერვალი, 1812(1812-02-07)[1] [2] [3] [4] [5]
დაბადების ადგილი ლენდპორტი[3] [1]
გარდაცვალების თარიღი 9 ივნისი, 1870(1870-06-09)[6] [3] [1] [5] (58 წლის)
გარდაცვალების ადგილი გედს-ჰილი[2] [3] [7]
დასაფლავებულია უესტმინსტერის სააბატო[8]
ფსევდონიმი Boz
საქმიანობა მწერალი[2] [9] [10] [11] [12] , რომანისტი[13] , ჟურნალისტი[8] [12] , სოციალური კრიტიკოსი, დრამატურგი, ავტორი[13] , საბავშვო მწერალი, რედაქტორი, პროზაიკოსი[14] , ბოტანიკოსი და ნოველისტი
ენა ბრიტანული ინგლისური
მოქალაქეობა  დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო
ჟანრი ნოველა და non-fiction
Magnum opus პიკვიკის კლუბის ჩანაწერები, ოლივერ ტვისტი, A Christmas Carol, დევიდ კოპერფილდი, Bleak House, Hard Times: For These Times, Little Dorrit, ორი ქალაქის ამბავი, დიდი იმედები, Barnaby Rudge, Our Mutual Friend, ნიკოლას ნიკლბი, The Old Curiosity Shop, Dombey and Son, Martin Chuzzlewit და The Mystery of Edwin Drood
ჯილდოები ხელოვნების სამეფო საზოგადოების წევრი
მეუღლე ქეთრინ დიკენსი[15] [12]
პარტნიორ(ებ)ი ელენ ტერმანი
შვილ(ებ)ი ჩარლზ დიკენსი (უმცროსი)[15] [12] , მერი დიკენსი[15] [12] , ქეით პერუჯინი[15] , უოლტერ ლენდორ დიკენსი[15] , ფრენსის დიკენსი[15] , ალფრედ დ’ორსეი ტენისონ დიკენსი[15] , სიდნი სმით ჰალდიმენდ დიკენსი[15] [8] , ჰენრი ფილდინგ დიკენსი[15] , დორა ენი დიკენსი[15] და ედუარდ დიკენსი[15]
ხელმოწერა

ჩარლზ დიკენსის შემოქმედება ბრწყინვალე ფურცელია ინგლისის კრიტიკული რეალიზმის ისტორიაში. მის სახელთან დაკავშირებულია მთელი ეპოქა ინგლისური ლიტერატურის განვითარებაში. ჩარლზ დიკენსი დაიბადა საზღვაო უწყების მოსამსახურის ოჯახში. მან ბავშვობიდანვე იგემა ცხოვრების სიდუხჭირე. ოჯახი მუდამ სიღარიბეში იმყოფებოდა. ვალების გადაუხდელობის გამო მომავალი მწერლის მამა ჩასვეს მოვალეთა ციხეში, საიდანაც თავი დააღწია მოულოდნელად. დიკენსი 10 წლიდან მუშაობდა ვაქსის ფაბრიკაში. ბავშვობაში მიღებული განათლება არ ატარებდა რამდენადმე სისტემატურ ხასიათს. ის მუშაობდა სასამართლოსა და პარლამენტის რეპორტიორად. სამსახურმა ხელი შეუწყო მას ცხოვრებისეული გამოცდილების გამდიდრებაში. ბავშვობისა და სიჭაბუკის მძიმე წლები მან შემდგომ აღწერა თავის რომანებში - „დევიდ კოპერფილდი“ და „პაწია დორითი“.

ბიოგრაფია

რედაქტირება

ადრეული წლები

რედაქტირება

დაიბადა პორტის მცირე მოხელის ოჯახში. სიღარიბის გამო ვერ შეძლო სკოლის დამთავრება, თუმცა ბავშვობაში ინტენსიურად იყო დაკავებული თვითგანათლებით (კითხულობდა დანიელ დეფოს, ჰენრი ფილდინგის, ტობაიას სმოლეტისა და სხვების რომანებს). მამის გაკოტრების შემდეგ მუშაობდა ლონდონის ვაქსის ქარხანაში, კანცელარიის მწერლად, პარლამენტის სტენოგრაფად (1831-დან), რეპორტიორად. 1833 წლიდან ფსევდონიმით „Boz“ ლონდონის ჟურნალებში აქვეყნებდა ნარკვევებსა და მოთხრობებს, რომლებიც შემდეგ შევიდა წიგნში „Sketches by Boz“ (1836). ბევრს მოგზაურობდა (აშშ, 1842, 1867–68; იტალია, 1844–45; შვეიცარია, 1846, და სხვ.), 1846 წელს დააარსა გაზეთი „Daily news“, გამოსცემდა ლიტერატურულ-მხატვრულ ჟურნალებს „სახლის საკითხავი“ („Household words“, 1850-დან), „მთელი წლის განმავლობაში“ („All the year round“, 1859-დან). ჰქონდა სამსახიობო ნიჭიც, 1858 წლიდან კითხულობდა საკუთარ თხზულებებს; 1860 წელს დასახლდა ლონდონთან ახლოს მდებარე მამულში.[18]

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • „ოლივერ ტვისტი“ (1839)
  • „ნიკოლას ნიკლბი“ (1839)
  • „საშობაო სიმღერა“ (1843)
  • „დევიდ კოპერფილდი“ (1850)
  • „ორი ქალაქის ამბავი“ (1859)
  • „დიდი იმედები“ (1861)
  1. 1.0 1.1 1.2 T. SE Dickens, Charles John Huffam // Encyclopædia Britannica: a dictionary of arts, sciences, literature and general information / H. Chisholm — 11 — New York, Cambridge, England: University Press, 1911. — Vol. 8.
  2. 2.0 2.1 2.2 Сильман Т. И. Диккенс // Краткая литературная энциклопедияМосква: Советская энциклопедия, 1962. — Т. 2.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 Dickens, Charles // The American Cyclopædia — 1879.
  4. https://mormonarts.lib.byu.edu/people/charles-dickens/
  5. 5.0 5.1 ПроДетЛит — 2019.
  6. Dickens, Charles // Encyclopædia Britannica: dictionary of arts, sciences, and general literature — 9 — 1875. — ტ. 7.
  7. Dickens, Charles // The New Student's Reference Work for teachers, students and families / C. Beach, F. M. McMurryChicago: 1914.
  8. 8.0 8.1 8.2 Oxford Dictionary of National Biography / C. MatthewOxford: OUP, 2004.
  9. Archivio Storico Ricordi — 1808.
  10. The Fine Art Archive — 2003.
  11. Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
  12. 12.0 12.1 12.2 12.3 12.4 Catalog of the German National Library
  13. 13.0 13.1 Union List of Artist Names — 2010.
  14. Czech National Authority Database
  15. 15.00 15.01 15.02 15.03 15.04 15.05 15.06 15.07 15.08 15.09 15.10 Kindred Britain
  16. სვიფტი, საიმონ (18 April 2007). „„რა არს დიკენსი?““. The Guardian. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 დეკემბერი 2012. ციტირების თარიღი: 21 აპრილი 2012.
  17. „Victorian squalor and hi-tech gadgetry: Dickens World to open in England“. Bloomberg News. 23 May 2007. „He created some of English literature's most memorable characters and his work, which has never gone out of print, continues to bring the poverty of 19th-century London to life for future generations“.
  18. Толмачёв В. М. Диккенс Чарльз // Большая российская энциклопедия. т. 8. — М., 2007. — стр. 743.