წიკვლიანთკარი
წიკვლიანთკარი — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის თიანეთის მუნიციპალიტეტში, ტუშურების თემში.[1] მდებარეობს ქართლის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე ქუსნოს (ივრის სისტემა) მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 1280 მეტრზე. თიანეთიდან დაშორებულია 7 კილომეტრით.
სოფელი | |
---|---|
წიკვლიანთკარი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | მცხეთა-მთიანეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | თიანეთის მუნიციპალიტეტი |
თემი | ტუშურები |
კოორდინატები | 42°08′39″ ჩ. გ. 44°55′15″ ა. გ. / 42.14417° ჩ. გ. 44.92083° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 1280 მ |
მოსახლეობა | 27[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 27 ადამიანი.[1]
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002 | 35[2] | ||
2014 | 27 | 15 | 12 |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 323.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.