ვიჩნაში

სოფელი საქართველოში, მესტიის მუნიციპალიტეტში

ვიჩნაშისოფელი საქართველოში (სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე), მესტიის მუნიციპალიტეტში (კალის ადმინისტრაციული ერთეული).

სოფელი
ვიჩნაში

სოფ. ვიჩნაში (რ. ბერნოვილის წიგნიდან „თავისუფალი სვანეთი“, 1875)
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი მესტიის მუნიციპალიტეტი
თემი კალა
კოორდინატები 42°56′36″ ჩ. გ. 42°54′11″ ა. გ. / 42.94333° ჩ. გ. 42.90306° ა. გ. / 42.94333; 42.90306
ცენტრის სიმაღლე 1760
მოსახლეობა 18[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ვიჩნაში — საქართველო
ვიჩნაში
ვიჩნაში — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
ვიჩნაში

მდებარეობს ჩხუტნერის ქედის სამხრეთით, მდინარე ენგურის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 1760 მ-ზე, მესტიიდან 35 კმ-ის დაშორებით.

სოფელში დგას ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი — წმინდა ბარბარეს ეკლესია. ნაგებია ნაძვის ხის მორებით. კარი სამხრეთიდან აქვს, გადახურულია ფიქლით. აშენების თარიღი უცნობია. სოფელში შემორჩენილია 3 კოშკის ნანგრევები, დაზიანებული დარბაზ-მაჩუბები.

დემოგრაფია

რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 18 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 30 15 15
2014[1]   18 10 8

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 8662
  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II