ალექსანდრე იოსელიანი
ალექსანდრე (საშკა) იოსელიანი (დ. 29 ივლისი, 1952 — გ. 1993) — ქართველი მსახიობი.
ალექსანდრე (საშკა) იოსელიანი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
29 ივლისი, 1952 თბილისი საქ. სსრ, სსრკ |
გარდაცვალების თარიღი | 1993 |
მშობლები |
მამა: გივი იოსელიანი დედა: ნინო წეროძე |
ბიოგრაფიარედაქტირება
ალექსანდრე (საშკა) გივის ძე იოსელიანი დაიბადა 1952 წლის 29 ივლისს გივი იოსელიანისა და ნინო წეროძის ოჯახში. 1969–1973 წლებში სწავლობდა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე. საშკა იოსელიანს არაერთი როლი აქვს შესრულებული ქართულ თეატრსა და კინოში. იგი 1993 წელს აფხაზეთის ომში დაიღუპა.
საშკა იოსელიანი ასევე ცნობილი ქართველი მსახიობის, ხათუნა იოსელიანის უმცროსი ძმაა.
ფილმოგრაფიარედაქტირება
- 1966: „კედელი“ (გოგი) რეჟ. ალექსანდრე (ალეკო) ნინუა
- 1975: „არ დაიჯერო, რომ აღარა ვარ“ რეჟ. ყარამან (გუგული) მგელაძე
- 1975: „გაქცევა გათენებისას“ (კორნეტი) რეჟ. სიკო დოლიძე
- 1977: „ჰობოი“ რეჟ. რევაზ კეზელი
- 1978: „დათა თუთაშხია“ (ვახტანგ შალითური) რეჟისორები გრიგოლ (გიგა) ლორთქიფანიძე, გურამ (გიზო) გაბესკირია
- 1988: „ზეიმი“ რეჟ. ირაკლი შავლიაშვილი
- 1992: „ოქროს ობობა“ (კახი) რეჟისორები მიხეილ ანთაძე, გიორგი (გოგი) ქავთარაძე, დავით კვირცხალია