კომბოსტოსებრნი

(გადამისამართდა გვერდიდან ჯვაროსნები (ოჯახი))

კომბოსტოსებრნი, ჯვაროსნები (ლათ. Cruciferae) — ორლებნიან მცენარეთა ოჯახი. ბალახები, იშვიათად ნახევრად ბუჩქები და ბუჩქებია. მორიგეობით განლაგებული ფოთლები აქვთ; ქვედა ფოთლები ხშირად ქმნის ფესვთანურ როზეტს.

კომბოსტოსებრნი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ლათინური სახელი
Cruciferae

ნაყოფი ჭოტი ან ჭოტაკია, ყვავილედი მტევნისებრი ან ფარისებრია. კომბოსტოსებრნი ორად გაყოფილი ან ვარსკვლავისებრი, ზოგჯერ მარტივი ბეწვებით შებუსული ან სრულიად შიშველი მცენარეებია (შებუსვას მეტად დიდი მნიშვნელობა აქვს ოჯახის სისტემატიკისათვის).

ოჯახი 380-მდე გვარის 3200-მდე სახეობას აერთიანებს. კომბოსტოსებრნი მეტწილად ჩრდილოეთ ნახევარსფეროში არიან გავრცელებული. სახეობათა მნიშვნელოვანი ჯგუფები გვხვდება ასევე თანამედროვე და უძველესი ხმელთაშუაზღვისპირეთის რეგიონშიც. საქართველოში კომბოსტოსებრნის 64 გვარის 180-მდე სახეობა იზრდება, მათ შორის ბევრი ლაკონიური ენდემია. ოჯახში მრავალი ბოსტნეული (კომბოსტო, ბოლოკი, თალგამი და სხვა), ზეთოვანი (რაფსი, შალგი და სხვა), სანელებელი (მდოგვი, პირშუშხა), თაფლოვანი, საღებავი და სხვა მცენარეა. ბევრია სარეველაც.

ლიტერატურა

რედაქტირება