ჯენ ხე (თან. წაკ. ჭენგ ხე, ჩინ. ტრად. 鄭和, გამარტ. 郑和, ფინინი: Zhèng Hé; დ. 1371 — გ. 1435) — გამოჩენილი ჩინელი მოგზაური, მეზღვაური და დიპლომატი, რომელიც ხელმძღვანელობდა მინის დინასტიის შვიდ მსხვილმასშტაბიან სამხედრო-სავაჭრო საზღვაო ექსპედიციებს ინდოჩინეთის, ინდოსტანის, არაბეთის ნახევარკუნძულისა და სამხრეთი აფრიკის სანაპიროებზე.

ჯენ ხეს ქანდაკება ქალაქ მალაკაში, მალაიზია. მეზღვაურის ქანდაკებები არამარტო ნანკინში დგანან - მას სცემენ პატივს მალაიზიასა და ინდონეზიაში, ტაილანდში და ინდოეთის მალაბარის სანაპიროზე.[1]

მიუხედავად იმისა, რომ სუნის დინასტიის პერიოდიდან ჩინური სავაჭრო გემები სამხრეთ ჩინეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიას შორის შეუჩერებლივ მოგზაურებდნენ, ხოლო მონღოლური დინასტია იუანის დროს სამხედრო-დიპლომატიურ ექსპედიციებს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და ცეილონზეც კი ახორციელებდნენ, ჯენ ხეს ექსპედიის მასშტაბი და მნიშვნელობა იყო უპრეცედენტო იმდროინდელი ჩინეთისთვის. ექსპედიციის შედეგად ჩინეთმა შეაგროვა მანამდე უცნობი ინფორმაცია ინდოეთის ოკეანის ნაპირებზე მცხოვრები ერების შესახებ და, მიუხედავად მოკლე ვადისა და ფორმალურობისა, მალაკის ნახევარკუნძულის, ინდონეზიის, ცეილონისა და სამხრეთი ინდოეთის მრავალი სამეფო გახადა საკუთარ ვასალად.

ჯენ ხეს მთავარი მფარველის, იმპერატორ ჩჟუ დის მმართველობის დროსაც კი მეზღვაურის ექსპედიციებს მწვავედ აკრიტკებდნენ კონფუციანური ელიტის წარმომადგენლები, რომლებიც მათ არაფრისმომცემ და ძვირადღირებულ ვოიაჟებად მიიჩნევდნენ. ჯენ ხესა და იმპერატორ ჩჟუ ჩჟანცზის სიკვდილის შემდეგ ამგვარმა იზოლაციანისტურმა მიდგომამ დაიკავა მთავარი ადგილი ჩინეთის პოლიტიკაში, რის შედეგადაც სამთავრობო საზღვაო ექსპედიების განხორციელება აიკრძალა, ხოლო ჯენ ხეს ფლოტის შესახებ ინფორმაცია ან დაიკარგა, ან განადგურდა. XVII—XVIII საუკუნეებში შექმნილი მინის ოფიციალური ისტორია საკმაოდ კრიტიკულად განიხილავდა ჯენ ხეს ექსპედიციებს, თუმცა როგორც ჩინეთში, ისევე სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში აღმოცენებულ ჩინურ თემებში საჭურისი მეზღვაური ეროვნულ გმირად რჩებოდა.

XX საუკუნის დასაწყისში, ჩინეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აღზევების ხანაში, ჯენ ხეს სახემ მანამდე არნახული პოპულარობა მოიპოვა. [2]. თანამედროვე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ჯენ ხე განიხილება როგორც ქვეყნის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი პიროვნება, ხოლო მისი მოგზაურებები (რომლებსაც ხშირად განიხილავენ როგორც მეზობლებისადმი ჩინეთის მშვიდობიანი პოლიტიკის მთავარ მაგალითს) უპირისპირდება XVI—XIX საუკუნეების ევროპელი კოლონიზატორების დაპყრობით ექსპედიციებს.[3].

ბიოგრაფია

რედაქტირება

წარმოშობა

რედაქტირება
 
მომავალი მეზღვაურმა ბავშვობა ამ პატარა სოფელში, დიანჩის ტბის სიახლოვეს გაატარა.

ბავშვობისას მომავალმა მეზღვაურმა მიიღო სახელი მა ჰე (馬 和). იგი დაიბადა კუნიანის მაზრის [4][5] [6] სოფელ ჰედაიში[7]. მაზრი კუნიანი მდებარეობდა ცენტრალურ იუნიანში, მდინარე დიაჩის ნაპირებზე, რომლის ჩრდილოეთ საზღვარზე მდებარეობდა პროვინციული დედაქალაქი კუნმინი.

მას ოჯახი წარმოშობით ე.წ. სემუთა ფენას ეკუთვნოდა. სემუთა ფენას ჩინეთში ცენტრალური აზიიდან გადმოსახლებულ ნებისმიერ პიროვნებას უწოდებდნენ. მონღოლური მმართველობის დროს სემუს ეკავათ სხვადასხვა მნიშვნელოვანი პოსტები იუანის დინასტიის სახელმწიფო აპარატში. სემუთა უმრავლესობა, მათ შორის ჯენ ხეს წინაპრები, მაჰმადიანური მრწამსის იყვნენ (ხშირად ითვლება, რომ თვით გვარი „მა“ არის მხოლოდ სახელ „მუჰამედის“ ჩინური ვერსია). იუანის დინასტიის დაცემისა და მინის დინასტიის დამკვიდრების შემდეგ სემუთა უმრავლსეობამ განიცადა ასიმილაცია და შეერწყა ჩინელ მაჰმადიანებს - ჰუეცზუს.[8].

მა ჰეს მშობლების შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი - ყველაფერი, რაც მათ შესახებ ვიცით, ამოტვიფრულია 1405 წელს თვით ადმირალის ბრძანებით დადგმულ სტელაზე. მომავალი მეზღვაურის მამა იყო ცნობილი მა ჰაჯის სახელით (1345—1381 ან 1382[9][10]). გვარი ჰაჯი მან მიიღო მექაში ჰაჯის აღსრულების შემდეგ; მისი მეუღლე ატარებდა ვენმინ (温) გვარს. ოჯახში ექვსი ბავშვი იზრდებოდა - ოთხი გოგონა და ორი ვაჟი - უფროსი, მა ვენმინი და უმცროსი მა ჰე.

დარწმუნებით უცნობია, თუ რა გზით შემოვიდნენ ჯენ ხეს წიანაპრები ჩინეთში. ოჯახური გადმოცემის თანახმად, მა ჰაჯის მამა (ადმირალის ბაბუა) იყო ყუბილაი ყაენის სარდლის, ბუხარელი საიდ აჯალ ალ-დინ ომარის შვილიშვილი. გადმოცემის თანახმად, საიდ აჯალ ალ-დინ ომარმა შეძლო იუნიანის პროვინციის დაპყტობა და მის მმართველად გახდომა[11], თუმცა არ არსებობს უდავო დასაბუთება იმისა, რომ მას წინაპრები იუნიანში მონღოლებთან ერთად გაჩნდნენ. [12].

ჯენ ხე, ისევე, როგორც მისი წინაპრები, მაჰმადიანი იყო და, სავარაუდოდ, იცავდა საკუთარ ერთმორწმუნეებს მინის დინასტიის მმართველობის დასაწყისში, როდესაც მაჰმადიანებს სიფრთხილით ექცეოდნენ. ჩინელების მხრიდან სიფრთხილე იყო გამოწვეული იმით, რომ მრავალ სემუს ეკავა გადასახადების შემგროვებლების პოსტები [13][14]. მიუხედავად ისლამისადმი თავისი ერთგულებისა, ჯენ ხე პატივისცემით ეპყრობოდა სხვა რელიგებს, როგორებიც იყო ბუდიზმი (მას გააჩნდა ბუდისტური ზედმეტსახელიც კი - სანბაო, სამი ძვირფასი ქვა) და დაოსიზმი. საჭიროებისამებრ იგი ასევე იღებდა მონაწილეობას სხვა რელიგიების რიტუალებშიც. მიიჩნევა ასევე, რომ სწორედ ისლამისადმი მისმა მიმდევრობამ ითამაშა უმთავრესი როლი მის დანიშვნაში ოქროს ფლოტის ადმირალად, რომელსაც სხვათა შორის ევალებოდა არაბეთისა და აფრიკის მონახულება - ხოლო ამ ადგილებში წამყვანი რელიგია სწორედ ისლამი იყო.

ჩჟუ დისთან სამსახურის დაწყება და სამხედრო კარიერა

რედაქტირება

ჩრდილოეთ და ცენტრალურ ჩინეთში მონღოლური ურმის გაუქმებისა და ჩჟუ იუნჩჟანის მიერ მინის დინასტიის დამყარების შემდეგ (1368) მთიანი პროვინცია იუნიანი ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში რჩებოდა მონღოლების კონტროლის ქვეშ. უცნობია, მიუღია თუ არა მა ჰაჯის მონაწილეობა ბრძოლებში იუანელი ლოიალისტების მხარეზე მინის იმპერიის ჯარების წინააღმდეგ, მაგრამ იგი გარდაიცვალა მინის მიერ იუნიანის დაპყრობის დროს 1382 წელს, ხოლო მისი უმცროსი შვილი ტყვედ შეიპყრეს და ჩჟუ დის სამსახურში შეიყვანეს.[15].

სამი წლის შემდეგ, 1385 ბიჭს კასტრაცია გაუკეთეს[16], რის შედეგადაც იგი გახდა ჩჟუ დის, იმდროინდელი იანის დიდი მმართველის, ერთ-ერთი საჭურისო. ახალგაზრდა საჭურისმა მიიღო სახელი მა სანბაო (馬三保, სანბაო - 三保 = „სამი ძვირფასეულობა“), ანუ სამი წამოძახილი ბუდისტური ღვთისმსახურების დროს[17]. მიიჩნევა, რომ დიდი მმართველის ტახტთან მა სანბაომ შეძლო უკეთესი განათლების მიღება, ვიდრე მას შეეძლო მიეღო იმპერატორის ტახტთან ნანკინში, რადგანაც იმპერატორი ჩჟუ იუანჩჟანი ეჭვით უყურებდა საჭურისებს და ცდილობდა მათთვის წერა-კითხვის სწავლებისა და განათლების აკრძალვას.

როგორც იანის დიდ მმართველს, ჩჟუ დის გააჩნდა მნიშვნელოვანი სამხედრო ძალები, რომელთა გამოყენებით იგი ებრძოდა მონღოლებს იმპერიის ჩრდილოეთ საზღვრებში. მა სანბაომ მიიღო მონაწილეობა 1386/87 წლების ზამთრის კამპანიაში მონღოლურ ბელად ნაგაჩუს (Naghachu) წინააღმდეგ.[18].

მინის დინასტიის პირველ იმპერატორ ჩჟუ იანჩჟანს სურდა ტახტის გადაცემა საკუთარი შვილისთვის ჩჟუ ბაოსთვის, თუმცა იგი გარდაიცვალა ჯერ კიდევ იმპერატორის სიცოცხლის დროს. ამის შედეგად იმპერატორმა მემკვიდრედ ჩჟუ ბაოს შვილ, ჩჟუ იუნვენი დანიშნა, რამაც გამოიწვია მისი ბიძის უკმაყოფილობა. 1398 წელს ტახტზე ასვლის შემდეგ ჩჟუ იუნვენმა, რომელსაც სამართლიანად ეშინოდა რომელიმე ბიძის აჯანყების, დაიწყო მათი ამოხოცვა. მალევე ნანკინში მყოფ იმპერატორსა და პეკინში მყოფ ჩჟუ დის შორის სამოქალაქო ომი დაიწყო. იქიდან გამომდინარე, რომ ჩჟუ იუნვენმა აუკრძალა საჭურისებს ქვეყნის მმართველობაში მონაწილეობის მიღება და მრავალმა მათგანმა მხარი ჩჟუ დის დაუჭირა. ჯილდოდ საჭურისებმა მიიღეს უფლება დაეკავათ მნიშვნელოვანი პოლიტიკური პოსტები, რაც ხელსაყრელი იყო მა სანბაოსთვის. მა სანბაომ თავი გამოიჩინა როგორც ბეიპინის დაცვის დროს 1399 წელს, ასევე ნანკინის აღებისას 1402 წელს და იყო ერთ-ერთი იმ მხედართმთავართაგან, რომელსაც დაევალა იმპერიის დედაქალაქის - ნანკინის აღება. საკუთარი ბიძაშვილის რეჟიმის ჩამოგდების შემდეგ, 1402 წლის 17 ივლისს ჩჟუ დი ტახტზე ავიდა[19].

ჩინურ ახალ,1404 წელს [20] ერთგული სამსახურისთვის ახალმა იმპერატორმა დააჯილდოვა მა სანბაო ახალი გვარით - ჯენ, რაც გახდა იმის შეხსენება, რომ აჯანყების პირველ დღეებში მა სანბაოს ცხენი მოკლეს ბეიპინის სიახლოვეს, სოფელ ჯენლუნბასთან.

ზოგი წყაროს თანახმად, 1404 წელს ჯენ ხე ხელმძღვანელობდა ე.წ.„იაპონელ მეკობრეებთან“ საბრძოლველი ფლოტის აშენებას და, სავარაუდოდ, იაპონაიშიც კი მოგზაურობდა მეკობრეებთან ბრძოლის კონსოლიდაციისთვის[20].

ჯენ ხეს შვიდი საზღვაო მოგზაურობა

რედაქტირება
 
„საგანძურის ხომალდის“ მოდელი ნანკინში, ზღვაოსნობის პარკში.

მას შემდეგ, რაც იმპერატორისადმი ერთგულებისთვის ჯენ ხემ მიიღო „მთავარი საჭურისის“ წოდება, რაც შეესაბამებოდა ჩინოვნიკის მეოთხე რანგს,[21], იმპერატორმა ჩჟუ დი მიიჩნია, რომ იგი იყო საუკეთესო კანდიდატურა ფლოტის ადმირალისა და დანიშნასაჭურისი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში 1405—1433 წლებში გაგზავნილი თითქმის ყველა ჩინური ექსპედიციის ხელმძღვანელად და დააწინაურა მესამე ჩინამდე[22]. ჯენ ხეს ფლოტი სავარაუდოდ შედგებოდა 250 გემისგან, რომელთა ეკიპაჟი 27 ათას ადამიანს აღწევდა. ფლოტის ყველაზე მსხვილი გემები - მინის ოფიციალური ისტორიის თანახმად - არიან უდიდესი ოდესმე არსებული ხის ხომალდები.

ჩჟნ ჰეს ხელმძღვანელობით ფლოტმა მოინახულა სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიისა და ონდოეთის ოკეანის 56 ქვეყანა და მსხვილი ქალაქი. ჩინელმა მეზღვაურებმა მიაღწიეს არაბეთის ნახევარკუნძულამდე და აღმოსავლეთ აფრიკამდე. ჯენ ხეს პირველი ექსპედიცია 1405—1407 წლებში გაიმართა, სუჩჟოუ — ტიამპას ნაპირები — კუნძული იავა — ჩრდილო-დასავლეთი სუმატრამალაკის სრუტე — კუნძული ცეილონი მარშრუტით. შემდეგ, ინდოსტანის სამხრეთი ნაწილის გავლით, ფლოტმა მიაღწია ინდოეთის მალაბარის სანაპიროს და მიაღწიეს უდიდეს ინდურ პორტს - კალკუტას. მიახლოებით ასეთივე იყო მეორე (1407—1409) და მესამე (1409—1411) ექსპედიციის მარშრუტი. მეოთხე (1413—1415), მეხუთე (1417—1419), მეექვსე (1421—1422) და მეშვიდე (1431—1433) ექსპედიციები აღწევდნენ კუნძულ ორმუზამდე და აფრიკის სანაპირომდე თანამედროვე სომალის ტერიტორიაზე, შედიოდნენ წითელ ზღვაში. მეზღვაურები ახორციელებდნენ დანახულის ჩანაწერებს, ადგენდნენ რუკებს. რუკებში აღინიშნებოდა გასვლის დრო, დასვენების ადგილები და რიფების მდებარეობა. მეზღვაურებმა ჩაწერეს მრავალი სახელმწიფოსა და ქალაქის აღწერილობა, პოლიტიკური წყობის, კლიმატის, ადგილობრივი ლეგენდების თავისებურებების ჩანაწერებს. ჯენ ხე ავრცელებდა იმპერატორის გზავნილებს, ახალისებდა ჩინეთში საელჩოების გაგზავნასა და ახორციელებდა ვაჭრობას.

 
„12 ხომალდის საჭე“, სკულპტურული კომპოზიცია ნანკინის სკულპტურების პარკში - ერთ-ერთი იმ მრავალი მონუმენტისგან, რომლებიც უკვდავყოფენ ჯენ ხეს მოგზაურობებს.

საკუთარი მიზნების მისაღწევად იგი იყენებდა სამხედრო ძალასაც[23]. ასე, 1405 წელს, პირველი ექსპედიციის დროს ჩჟან ჰემ მოითხოვა ჩინეთის იმპერატორისთვის ლანკას წმინდა რელიკვიების გადაცემა - ბუდას კბილის, თმის ღერისა და ჭიქის გადაცემა, რომლებიც იყვნენ სინგალელი მეფეების ძალაუფლების მთავარი ატრიბუტები. უარით გასტუმრების შემდეგ, 1411 წელს ჩჟან ჰე დაბრუნდა კუნძულზე 3000 სამხედრო რაზმის სათავეში, დაიპყრო დედაქალაქი, დაატყვევა მეფე ვირა ავალკეშვარა და მისი ოჯახის წევრები, აიყვანა ხომალდებზე და ჩინეთში წაიყვან[24]. მეოთხე ექსპედიციის დროს ინდონეზიური სახელმწიფო პასაის მონახულებისას ჩჟ დის ფლოტს მოუწია ადგილობრივ სამოქალაქო ომში მონაწილეობის მიღება. სამოქალაქო ომი ჩინეთის მიერ აღიარებულ მონარქ ზაინ ალ-აბიდინსა და პრეტენდენტ სეკანდერს შორის ვითარდებოდა. მას შემდეგ, რაც ჩინურმა ფლოტმა საჩუქრები ზაინ ალ-აბიდინისთვის ჩამოიტანა, შეურაცხმყოფილი პრეტენდენტი ჩინელებს შეუტია. ჯენ ხემ შეძლო სეკანდერის ჯარების განადგურება, ხოლო თავად პრეტენდენტი დაატყვევა და ჩინეთში გააზავნახ[25][26].

1424-1431 წლენში, იმპერატორი ჩჟუ დის სიკვდილის შემდეგ, საზღვაო ექსპედიციების განხორციელება დროებით შეჩერდა, ხოლო ჯენ ხე შვიდი წლის განმავლობაში ნანკინის გარნიზონის ხელმძღვანელად მსახურობდა[27]. თავისი ბოლო, მეშვიდე< მგზავრობისას ჯენ ხე 60 წელს გადაცილებული მოხუცი იყო. პირადად იგი აღარ ნახულობდა ყველა ქვეყანას, სადაც მისი ფლოტი შედიოდა და ჩინეთში 1433 წელს, მიუხედავად იმისა, რომ მისი მოადგილეების ხელმძღვანელობით ფლოტის უკანასკნელი ნაწილები ჩინეთში მხოლოდ 1434 წელს, მექის, სუმატრისა და იავას მონახულების შემდეგ დაბრუნდნენ.[28].

ჯენ ხეს ექსპედიციებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ჩინეთსა და აფრიკა-აზიის ქვეყნებს შორის კულტურული და სავაჭრო ურთიერთობების დამყარებაში. შეიქმნა ჩინელი მეზღვაურების მიერ მონახულებული ქალაქებისა და ქვეყნების დაწვრილებითი გეგმები, რომელთა ავტორები იყვნენ ჯენ ხეს მეზღვაურები - მა ჰუანი. ფეი სინი (en:Fei Xin) და გუნ ჯენი (en:Gong Zhen), გარდა ამისა დადგინდა „ჯენ ხეს საზღვაო მოგზაურების რუკები“ („ჯენ ხე ჰან ტუ“)[29].

ჯენ ხეს საზღვაო ექსპედიციის მიერ შეგროვებული მასალების საფუძველზე 1597 წელს ლო მაო-დენმა დაწერა რომანი „ჯენ ხეს მგზავრობა დასავლურ ოკეანეში“ („სან ბაო ტაი ძინ სი იან ძი“). რუსი ჩინეთმცოდნის, ვიქტორ ველგუსის მოსაზრებით, რომანში დიდი ადგილი გამოგონილ ფანტქსტიკას უკავია, თუმცა, ამავდროულად, ავტორი იყენებდა სხვადასხვა ისტორიულ და გეოგრაფიულ წუაროს.[30]. ჯენ ხეს მიერ დადგენილი მარშრუტები შემდგომში გამოიყენეს ევროპელმა მეზღვაურებმა, რომლებსაც ჩინელი მეზღვაურის მოგზავრობის პერიოდში კეთილი იმედის კონცხიც კი არ გქონდათ გადალახული, ხოლო აფრიკის აღმოსავლეთი სანაპიროს შესახებ არანაირი ინფორმაცია გააჩნდათ.

„მინის დინასტიის ისტორიაში“ ჯენ ხეს საზღვაო ექსპედიციებს მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ:„მატიანეში ნათქვამია, რომ ტაიძინ სანბაოს მგზავრობა დასავლეთის ზღვებში იყო ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა მინის დინასტიის არსებობის პირველ პერიოდში.“[31].

გარდაცვალება

რედაქტირება
 
ჯენ ხეს საფლავი (კენოტაფი) ნიუშოუს მთაზე ნანკინის სიახლოვეს.

ჩჯენ ჰეს მემკვიდრეების (ბიძაშვილი, იხ.ქვემოთ) გადმოცემით, ჩჯენ ჰე გარდაცივალა მეშვიდე მგზავრობისას, ჩინეთისკენ გზაზე (იგულისხმება 1433 წელი), ხოლო მისი სხეული ზღვას მიაბარეს. მისი სიკვდილის შემდეგ ქალაქ სემარანგში (კუნძული იავა) ჩატარდა „შორეული დაკრძალვის ცერემონია“, რომლის ჩატარება სავალდებულო ხდებოდა გარდაცვლილის ცხედრის არარსებობის შემთხვევაში („ჯანაზა ბილ გაიბ“). ადმირალის ფეხსაცმელი და თმის ღერო[32] (სხვა ვერსიით, ტანსაცმელი და ქუდი) ჩამოიტანეს ნანკინში და დამარხეს ბუდისტურ მონასტერში[32].

იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენამდე შემორჩენილ ისტორიულ წყაროებში არ ინახება მეშვიდე მგზავრობის შემდგომი ჯენ ხეს საქმიანობის ამსახველი საბუთები, მეცნიერთა უმრავლესობა იზიარებს ადმირალის ნათესავების ვერსიას. მიუხედავად ამისა, ჩინელი ისტორიკოსი სიუი იუიხუ (徐玉虎) და რუსი მეცნიერი ა.ბოკშანინი არ იზიარებენ ამ თვალსაზრისს. მინის იმპერიის სამთავრობო აპარატის საკადრო ცვლილებეიდან გამომდინარე, მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ჯენ ხე მშვიდობიანად დაბრუნდა მეშვიდე მგზავრობიდან და მას შემდეგ კიდევ ორი წელი მსახურობდა ნანკინის სამხედრო კომენდანდატ, შესაბამისად, ამ მეცნიერების მოსაზრებით, იგი 1435 წელს გარდაიცვალა.[33][31].

ნანკინის სიახლოვეს, ნიუშოუს მთის სამხრეთ კალთაზე[34] ჯენ ხესთვის აიგო მუსლიმური საფლავი[32], თუმცა, ადგილობრივი მოსახლეობის მონაცემებით 1962 წელს საფლავი გაიძარცვა. მოსახლეობისვე ცნობით, საფლავში არ იყო არ ცხედარი, არც რომელიმე სხვა საბუთი, რითაც შეიძლებოდა ჯენ ხეს საფლავის იდენტიფიცირება.[32][35].

1985 წელს, ადმირალის 580 წლისთავის აღსანიშნავად, კენოტაფი აღადგინეს.[36] (31°54′37″ ჩ. გ. 118°43′43″ ა. გ. / 31.91028° ჩ. გ. 118.72861° ა. გ. / 31.91028; 118.72861).

2010 წლის 18 ივნისს მეზობლად მდებარე ძუტანის მთაზე ასევე აღმოაჩინეს მინის ადრეული პერიოდის საფლავი, რომელიც იმწამსვე გამოაცხადეს ჯენ ხეს დაკრძალვის ადგილად.[37]. რამდენიმე დღის შემდეგ, არქეოლოგებმა გაშიფრეს საფლავის ეპიტაფიის ნარჩენები და დარწმუნდნენ, რომ საფლავი ჯენ ხეს ფლოტის ესკადრის ხელმძღვანელს, ჰუან ბაოს ეკუთვნოდა.[38][39].

შთამომავლობა

რედაქტირება
 
პიტერ პანი, ჯენ ხეს ძმის ერთ-ერთი შთამომოვალი ნანკინში, საკუთარი დიდი-...ბაბუის საფლავის (კენოტაფის) სიახლვოეს.

ბავშვობიდანვე საჭურისს, ჯენ ხეს არ შეეძლო საკუთარი შვილების ყოლა. მიუხედავად ამისა, მან იშვილა ერთ-ერთი ბიძაშვილი, ჯენ ჰაოჩჟაო, რომელმაც, ადმირალის სიკვდილის შემდეგ, მიუხედავად ტიტულის დაკარგვისა, შეძლო მისი მატერიალური მემკვიდრეობის შენარჩუნება. სწორედ ამის გამო თანამედროვე ჩინეთში არსებობენ „ჯენ ხეს შთამომავლები“[40].

ლიტერატურა

რედაქტირება
ძირითადი ლიტერატურა
  • Edward L. Dreyer, Zheng He: China and the Oceans in the Early Ming Dynasty, 1405–1433, New York: Pearson Longman, 2007. — 256 p.(Library of World Biography Series), ISBN 0321084438.
  • Louise Levathes, When China ruled the seas: the treasure fleet of the Dragon Throne, 1405-1433, 1-st ed., New York: Simon & Schuster, 1994. — 256 p, ISBN 0671701584.
დამხმარე ლიტერატურა
  • ა. ბოქშჩანინი, Китай и страны южных морей в XIV—XVI вв, М.: Наука. Главная редакция восточной литературы, 1968. — გვ. 212.
  • Свет. Я. М., За кормой сто тысяч ли, М.: Географгиз, 1960. — გვ. 192.
  • Chan, Hok-Lam, The Cambridge history of China: The Ming dynasty, 1368-1644, Part 1, Cambridge: Cambridge University Press, 1988. — P. 182—204, 976 p, ISBN 0521243327.
  • Chunjiang Fu; Choo Yen Foo; Yaw Hoong Siew, The great explorer Cheng Ho : ambassador of peace, Singapore: Asiapac, 2005. — 153 p.(Asiapac culture), ISBN 9812294104.
  • Langlois, John D., Jr, The Cambridge history of China: The Ming dynasty, 1368–1644, Part 1, Cambridge: Cambridge University Press, 1988. — P. 107—181, 976 p, ISBN 0521243327.
  • Needham J., Science and civilisation in China: Physics and physical technology, Cambridge: Cambridge University Press, 1971. — P. 477—484, 990 p, ISBN 0521070600.
  • Shih-Shan Henry Tsai, Perpetual Happiness: The Ming Emperor Yongle, Seattle, Wash.: University of Washington Press ; Chesham : Combined Academic, 2002. — 286 p, ISBN 0295981245.
  • Shih-shan Henry Tsai, Eunuchs in the Ming Dynasty, New York: State University of New York Press, 1996. — 290 p.(SUNY series in Chinese local studies), ISBN 0791426874.
  • Zheng He's voyages down the western seas, Beijing: China Intercontinental Press, 2005. — 109 p, ISBN 7508507088.
  1. ადმირალ ჯენ ხეს ძვირფასეულობა, ჟურნალი მსოფლიოს ირგვლივ, №8 (2815), 2008 წლის აგვისტო.
  2. Dreyer 2007, pp. 180–181.
  3. Kahn J.. (July 20, 2005) China Has an Ancient Mariner to Tell You About. The New York Times. ციტირების თარიღი: 2010-09-15.
  4. Levathes 1994, p. 62—63.
  5. Tsai 1996, p. 154.
  6. დღეისათვის კუნიანის მაზრს (昆阳)ეწოდება ჯინინი (Jinning), მაგრამ სახელწოდება კუნიანი (昆阳) შერჩა მაზრის ცენტრს.
  7. Chunjiang Fu, Choo Yen Foo, Yaw Hoong Siew, The great explorer Cheng Ho: ambassador of peace, Singapore: Asiapac Books Pte Ltd, 2005. — P. 7—8, 153 p, ISBN 9789812294104.
  8. Jonathan Neaman Lipman, Familiar strangers : a history of Muslims in Northwest China, Honk Kong: Hong Kong University Press, 1998. — P. 32-41, 266 p, ISBN 9622094686.
  9. Levathes 1994, pp. 62–63.
  10. ლევატესის ინფორმაციით მა ჰაჯი გარდაიცვალა 1381 წელს, მაგრამ ამავდროულად მოჰყავს სტელის ტექსტი, რომლის თანახმადაც (ევროპული სტილით) იგი გარდაიცვალა 1382 წლის 12 აგვისტოს.
  11. Levathes 1994, p. 62.
  12. Tsai 2002, p. 38.
  13. Rozario 2005, p. 36.
  14. Levathes 1994, pp. 147–148.
  15. Levathes 1994, p. 57—58.
  16. Levathes 1994, p. 57—58, თანახმად, მა ჰე შეიპყრეს 1382, ხოლო დაასაჭურისეს 1385 წელს; ამავდროულად, Dreyer 2007, p. 16, 201 თანახმად, ორივე მოვლენა 1382 წელს გაიმართა.
  17. Needham 1971, p. 487.
  18. Levathes 1994, p. 64—65.
  19. Levathes 1994, pp. 72–73.
  20. 20.0 20.1 Tsai 1996, p. 157.
  21. მინის დინასტიის ეპოქაში არსებობდა 9 ჩინი, რომელთაგან თოთეული ორი ქვეწოდებისგან შედგებოდა - ძირითადისგან (უფროსი) და გატოლებულისგან (უმცროსი). მინის იმპერიის მთავრობაში ზოგი პოსტის დაკავება შეეძლო მხოლოდ შესაბამისი რანგის მქონე ჩინოვნიკებს.
  22. Fujian 2005, p. 8.
  23. ვიქტორ უსოვი, ჯენ ხე // ჩინეთის სულიერი კულტურა, მოსკოვი: საგამომცემლო სახლი „აღმოსავლური ლიტერატურა“, რუსეთის მეცნიერებათა აკადემია, 2009, ტ. 4, გვ. 790, ISBN 978-5-02-036380-9.
  24. Сафронова А. Л., Ланка в XIV—XV вв., თარგი:М: Издательская фирма „Восточная литература“ РАН, 2000, ტ. 2: Восток в средние века, გვ. 489, ISBN 5-02-017711-3.
  25. Levathes 1994, p. 138.
  26. Dreyer 2007, p. 79.
  27. The Cambridge History of China., ტ. 7: The Ming Dynasty, 1368—1644, Part I, Cambridge: Cambridge University Press, 1998. — P. 236, 859 p, ISBN 978-0-521-24332-2.
  28. The Cambridge History of China., Cambridge: Cambridge University Press, 1998. — P. 302, 859 p, ISBN 978-0-521-24332-2.
  29. Бокщанин А. А., История Востока: В 6 т, მოსკოვი: Издательская фирма „Восточная литература“ РАН, 2000, ტ. 2: Восток в средние века, გვ. 544, ISBN 5-02-017711-3.
  30. {{{title}}}. 
  31. 31.0 31.1 ბოკშჩანინი, ა.ა., Волшебный свет на мачтах. Заморские экспедиции Чжэн Хэ // Лики Срединного царства, მოსკოვი, 2002.
  32. 32.0 32.1 32.2 32.3 Levathes 1996, p. 172.
  33. Dreyer 2007, p. 166.
  34. Shipping news: Zheng He's sexcentenary. China Heritage Newsletter. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-18. ციტირების თარიღი: 2011-06-01.
  35. Nicholas D. Kristof. (6 июня 1999) 1492: The Prequel. The New York Times. ციტირების თარიღი: 2010-09-01.
  36. Fujian 2005, p. 45.
  37. Zheng He's Tomb Found in Nanjing. CRIENGLISH.com (2010-06-25). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-29. ციტირების თარიღი: 2010-09-01.
  38. 南京发现郑和下西洋副手之墓 (В Нанкине обнаружена могила заместителя Чжэн Хэ во время плаваний в Западный Океан) (2011-06-26).
  39. 南京祖堂山神秘大墓主人系郑和副手洪保 (Владелец загадочной могилы на нанкинском холме Цзутан - заместитель Чжэн Хэ, Хун Бао) (2011-06-26). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-07. ციტირების თარიღი: 2011-08-28.
  40. Levathes 1996, p. 165.