სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ იოსელიანი.

ხათუნა იოსელიანი (დ. 9 იანვარი, 1944, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი მსახიობი.

ხათუნა იოსელიანი
დაბადების სახელი ხათუნა იოსელიანი
დაბადების თარიღი 9 იანვარი, 1944 (1944-01-09) (80 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ
მშობლები მამა: გივი იოსელიანი
დედა: ნინო წეროძე

ბიოგრაფია

რედაქტირება

ხათუნა–ბელა გივის ასული იოსელიანი დაიბადა 1944 წლის 9 იანვარს გივი იოსელიანისა და ნინო წეროძის ოჯახში. ხათუნა იოსელიანის ძმა ალექსანდრე (საშკა) იოსელიანი, აგრეთვე ცნობილი ქართველი მსახიობი იყო, რომელიც აფხაზეთის ომში დაიღუპა (1993).

მსახიობი მონაწილეობდა არაერთ სპექტაკლსა, თუ ფილმში. ერთხანს მუშაობდა რუსთავის თეატრშიც, რომელიც რამდენიმე მსახიობთან ერთად დატოვა.

2006 წელს ხათუნა იოსელიანი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ-იორკში წავიდა საცხოვრებლად, სადაც სამშობლოში უთეატროდ დარჩენილმა მსახიობმა კვლავ საკუთარი პროფესიით მუშაობა განაგრძო და ნიუ-იორკის ქართულ თეატრში არაერთი სპექტაკლი დადგა. 2013 წლის 14 ნოემბერს ხათუნა იოსელიანს ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეობაც მიენიჭა და 2014 წლის 9 იანვარს, დაბადებიდან 70 წლის იუბილეს აშშ–ში შეხვდა[1]. ნიუ-იორკში მან დადგა სპექტაკლები: ,,ნაცარქექია", ნოდარ დუმბაძის ,,ჰელადოსი“, თეთრი ბაირაღები"[2], ალექსანდრე ჩხაიძის ,,შთამომავლობა". მის გეგმებში კვლავ მრავალი სპექტაკლის დადგმაა. მსახიობ ხათუნა იოსელიანს ჰყავს ორი ქალიშვილი მაკა და თამუნა შენგელიები და ერთი შვილიშვილი საშკა კალმახელიძე.

ფილმოგრაფია

რედაქტირება

სერიალები

რედაქტირება

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება