ანემია (ფილმი)
ანემია — რეჟისორ ტატო კოტეტიშვილის[1][2] მიერ გადაღებული ქართული მხატვრული ფილმი. კინოსტუდია ქართული ფილმის ნაწარმოები. გამოვიდა 1987 წელს. ტატო კოტეტიშვილის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ნამუშევარი, რომელიც გარკვეული დროის მანძილზე დეფიციტურ ფილმებს ეკუთვნოდა.[3][4]
„ანემია“ | |
---|---|
დამდგმელი რეჟისორი | ტატო კოტეტიშვილი |
სცენარის ავტორი |
ბიძინა კალანდაძე, დავით სულაკაური, ტატო კოტეტიშვილი |
კომპოზიტორი | გიორგი ცინცაძე |
ხმის ოპერატორი | გია ჯავახიშვილი |
ოპერატორი | გიორგი ბერიძე |
მონტაჟი | ლალი კოლხიდაშვილი |
მხატვარი |
რევაზ ებრალიძე, ნიკოლოზ (ნიკუშა) შენგელაია |
სტუდია | ქართული ფილმი |
გამოსვლის თარიღი | 1987 |
ხანგრძლივობა | 135 წთ. |
ქვეყანა |
სსრკ საქ. სსრ |
ენა | ქართული |
სიუჟეტი
რედაქტირებაყურადღება! ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.
ფილმის მთავარი გმირი ახალგაზრდა პედაგოგია, რომელიც ვერ ეგუება სიცრუეს, სიყალბის იმ გარემოს, რომელშიც ცხოვრობს და ცდილობს გაარღვიოს უზნეობის, შეზღუდულობის წრე. იგი ტოვებს ყველაფერს და მიდის მთის სოფელში, ინტერნატში მასწავლებლად. მაგრამ გადის დრო და ხვდება, რომ გარემოს კი არ აქვს მნიშვნელობა, არამედ ადამიანებს. სოფელში, თითქოს სუფთა სამყაროში, ბრძოლა კიდევ უფრო მწვავდება და ლამის ეწირება კიდეც მას.[5]
როლებში
რედაქტირება- ლევან აბაშიძე
- პაატა მოისწრაფიშვილი
- გრიგოლ ნაცვლიშვილი
- ხათუნა იოსელიანი
- გურამ გეგეჭკორი
- ჯიმი ლომიძე
- დავით სოროდსკი
- ნათია გელაურიძე
- მიხეილ თურქიშვილი
- ჯემალ შუბლაძე
- გენად მოზაიძე
- ბადრი მოზაიძე
- გია ოდოიძე
- კახა ჩაგაიძე
- ნათელა ლომაური
- ხვიჩა მოზაიძე
- მ. კობახიძე
- გიორგი ხოშტარია
- ნიკოლოზ გომელაური
- ლია კაპანაძე
- ზურაბ ხელაია
- აკაკი ქარსელაძე
- მ. სხირტლაძე
- ვ. ტირგონაკოვი
- ირინა პოლკოპაევა
- შ. ჩარგეიშვილი
- ლ. ლეკვეიშვილი
- გიორგი (გოგიტა) ჭყონია
ჯილდოები
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ ტატო კოტეტიშვილი
- ↑ ტატო კოტეტიშვილი
- ↑ ქართული მხ. ფილმი - „ანემია“
- ↑ ტატო კოტეტიშვილის იუბილე. 1tv.ge. ციტატა: „ამ რეჟისორს მის თაობაში ყველაზე ნიჭიერად და სიახლეების მაძიებლად მიიჩნევენ. შეფასებების დროს კი ყველა ხაზს უსვამს, რომ ის კინოში განსაკუთრებულ ატნოსფეროს ქმნიდა. რეჟისორს, რომლის მხატვრულ და დოკუმენტურ ფილმებში მთავარ როლს ძირითადად ლევან აბაშიძე ასრულებდა, დღეს იუბილე აქვს. ტატო კოტეტიშვილი 60 წლის გახდებოდა. კოლეგები ამბობენ, რომ მისი ფილმები გარშემო მიმდინარე მოვლენებზე პოზიციის გამოხატვა იყო. კოტეტიშვილმა ყურადღება ჯერ კიდევ საკურსო ფილმით მიიქცია, მას მოჰყვა პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „ანემია“ საბჭოთა რეჟიმის და სიყალბის წინააღმდეგ.“ ციტირების თარიღი: 5 ნოემბერი, 2020.
- ↑ ეროვნული ფილმოგრაფია