ხალდე

სოფელი საქართველოში, მესტიის მუნიციპალიტეტში

ხალდე[2]სოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მესტიის მუნიციპალიტეტში, კალის თემში (სოფლები: დავბერი, ვიჩნაში, იფრარი, ლალხორი, ხალდე, ხე). მდებარეობს ჩხუტნერის ქედის სამხრეთით, ხალდეჭალის ხეობაში, ზღვის დონიდან 1900 მ. მესტიიდან 40 კმ.

სოფელი
ხალდე
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი მესტიის მუნიციპალიტეტი
თემი კალა
კოორდინატები 42°56′46″ ჩ. გ. 42°56′57″ ა. გ. / 42.94611° ჩ. გ. 42.94917° ა. გ. / 42.94611; 42.94917
ცენტრის სიმაღლე 1900
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 3[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ხალდე — საქართველო
ხალდე
ხალდე — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
ხალდე

ხალდე მოთავე იყო აჯანყებისა მეფის რუსეთის წინააღმდეგ. სოფლის მოსახლეობამ ბოლომდე იბრძოლა აჯანყების დროს, რის გამოც სოფელი თავის კოშკებიანად პირწმინდად გაანადგურეს. მას შემდეგ ხალდე დაცარიელდა, რუსეთის მთავრობამ აკრძალა ხალდეში დასახლება და მას „ახალი იფრარი“ დაარქვა. ხალდეს გმირებს სვანები დღესაც დიდი პატივით მოიხსენიებენ, მათზე შექმნილია სიმღერა-ფერხული „გაულ-გავხე“.

დემოგრაფია

რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 3 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[3] 0 0 0
2014[1]   3 3 0

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ნ. შოშიტაშვილი, ხალდეს აჯანყება (1875-1876), ჟურნალი „ისტორიანი“, N 2, 2012 წ. გვ. 40-47