ჯანდაცვა ისრაელში
ჯანდაცვა ისრაელში— ისრაელში სამედიცინო დაწესებულებების მიერ გაწეული მომსახურების სისტემა ქვეყნის მოსახლეობისთვის.
ისრაელის ჯანდაცვის სისტემა ერთ-ერთ ყველაზე მოწინავედ ითვლება მსოფლიოში. ისრაელის მშპ-ს 8.3% იხარჯება ჯანდაცვაზე. მთავრობის სხვადასხვა კანონები იცავს პაციენტების უფლებებს, რითაც პაციენტი მკურნალობის პროცესის ცენტრში ექცევა. ისრაელის სახელმწიფოს მაცხოვრებლები სარგებლობენ ჯანმრთელობის დაზღვევის ფართო სპექტრის სამედიცინო მომსახურებით, დაწყებული „ტიპატ ჰალავის“ (חלב) ოჯახის საკონსულტაციო მომსახურებით, სიცოცხლისათვის საშიში დაავადებების პრევენციამდე.[1][2][3][4]
ისტორია
რედაქტირებაჰალახას მიხედვით, ადამიანის სიცოცხლის სიწმინდე ფუნდამენტური პრინციპია, ჯანმრთელობის ხელშეწყობა და დაავადებების მკურნალობა იუდაიზმის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კანონია. მიშნას და ბაბილონური თალმუდის მიხედვით: „ვინც ერთ სიცოცხლეს ზოგავს, ზოგავს მთელ მსოფლიოს. იერუსალიმის ტაძარში იყო ექიმის თანამდებობა. მე -6 საუკუნეში ებრაულ ენაზე დაიწერა უძველესი სამედიცინო ტრაქტატი "Sefer Asaf Ha-Rofe". პირველი საავადმყოფო ერეც ისრაელში, რომელიც ცნობილია როგორც " იერუსალიმის წმინდა იოანეს ორდენი საავადმყოფო.“ უკვე ჯვაროსანთა ეპოქაში მოქმედებდა და მკურნალობდა სხვადასხვა რელიგიის ქალებსა და მამაკაცებს. ებრაელ პაციენტებს კოშერული საკვები მიეწოდებოდათ.[5][6]
ოსმალეთის იმპერია
რედაქტირებამე -19 საუკუნის დასაწყისისთვის იერუსალიმში პრაქტიკულად არ არსებობდა სამედიცინო დაწესებულებები. 1844 წელს ქალაქის სეფარდისტული საზოგადოების ინიციატივით და სერ მოზეს მონტეფიორეს ფინანსური დახმარებით გაიხსნა პირველი ებრაული საავადმყოფო. იმავე წელს, ლონდონის ებრაულმა საზოგადოებამ (LJS) ქალაქში შექმნა მისიონერული საავადმყოფო. 1854 წელს ჯეიმზ მაიერ როტშილდმა გახსნა ახალი ებრაული საავადმყოფო იერუსალიმში. ოსმალეთის იმპერიის პერიოდში, როტშილდების ოჯახმა მოგვიანებით კი ქალთა სიონისტურმა ორგანიზაცია ჰადასმა ჰენრიეტა სოლდის მეთაურობით მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ერეც ისრაელის სამედიცინო სამსახურის განვითარებაში.[7]
პირველი ებრაული ჯანმრთელობის დაზღვევის ფონდი ” კლალიტი“ დაარსდა 1911 წელს, მუშებისთვის სამედიცინო მომსახურების უზრუნველსაყოფად, რომლებიც ერეც ისრაელში ჩავიდნენ მეორე ალიის პერიოდში. იმ დროს „კლალიტი“ იყო წამყვანი სამედიცინო დაწესებულება იშუვში, იგი მუშაობდა ე.წ. "ბისმარკის" მოდელის შესაბამისად (მეწარმეთა მონაწილეობა ჯანმრთელობის დაზღვევაში) და ხელმძღვანელობდა თანასწორობისა და ურთიერთდახმარების პრინციპებით.[8]
1912 წელს პალესტინის ებრაელმა ექიმებმა შექმნეს საკუთარი პროფესიული ასოციაცია, რომელიც შემდეგ გახდა ისრაელის ექიმთა პროფკავშირი. 1914 წელს ამ ექიმების რაოდენობამ 60 -ს მიაღწია. ოსმალეთის იმპერიაში ქალი ექიმები არ დაიშვებოდნენ სახელმწიფო სამსახურში. ამის მიუხედავად, შეაფასეს რა ექიმ ელენა კაგანის დამსახურება იერუსალიმის მკვიდრთა მკურნალობაში, თურქეთის ხელისუფლებამ იგი ქალაქის მუნიციპალურ საავადმყოფოში სამუშაოდ მიიწვია.[7]
პირველი მსოფლიო ომის წინ მხოლოდ იერუსალიმში 19 საავადმყოფო ფუნქციონირებდა, რომელთაგან 6 ებრაული და 12 ქრისტიანული იყო. სამედიცინო დაწესებულებები ძირითადად საქველმოქმედო იყო და ქვეყანაში პრაქტიკულად არ არსებობდა ცენტრალიზებული ჯანდაცვის სისტემა.
ბრიტანეთის მანდატი
რედაქტირება1917-1918 წლებში ერეც ისრაელში ბრიტანეთის მმართველობის დაწყებისთანავე შეიქმნა ჯანმრთელობის დეპარტამენტი. თავდაპირველად, დეპარტამენტი სამხედრო ადმინისტრაციის ნაწილი იყო, მოგვიანებით იგი მოქმედებდა ბრიტანეთის მიერ მიღებული ებრაელი ხალხის ეროვნული სახლის აღდგენის მანდატის ფარგლებში. იეშუვ ვაად ლეუმის აღმასრულებელმა ორგანომ, რომელიც პალესტინის უმაღლესი კომისრის მიერ ერეც ისრაელში ებრაელთა უფლებამოსილ წარმომადგენლად იქნა აღიარებული, შექმნა საკუთარი ჯანმრთელობის განყოფილება, რომელიც მოქმედებდა მანდატორული დეპარტამენტის პარალელურად. ვაადის ჯანდაცვის დეპარტამენტი თანამშრომლობდა მსოფლიო სიონისტური ორგანიზაციის და ებრაული სააგენტოს შესაბამის დეპარტამენტებთან და სხვადასხვა დროს ამ განყოფილებებს ხელმძღვანელობდა აბრაამ კაცენელსონი.[9][10]
ჯანდაცვის დეპარტამენტი
რედაქტირებაბრიტანეთის დეპარტამენტის პირველი ნაბიჯები იყო წყალმომარაგებისა და სანიტარიის გაუმჯობესების ზომები, სანიტარული ინფრასტრუქტურის შექმნა, მალარიის წინააღმდეგ ბრძოლა და ვაქცინაცია ჩუტყვავილაზე. მანდატორულმა დეპარტამენტმა გააფართოვა პროფილაქტიკური მომსახურება ჰოსპიტალიზაციისა და მკურნალობის ხარჯების შესამცირებლად. შეიქმნა ეფექტური მართვის აპარატი და მიიღეს კანონები ჯანდაცვის სხვადასხვა სფეროს დასარეგულირებლად. ანგარიშში პალესტინის ჯანმრთელობის სფეროში წარმატებების შესახებ, ბრიტანელები აღნიშნავდნენ თავიანთ მიღწევებს მალარიის წინააღმდეგ ბრძოლაში, თვალის დაავადებების პროფილაქტიკასა და წყალმომარაგების გაუმჯობესებაში.
ერთა ლიგის სამანდატო კომისიამ გააკრიტიკა სამანდატო ხელისუფლება ჯანმრთელობის დაცვისათვის გამოყოფილი მცირე დაფინანსბის გამო, რომელიც 1925 წელს 100 000 ფუნტ სტერლინგს შეადგენდა, ხოლო ებრაულმა იშუვმა ამ მიზნით 150 000 ფუნტი დახარჯა.
ჯანმრთელობის დეპარტამენტი
რედაქტირებაჯანდაცვის დეპარტამენტის საქმიანობა ვრცელდებოდა ებრაულ იშუვზე. ის ჯერ სიონისტური ორგანიზაციის, შემდეგ კი თავად იშუვის აღმასრულებელ ორგანოს წარმოადგენდა.
ჯანდაცვის დეპარტამენტი კოორდინაციას უწევდა და აკონტროლებდა ებრაული სამედიცინო დაწესებულებების მუშაობას და წარმოადგენდა იშუვის ინტერესებს სამანდატო ხელისუფლების, კოლონიურ საკითხებთან დაკავშირებით ბრიტანეთის სამინისტროს და ერთა ლიგის სამანდატო კომისიის წინაშე.
1936 წელს პილის კომისიას წინაშე საუბრისას, აბრაამ კაცენელსონმა აღნიშნა, რომ მანდატურმა ხელისუფლებამ მხოლოდ 60,000 ფუნტი გამოუყო ებრაულ სამედიცინო სამსახურებს, ხოლო ებრაულმა სააგენტომ 290,000 ფუნტი გამოყო ჯანმრთელობის დაცვისთვის. ებრაელმა მოსახლეობამ 200,000 ფუნტი გადაიხადა ჯანმრთელობის დაზღვევისთვის. მანდატის პერიოდში ქვეყანაში არ არსებობდა არაბული და მუსლიმური საავადმყოფოები. არაბულ მოსახლეობას სამედიცინო მომსახურებას ძირითადად სამანდატო ხელისუფლება და მისიონერული საავადმყოფოები უწევდნენ. სამანდატო დეპარტამენტმა ამჯობინა არაბი ექიმების დასაქმება, რომლებიც ამ განყოფილების ექიმების 66% -ს შეადგენდნენ, თუმცა პალესტინაში ისისნი ექიმების მხოლოდ 7,2% შეადგენდნენ.
ჰადასის სამედიცინო ორგანიზაცია
რედაქტირებაქვეყნის სამედიცინო ინფრასტრუქტურის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჰადასის სამედიცინო ორგანიზაციამ (HMO), რომელიც დააარსა ჰენრიეტა სოლდმა 1920 წელს. HMO და მისი წინამორბედი, ამერიკული სიონისტური სამედიცინო განყოფილება (AZMU), რომელიც 1918 წლიდან ფუნქციონირებდა ერეც ისრაელში, შეიქმნა ამერიკული ქალთა ორგანიზაციის ჰადასის ინიციატივით. 1918 წელს AZMU– მ დააარსა ქვეყნის პირველი სკოლადიპლომირებული ექთნების მოსამზადებლად. HMO– მ გახსნა კლინიკები და საავადმყოფოები პალესტინის მრავალ ნაწილში. ჰადასის ზოგიერთ ადგილობრივ ფილიალში პაციენტების უმეტესობა არაბი იყო. ამის მაგალითია ჰებრონის საავადმყოფო, სადაც დარბევამდე უფრო მეტ არაბებს მკურნალობდნენ ვიდრე ებრაელებს. 1939 წელს HMO დაასრულა იერუსალიმის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის მშენებლობა სკოპუს მთაზე. 1929 წლის შემდეგ, HMO– მ გადაწყვიტა თავისი ძალისხმევა გადაეტანა იერუსალიმის პროექტებზე და სხვა რეგიონებში სამედიცინო დაწესებულებები გადაეცა მუნიციპალური ხელისუფლებისთვის. მისი მცდელობები ქვეყნის მასშტაბით ჯანდაცვის სერვისების განვითარების მიზნით, გახდა სამაგალითო მიმდევრებისათვის.
ჯანმრთელობის დაზღვევის სახსრები
რედაქტირებაკერძო სექტორი
რედაქტირებაჰადასის სამედიცინო ორგანიზაცია და „კლალიტის“ ჯანმრთელობის დაზღვევის ფონდი გამოდიოდნენ კერძო სამედიცინო მომსახურების წინააღმდეგ. ნაცისტების ხელისუფლებაში მოსვლამ გერმანიაში 1933 წელს გამოიწვია გერმანელი ებრაელების რეპატრიაციის დიდი ტალღა, რომელთა შორის ბევრი ექიმი იყო. თუ 1930 წელს პალესტინის იშუვში 461 ექიმი იმყოფებოდა, 1935 წელს 1,849 რეგისტრირებული ექიმი იყო. ექიმების რაოდენობამ მნიშვნელოვნად გადააჭარბა მათზე მოთხოვნას სამანდატო და საზოგადოებრივ სფეროებში. გერმანიიდან ემიგრირებული ექიმების უმეტესობა ემხრობოდა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კერძო სამედიცინო მომსახურებასთან გაერთიანებას და მხარს უჭერდნენ ექიმისა და სამედიცინო დაწესებულების თავისუფალ არჩევანს. მათმა უმეტესოვბამ კერძო სამედიცინო დაწესებულება გახსნა. მხოლოდ თელ-ავივში 1936 წელს არსებობდა 187 კერძო კლინიკა. 1934 წელს გერმანიიდან დაბრუნებულმა რეპატრიანტებმა დააარსეს ასუტას კერძო საავადმყოფო და სადაზღვევო კომპანია „შილოახი“, რომელთა ჯანმრთელობის დაზღვევამ ექიმისა და სამედიცინო დაწესებულების თავისუფალი არჩევანის უფლება მისცა. რეპატრიანტების ინიციატივები ამ წლებში მოიცავს ფარმაცევტული ინდუსტრიის შექმნას ქვეყანაში, რომლის ყველაზე ცნობილი წარმომადგენელია კომპანია „ტევა“.[11][12]
სიკვდილიანობის სტატისტიკა
რედაქტირებასტატისტიკის ცენტრალური ბიუროს მონაცემებით, 2016 წელს 43 966 ისრაელში გარდაცვალების ძირითადი მიზეზებია: კიბო - სიკვდილიანობის 25,2%, გულსისხლძარღვთა დაავადებები - 14,6%, ინსულტი - 5,2%, დიაბეტი - 5,2%. ქვედა სასუნთქი გზების დაავადებები - 2,8 %, გარეგანი მიზეზები (დაზიანებები, მკვლელობები) - 4.1%, თირკმელების დაავადებები - 3.8%, პნევმონია - 2.6%, არტერიული წნევა - 2.4%. 2011 წელს ისრაელში დაფიქსირდა კიბოს 28 077 შემთხვევა. 24992 შემთხვევაში დიაგნოზირებულია კიბოს აგრესიული ფორმები, რაც მეტასტაზების წარმოქმნას გულისხმობს. დაახლოებით იგივე მონაცემები იქნა მიღებული წინა წლებში. ებრაელ მამაკაცებში ყველაზე გავრცელებული დიაგნოზია პროსტატის კიბო, ხოლო არაბ მამაკაცებში - ფილტვის კიბო. ქალებში - ებრაელ და არაბ ქალებში - კიბოს ყველაზე გავრცელებული ფორმაა ძუძუს კიბო. კიბოს აგრესიული ფორმების დაავადებები იკლებს და ბოლო 20 წლის განმავლობაში დაახლოებით 20% -ით შემცირდა. ამასთან, 2011 წელს ისრაელში 10 287 ადამიანი გარდაიცვალა კიბოთი.[13]
ჯანმრთელობის დაზღვევის კომპანიები
რედაქტირებაისრაელში არის ჯანმრთელობის დაზღვევის ოთხი კომპანია: „კლალიტი“, „მაკაბი“, „მეუხედეთი“ და „ლეუმუთი“.
ჯანმრთელობის დაზღვევა
რედაქტირება1994 წლის სახელმწიფო ჯანმრთელობის დაზღვევის კანონის თანახმად, ისრაელის სახელმწიფოს ყველა მაცხოვრებელი დაზღვეულია ჯანმრთელობის დაზღვევის ოთხი ფონდიდან ერთში. პროგრესული ჯანდაცვის გადასახადის მეშვეობით, რომელიც აგროვებს ეროვნული დაზღვევისა და სახელმწიფო ბიუჯეტის სამსახურს. ჯანმრთელობის დაზღვევის ფონდები ვალდებულნი არიან თავიანთ წევრებს მიაწოდონ სამედიცინო მომსახურების ჩამონათვალი, რომელსაც სახელმწიფო განსაზღვრავს. გარდა ამისა, ისრაელის ნებისმიერ მოქალაქეს აქვს უფლება შეცვალოს ჯანმრთელობის დაზღვევის ფონდი წელიწადში ერთხელ საკუთარი შეხედულებისამებრ და ეს უკანასკნელი ვალდებულია მას გაუწიოს თავისი მომსახურება.
სახელმწიფო დაზღვევის გარდა, ჯანმრთელობის დაზღვევის ფონდები უზრუნველყოფენ დამატებით დაზღვევას იმ სამედიცინო მომსახურებისთვის, რომლებიც არ არის შეტანილი სახელმწიფო სიაში.
ტრანსპლანტაცია და ორგანოების გადანერგვა ისრაელის კლინიკებში
რედაქტირებარაბინის სამედიცინო ცენტრის „ბეილინსონის“ საავადმყოფოს ორგანოთა გადანერგვის განყოფილება, პროფესორ ეითან მორის ხელმძღვანელობით. დღეისათვის რაბინის სამედიცინო ცენტრში ჩატარდა 2200-ზე მეტი თირკმლის გადანერგვა, 300 ღვიძლის და 30 პანკრეასის გადანერგვა. აქედან 40% სასიცოცხლო აუცილებლობით იყო გამოწვეული.[14]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Britnell, Mark (2015). In Search of the Perfect Health System. London: Palgrave. p. 69. ISBN 978-1-137-49661-4.
- ↑ Sharon Segel. "Can universal healthcare work? A look at Israel's successful model". Physicians News Digest. Retrieved 3 August 2015.
- ↑ "Most Efficient Health Care 2014: Countries - Bloomberg Best (and Worst)". Bloomberg. 25 August 2014. Retrieved 3 August 2015.
- ↑ "Israel Guide: Hospitals, Israeli hospitals and medical centres: There are over 45 hospitals and medical". Just Landed. 4 July 2014.
- ↑ Ольга Ефимова. Иудаизм и этические проблемы медицины. Маханаим. (რუს.) მიმართვის თარიღი: 25 თებერვალი 2014.
- ↑ Иерусалим: из 1000-летней больницы сделают ресторан. Mignews (5 августа 2013).(რუს.) მიმართვის თარიღი: 25 თებერვალი 2014.
- ↑ 7.0 7.1 "B'nai B'rith-Sha'ar Zion Hospital in Jaffa (1891–1921): The First Jewish Community Hospital in Palestine".
- ↑ Shvarts, Shifra: The Workers' Health Fund in Eretz Israel: Kupat Holim, 1911–1937
- ↑ "Life throughout the ages in a holy city". დაარქივებული 2018-11-20 საიტზე Wayback Machine. (ივრით.)
- ↑ Colin Miller. "Galilee cornerstone". Jerusalem Post. Archived from the original on 8 June 2013.
- ↑ "Public and Private Health Insurance". Archived from the original on 25 September 2013.
- ↑ https://www.health.gov.il/Services/Committee/vsal
- ↑ Pаковые заболевания у евреев и арабов. СТАТИСТИКА. (რუს.)მიმართვის თარიღი: 5 თებერვალი 2014.
- ↑ "The 10 Best Hospitals in the World". Newsweek. 3 March 2020. Retrieved 3 June 2020.