ხე (სოფელი)
სოფელი საქართველოში, მესტიის მუნიციპალიტეტში
(გადამისამართდა გვერდიდან ხე (მესტიის მუნიციპალიტეტი))
ხე[2][3] — სოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მესტიის მუნიციპალიტეტში, კალის თემში (სოფლები: დავბერი, ვიჩნაში, იფრარი, ლალხორი, ხალდე, ხე). მდებარეობს ჩხუტნერის ქედის სამხრეთით, მდინარე ენგურის მარჯვნივ, ზღვის დონიდან 1780 მ.
სოფელი | |
---|---|
ხე | |
ჯაბა ლაბაძის ფოტო | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | მესტიის მუნიციპალიტეტი |
თემი | კალა |
კოორდინატები | 42°56′24″ ჩ. გ. 42°54′41″ ა. გ. / 42.94000° ჩ. გ. 42.91139° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 1780 მ |
მოსახლეობა | 4[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 4 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[4] | 3 | 2 | 1 |
2014[1] | 4 | 2 | 2 |
ისტორიული ძეგლები
რედაქტირებასოფლის მახლობლად მთაზე დგას წმ. კვირიკესა და ივლიტას სახელობის XI საუკუნის ეკლესია ლაგურკა, სადაც ყოველი წლის 28 ივლისს იმართება რელიგიური და სახალხო დღესასწაული — კვირიკობა. სოფელში მდებარეობს წმინდა ბარბარეს ეკლესია „ბარბალი“.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 450.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 224.
- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 135.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II