ჯვრის უღელტეხილი (ლეჩხუმის ქედი)
უღელტეხილი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში
ჯვრის უღელტეხილი — უღელტეხილი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე. მდებარეობს ლეჩხუმის ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 2600 მ. კალთები შემოსილია ალპური მდელოს ბალახეულით. აკავშირებს მდინარეების ცხენისწყლისა (ლენტეხის მუნიციპალიტეტი) და ლაჯანურის (ცაგერის მუნიციპალიტეტი) ხეობებს.
ჯვრის უღელტეხილი | |
---|---|
კოორდინატები: 42°45′31″ ჩ. გ. 42°58′24″ ა. გ. / 42.75861° ჩ. გ. 42.97333° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ცაგერის მუნიციპალიტეტი ლენტეხის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2600 მ |
ქედი | ლეჩხუმის ქედი |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 563.