მიხო ბორაშვილი
მიხო ბორაშვილი (დ. 14 ოქტომბერი, 1947, კასპი) — ქართველი მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი, საქართველოს კინემატოგრაფისთა შემოქმედებითი კავშირისა (1995 წლიდან) და შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი (2007-2010).
მიხო ბორაშვილი | |
---|---|
დაბადების სახელი | როლანდ ბორაშვილი |
დაბადების თარიღი |
14 ოქტომბერი, 1947 კასპი |
საქმიანობა |
მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1947 წლის 14 ოქტომბერს კასპში. 1979 წელს დაამთავრა ლენინგრადის თეატრის, მუსიკისა და კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის ტელერეჟისურის ფაკულტეტი (იული კარასიკის სახელოსნო). 1969-2006 წლებში მუშაობდა კომპანია „ქართულ ტელეფილმში“ ჯერ კინორეჟისორის ასისტენტად, 1989 წლიდან — კინორეჟისორად. 2006 წლამდე კომპანიის დოკუმენტური ფილმების განყოფილების ხელმძღვანელი. 2003 წლიდან ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში, 2017 წლამდე ხელმძღვანელობდა მხატვრული კინოს რეჟისურის სახელოსნოს. გამოქვეყნებული აქვს 4 ქრესტომათიული სახელმძღვანელო: „კინორეჟისურა“, „დოკუმენტური კინოს რეჟისურა“, „საუბრები კინორეჟისურაზე“ (6 წიგნად) და 3 სამეცნიერო ნაშრომი: „ლევ კულეშოვის სამონტაჟო კონცეფცია“, „სერგეი ეიზენშტეინის სამონტაჟო თეორიების ევოლუცია“, „ვსევოლოდ პუდოვკინი და ფოტოგენია“.
გადაღებული აქვს 35-ზე მეტი მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმი,[1] რომელთა უმეტესობის სცენარის ავტორიც თავად არის. გადაღებულია ფილმებში: „მაგდანას ლურჯა“ (მიხო), „სხვისი შვილები“ (გია), „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ (რომული) და სხვა.
ჯილდოები და აღიარება
რედაქტირება- 2008 — ღირსების ორდენი
ფილმები
რედაქტირება- „გზა მაცხოვრისა“ და „დედაო ღვთისავ…“ — 2004 წლის საქართველოს სახელმწიფო პრემია კინოხელოვნების დარგში; მართლმადიდებლური ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალ „პოკროვის“ პრიზი (კიევი, 2007); საერთაშორისო კინოფესტივალ „Magnifikat“-ის ჟიურის სპეციალური პრიზი (მინსკი, 2008)
- „ფანჯარა“ — საკავშირო ფესტივალის პრიზი (კიევი, 1980); საერთაშორისო კინოფესტივალის „ოქროს სინერაილი-2003“ — მთავარი პრიზი (ლილი, 2003)
- „მერი“ — ტამპერეს საერთაშორისო კინოფესტივალის საპატიო დიპლომი (ტამპერე, 1990)
- „თავშესაფარი“ — საერთაშორისო კინოფესტივალის „ოქროს რაინდი“ — ჟიურის სპეციალური პრემია (მოსკოვი, 1978); საერთაშორისო კინოფესტივალის „Magnifikat“-ის მთავარი პრიზი (მინსკი, 2010); საერთაშორისო კინოფესტივალის „Лiстапад“ — ჟიურის სპეციალური პრიზი (მინსკი, 2010)
- „შემსრულებელი“ — საერთაშორისო კინოფესტივალის „ოქროს არწივი“ — ქართული კინო-აკადემიის სპეციალური პრიზი (ბათუმი, 1995)
- „ცარიელი სივრცე“ — საერთაშორისო კინოფესტივალების „კინო-შოკი“ (ანაპა, 2001) და „ოქროს რაინდი“ (მოსკოვი, 2002) პრიზები; აშდოდის საერთაშორისო კინოფესტივალის (2005) ჟიურის სპეციალური პრიზი, ფიპრესის პრიზი და მუნიციპალიტეტის პრიზი.
ფილმოგრაფია
რედაქტირებადამდგმელი რეჟისორირედაქტირება
|
სცენარის ავტორირედაქტირება
|
გადაღებულია ფილმებში
რედაქტირება- 1955 — „მაგდანას ლურჯა“ — მიხო (რეჟ. თ. აბულაძე, რ. ჩხეიძე)
- 1958 — „სხვისი შვილები“ — გია (რეჟ. თ. აბულაძე)
- 1962 — „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ — რომული (რეჟ. თ. აბულაძე)
- 1966 — „ბელა“ — (რეჟ. ს. როსტოცკი)
- 1969 — „ღიმილის ბიჭები“ — ბაადური (რეჟ. რ. ჩხეიძე)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- მიხო ბორაშვილი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ეროვნული ფილმოგრაფია — როლანდ (მიხო) ბორაშვილი
- მიხო ბორაშვილი — კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზა (ინგლისური)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ როლანდ (მიხო) ბორაშვილი — CV. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-12-09. ციტირების თარიღი: 2022-12-09.