ხორენიასოფელი საქართველოში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ხოსპიოს თემში.

სოფელი
ხორენია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამცხე-ჯავახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
თემი ხოსპიო
კოორდინატები 41°20′32″ ჩ. გ. 43°31′25″ ა. გ. / 41.34222° ჩ. გ. 43.52361° ა. გ. / 41.34222; 43.52361
ადრეული სახელები ხორანია
ცენტრის სიმაღლე 1750
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 504[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა სომხები 97,6 %
ქართველები 2 %
სასაათო სარტყელი UTC+4
ხორენია — საქართველო
ხორენია
ხორენია — სამცხე-ჯავახეთის მხარე
ხორენია
ხორენია — ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
ხორენია

მდებარეობს ახალქალაქის პლატოზე, მდინარე ფარავნის მარჯვენა ნაპირას. ზღვის დონიდან 1750 , ახალქალაქიდან 10 კმ. ამ სახელით ორი სოფელია ცნობილი: დიდი და პატარა ხორენია. მათ ერთმანეთისგან მდინარე ფარავანი ჰყოფს. ადმინისტრაციულად პატარა ხორენია ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაშია.

დემოგრაფია

რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 504 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 666 325 341
2014[1]   504 247 257

სახელწოდების თავდაპირველი ფორმა არის ხორანია და არა ხორენია, თუმცა ეს უკანასკნელი ფორმა გაჩნდა XIX საუკუნეში და დამკვიდრდა. სოფელში არის ორი ეკლესია, რომელიც შემდეგ სომხურად გადაუკეთებიათ. ეკლესიას შემორჩენილი აქვს წარწერები. ეკლესიას ოთხი წარწერა ჰქონია 1896 წელს, როდესაც ივანე როსტომაშვილს უმოგზაურია იქ. ყველაზე მთავარი წარწერა მოთავსებული ყოფილა სახურავზე. ეტყობა მოგვიანებით აიტანეს იგი იქ. შემდეგ, როდესაც ექვთიმე თაყაიშვილმა მოიარა ჯავახეთი, წარწერა ვეღარ ნახა, რადგან სახურავი გადაეგდოთ უკვე. მეორე ქართული ეკლესია მცირე ზომისაა. წარწერები ძალითაა წაშლილი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • მ. ბერიძე, ჯავახეთის ძეგლთა მდგომარეობა (სამეცნიერო ექსპედიციის ანგარიში, 1979 წ.). ჯავახეთი. ისტორია და თანამედროვეობა. გვ. 335-404, ახალციხე, 2002

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  2. მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.